x
მეტი
  • 02.07.2024
  • სტატია:135736
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510112
"ჩემს ქმარს გასაქანს არ აძლევენ რომ ორი ლარი შემოიტანოს ოჯახში"- რა ზეწოლაზე საუბრობს მეგი გოცირიძე

image


პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მეგი გოცირიძე პოსტს ავრცელებს და ხელისუფლების მხრიდან იმ ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ საუბრობს, რასაც ადგილი მისი ოჯახის მიმართ 9 წლის განმავლობაში ჰქონდა. მეგი გოცირიძის პოსტს, რომელიც მან ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა უცვლელად გთავაზობთ.


"ნუ მიშაზე არაფერს ვამბობ, არც ოთხოზორიაზე, არც მგლების ხროვაში ჩავარდნილ ანწუხელიძეზე ...ოთხ კედელს შუა გამომწყვდეული ჩვენი ბაჩო, რომა, კობა თოდუა, ფირცხალავა, სოსანაშვილი, თათუხაშვილი ვერ გატეხეს და თავისუფლებაზე მყოფ, არჩეულ მაჟორიტარს, რომ გატეხავ, დააშანტაჟებ თუ მოისყიდი, მნიშვნელობა არ აქვს, ის არის მენტალური ქოცი, ის არ არის მეომარი და მისი ადგილი არის იქ, სადაც ახლა არის და სწორად შეარჩიეს ქოცებმა, უსწორესად...


ჩემზე სამი საქმეა აღძრული, ორი მანქანა დამიმტვრიეს, ჩემს ქმარს გასაქანს არ აძლევენ 9 წელია, რომ ორი ლარი შემოიტანოს ოჯახში და მოთრევისთანავე, ჩვენი თრევა რომ დაიწყეს ფინანსურში, პირველი ჩემი ქმარი ჰყავდათ დაკითხვაზე და როგორ ფიქრობთ, ზეწოლა არ იყო თუ შანტაჟი ან დიდი ფულის სანაცვლოდ გიგიზე ხელის დადება და რა, ცოლ-შვილი სხვაზე ნაკლებად ეძვირფასება თუ გვაწყენდა მინისტრების მოადგილეობა თუ დეპარტამენტის უფროსობის პარალელურად კარგი აგარაკები და ყოველთვიურად ანგარიშზე საკმარისი ფულის დასმა???" - წერს მეგი გოცირიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.





0
391
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
391