x
მეტი
  • 01.10.2024
  • სტატია:137366
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511330
ბედნიერების 10 საიდუმლო
image10. მხიარულ, ბედნიერ ადამიანებთან ხშირი კონტაქტი. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ბედნიერება გადამდებია. ამიტომ თქვენი მეგობრების წრიდან გამორიცხეთ ის ადამიანები ვინც გამუდმებით უკმაყოფილოა და სულ წუწუნებს.

9.არასოდეს შეგშურდეთ სხვების. საკუთარი თავის სხვებთან შედარებისას უბედურები ვხდებით რადგან არ გვაქვს ის რაც მათ აქვთ. სინამდვილეში ყველას თავისი პრობლემები აქვს.

8.შეიცანით სამყარო. ამაში წიგნების კითხვა, მოგზაურობა, ახალი ჰობი დაგეხმარებათ. არასდროს იფიქროთ რომ გვიანაა. 60 წლის ასაკშიც შეიძლება აღმოაჩინოთ სიახლე.

7.იცხოვრეთ დღევანდელი დღით. არ ღირს გამუდმებით წარსულს იხსენებდეთ, განსაკუთრებით კი ნეგატიურ გამოცდილებას. თუ 5 წლის წინ წარუმატებელი რომანი გქონდათ, ეს არ ნიშნავს რომ იგივე კვლავ მოხდება.


6.დასცინეთ საკუთარ თავს. ადამიანები ხშირად დეპრესიაში იმიტომ ვარდებიან, რომ მათ დასცინიან, ან ასე ეჩვენებათ. აღიარეთ თქვენი შეცდომები და ირონიით შეხედეთ.

5. ხშირად გაიხსენეთ ცხოვრების ბედნიერი მომენტები. მაგალითად დღე როდესაც დიპლომი აიღეთ, გათხოვდით ან სამსახურში დგაწინაურეს. ეცადეთ კვლავ განიცადოთ ის სიხარული. ეს ენერგიას შეგმატებთ.

4.იყავით მადლიერი. კონკრეტულად ვიღაცის კი არა, ცხოვრების. ძილის წინ გაიხსენეთ რა მოხდა კარგი და თქვით მადლობა.

3.არ იდარდოთ დაშვებულ შეცდომებზე. გამოცდა ვერ ჩააბარეთ ან მამაკაცმა რომელსაც ეპრანჭებოდით თქვენი მეგობარი აირჩია. მატარებელმა უკვე ჩაიარა, რა საჭიროა ამის გახსენება? ყველაფერს აქვს დადებითი მხარე, თქვენ გამოცდილება შეიძინეთ.

2.უნარი, სიტუაცია სხვისი თვალით შეაფასოთ. დავუშვათ ხანგრძლივი კონფლიქტი გაქვთ ვინმესთან. ორივე თვლით რომ მართლები ხართ და არცერთი არ მიდიხართ დათმობაზე. შეხედეთ ამ სიტუაციას მესამე ადამიანის თვალით. ეს გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.

1.სხვის აზრს დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ. ჩვენ ხშირად დამოკიდებული ვხდებით გარშემომყოფების შეხედულებებზე და ვწუხვართ, როცა ჩვენზე ჭორაობენ. რამდენი ადამიანიცაა იმდენი აზრია, რა მნიშვნელობა აქვს რას ფიქრობს მეზობელი? მთავარია თქვენი ქმედებები თქვენ მოგწონდეთ. მოუსმინეთ სხვებს, მაგრამ მოიქეცით ისე როგორც თქვე გსურთ.

3
59
5-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
59
  
2012, 15 სექტემბერი, 23:07
+++++++++
2012, 15 სექტემბერი, 14:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3