x
image
intermedia.ge
Mediator image
„საპარტნიორო ფონდის რეფორმირება თავად ფონდის მენეჯმენტის, უშუალოდ დავით საგანელიძის ინიციატივა იყო“ - გიორგი ხელაია

image
„საპარტნიორო ფონდის რეფორმირება თავად ფონდის მენეჯმენტის, უშუალოდ დავით საგანელიძის ინიციატივა იყო, “ ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაიამ განაცხადა.

„ამ საკითხის შესახებ რამდენიმე წელია ძალიან აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს. აღმასრულებელ დირექტორთან ერთად, ჩვენ არაერთხელ გვიმსჯელია რეფორმირების აუცილებლობაზე სამეთვალყურეო საბჭოშიც და სამთავრობო დონეზეც. მოგეხსენებათ, რომ ფონდი არ არის უბრალო შპს, რომ ერთი ხელის მოსმით გადაიჭრას ეს საკითხი. ეს გახლავთ რთული სტრუქტურა, რომელიც მოიცავს სტრატეგიულ სახელმწიფო შვილობილ კომპანიებს, რომლებსაც საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ ქვეყნის ეკონომიკაზე. ფონდს ჰყავს მნიშვნელოვანი პარტნიორები და საერთაშორისო საფინანსო ინსიტუტებიც დაინტერესებულნი არიან ამ პროცესით“, აღნიშნა ხელაიამ.

მისი თქმით, რეფორმირების არსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა შვილობილი კომპანიების დარჩენა-არდარჩენა მის შემადგენლობაში, ასევე,
მმართველობითი სტრუქტურის ცვლილებას, ანუ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის გადახედვას და დამოუკიდებელი ბორდის საკითხის განხილვას.

„მნიშვნელოვანი და აქტუალურია ფონდის დაფინანსების წყაროების საკითხი, რომელიც დღის წესრიგში განსაკუთრებულად მას შემდეგ დადგა, რაც
„საპარტნიორო ფონდმა“, სახელმწიფოსთან შეთანხმებით და მთავრობის უშუალო დავალებით, განახორციელა 563 მილიონი დოლარის პროექტები, რომელთაგან ყველა საკმაოდ წარმატებულია. უმნიშვნელოვანესია, რომ „ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ (GOGC), რომელიც ფონდის შვილობილი კომპანიაა, განახორციელა გაზისა და ელექტროენერგიის სუბსიდირება 209 მილიონი დოლარის ფარგლებში. მოგეხსენებათ, „ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და სხვა შვილობილი კომპანიების დივიდენდები „საპარტნიორო ფონდის“ შემოსავლების ერთერთი წყაროა. თუმცა, პანდემიისა და ენერგომატარებლების ფასების ზრდის ფონზე, სუბსიდირების ნაბიჯი აუცილებლად გადასადგმელი იყო. ისევე, როგორც „გარდაბანი 1“, ან თვითმფრინავების ნაწილების მაღალტექნოლოგიური წარმოება. მაღალტექნოლოგიური და ექსპორტზე ორიენტირებული პროექტები ფონდის პრიორიტეტებია, თუმცა ამან მნიშვნელოვნად შეამცირა ფონდის შემოსავლები, რაც სხვანაირად უნდა დაკომპენსირდეს, “ განაცხადა ხელაიამ.

0
76
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0