x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
„საპარტნიორო ფონდი“ ერთადერთი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც პროექტებში კაპიტალით მონაწილეობს

image
„ხშირად ისმის კითხვა, რა განსხვავებაა „საპარტნიორო ფონდისა“ და სხვა პროგრამებისა თუ სტრუქტურების საქმიანობას შორის, მაგალითად, „აწარმოე საქართველოში“, ან სოფლის განვითარების სააგენტო და ა.შ. პასუხი მარტივია: როდესაც კომპანია მიდის ბანკში და დასაფინანსებლად კარგ პროექტს წარუდგენს, ყოველთვის დგება საკითხი ე.წ. საკმარისი კაპიტალის. ასეთ შემთხვევაში, ბანკს უჭირს დააფინანსოს პროექტი. დღეს საქართველოში არსებული არც ერთი საგრანტო პროგრამა, ზემოჩამოთვლილთა ჩათვლით, არ გულისხმობს კაპიტალში მონაწილეობით შესვლას პროექტში. ეს განასხვავებს მათ „საპარტნიორო ფონდისგან“, განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაიამ.

როგორც იგი განმარტავს, ფონდი შედის კაპიტალში, რითაც ბიზნესის სრულფასოვანი პარტნიორი ხდება.

„მართალია, თანამონაწილეობა არ სცილდება 49%-ს და ფონდი არ ერევა კომპანიის საოპერაციო მართვაში, მაგრამ ის ფაქტი, რომ ფონდი ხდება სტარტაპის პარტნიორი, პროექტებში კაპიტალით შედის და პრაქტიკულად ბიზნესის რისკებს საკუთარ თავზე იღებს, „საპარნტიორო ფონდის“ მთავარი განმასხვავებელი მახასიათებელია, რასაც საქართველოში ანალოგი არ აქვს, “ აღნიშნა გიორგი ხელაიამ.

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0