x
მეტი
  • 22.01.2022
  • სტატია:116381
  • ვიდეო:353111
  • სურათი:490213
როდის გამოჩნდა წმინდა გიორგი ქართულ დროშაზე და რატომ ჰგავდა ინგლისის ძველი დროშა დღევანდელ ქართულ დროშას
ვექსილოლოგია
დროშებისა და მისი წარმოშობის შესახებ შემსწავლელ დისციპლინას ვექსილოლოგიას უწოდებენ (ლათ. "ვეხილლუმ" - რომაელ ლეგიონერთა დროშა). აღნიშნულ დისციპლინას ეს სახელი უწოდა ამერიკელმა მეცნიერმა უიტნი სმიტმა 1958 წ.

image

ვექსილოლოგია დროშის სამეცნიერო ანალიზის ყველა ასპექტს მოიცავს. დროშეი ერთიანობისა და ძალაუფლების სიმბოლოა. ყოველ მათგანს საკმაოდ რთული ბიოგრაფია აქვს. დროსებზე არსებული სიმბოლოები და დევიზები ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის მიხედვით იცვლება. დროშიდან შეიძლება ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიის ამოკითხვა.
დროშა თავისი შინაარსით არის:
1. სახელმწიფო
2. სამხედრო საზღვაო
3. სასიგნალო
4. სავაჭრო
და სხვ.
სამხედრო დროშა სამხედრო ნაწილის სიმბოლოა. იგი გაჩნდა ძველი აღმოსავლეთის სახელმწიფოებში: ინდოეთში, ჩინეთში და ა.შ.

სამხედრო საზღვაო დროშა განსაზღვრავს სამხედრო ხომალდის ამა თუ იმ სახელმწიფოს კუთვნილებას. იგი გაჩნდა ძველ რომში და დამკვიდრდა მე-16-18 სს-ში. საყოველთაოდაა ცნობილი მეკობრეთა შავი დროშა "მხიარული როჯერი" თავისა ქალითა და გადაჯვარედინებული ძვლებით, რომელიც შისის ზარს სცემდა ყველას.

image

ძვ. წ. მე-2-1 სს-ის მიჯნაზე რომის სამხედრო და პოლიტიკურმა მოღვაწემ გაიუს მარიუსმა (დაახლ, ძვ წ 157-65) ჯარში შემოიღო მაუდის დროშები, რომლებიც რომაელი ისტორიკოსის ტიტუს ლივიუსის ( ძვ. წ 59 - ახ წ. 17 წწ) აღწერით, ჰორიზონტალურ წანწლაზე დამაგრებული ოთხკუთხა ფორმის ქსოვილი იყო. დროშათა ამ სახეობას ეწოდა "ვექსილუმი".

image

ქართული დროშისთვის ტრადიციული იყო წმინდა გიორგის გამოსახულება, რომელიც ბრძოლაში მისი მფარველობის მოპოვებას ნიშნავდა. ვარაუდობენ, რომ თეთრ დროშაზე ჯვრის გამოსახვა დავით აღმაშენებლის (1089-1125) დროს შემოიღეს. 1375 წელს ბარსელონაში ანონიმი კატალონიელი ბერის მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიო ქვეყნების უძველეს ატლასში აღწერილია ქართული 4 დროშა. image


მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის (1189-1192) ერთ-ერთმა წინამძღოლმა ინგლისის მეფე რიჩარდ 1-ლმა ლომგულმა ( 1157-1195) წმინდა გიორგი თავის მფარველად აირჩია, ხოლო მისი ფარის ფერთა შეხამება თეთრი ფარი წითელი ჯვრით გადაიტანა ინგლისის დროშაზე. ასე გაჩნდა ბრიტანეთის დროშის საფუძველი თეთრი ტილო წითელი ჯვრით.

image

1603 წელს ინგლისში გამეფდა შოტლანდიის მეფე ჯეიმზ 1-ლი, რომელმაც 1605 წელს გააერთიანა ინგლისისა და შოტლანდიის დროსები: ერთ სიბრტყეზე მოათავსეს ინგლისური დროშა და შოტლანდიური ლურჯი დროშა ირიბი თეთრი ე.წ. წმინდა ანდრიას ჯვრით. გაერთიანებულ დროშას შემოკლებით "გაერთიანებული ჯეკი უწოდეს. ინგლისის დროშამ დღევანდელი სახე 1801 წელს მიიღო, როცა "იუნიონ ჯეკს" კიდევ ერტი ჯვარი დაემატა - წმინდა პატრიკის ირიბი წითელი ჯვარი თეთრ ფონზე (ირლანდიელთა კათოლიკური სიწმნინდე)




2
428
შეფასება არ არის
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
428
  
2021, 14 დეკემბერი, 16:53
მე არ ვწერ კინორეჟისორების მიხედვით, ვწერ ისტორიული, ოფიციალური წყაროების მიხედვით, თუმცა საყოველთაოდ აღიარებული და მიღებული ისტორიაც რომ სუბიექტურია და ისე ქმნიან, როგორც მავანთ აწყობთ, ამაში ცალსახად გეთანხმ
ებით
2021, 14 დეკემბერი, 14:57
საყოველთაოდაა ცნობილი მეკობრეთა შავი დროშა "მხიარული როჯერი" თავისა ქალითა და გადაჯვარედინებული ძვლებით, რომელიც შისის ზარს სცემდა ყველას. არასოდეს, არასოდეს პირატების დროშა არ ყოფილა მხიარული როჯერი. მხიარული როჯერის დროშები შექმნილია კინორეჟისორემის მიერ ფილმებისთვის რაღაც სიმძაფრე რომ შეეტანათ, პირატები ატარებდნენ სხვადასხვა ქვეყნების დროშებს და არაფრით არ გამოირჩეოდნენ სხვა გემებისგან. გასაძარცვ გემებს როცა აბორდაჟზე აიყვანდნენ მხოლოდ მაშინ გებულობდნენ საწყლები რომ პირატული თავდასხმის მსხვერპლები გახდნენ. პირატებს მხიარული როჯერის დროშები რომ ეფრიალებინათ ძალიან ბევრი გემი გაქცევით უშველიდა თავს.
0 1 2