x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რელიგიურ-პოლიტიკური სექტა "სსრკ-ს მოწმეების"-ისტორია

image

ამ დღეებში ორენბურგის ოლქში საგამოძიებო კომიტეტმა დაასრულა აკრძალული ორგანიზაციის -სექტა "სსრკ-ს მოწმეების " მიმდევრების წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმე.დაკავებულია სამი პირი. ორ მათგანს ბრალი წაუყენეს ორგანიზაციაში საქმიანობისათვის, აკრძალული ორგანიზაციის იდეოლოგიის პროპაგანდაში, რომელიც ექსტრემისტულ ხასიათს ატარებდა. ხოლო მესამე ბრალდებულის შემთხვევაში სასამართლომ ფსიქიატრიული ექსპეტიზის პასუხი მოითხოვა, რის გამო ის სამედიცინო დაწესებულებაში გადააგზავნეს.

მაინც რას წარმოადგენს სექტა " სსრკ-ს მოწმეები", (ამის გარდა საკუთარ თავს უწოდებდნენ " სსრკ-ს მოქალაქეები, "სსრკ-ს მთავრობა" რუსეთის სლავთა ძალების კავშირი"-ეს უკანასკნელი რუსულად იშიფრება "სსრკ"-დ-СССР)რომელიც რუსეთში აღიარებულია ექსტრემისტულ ორგანიზაციად და აკრძალულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

მოძრაობა სათავეს იღებს 2010 წელს, რომლის ინიციატორი იყო ზელენოგრადის სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელი, სერგეი ტარასკინი (დაბ. 1962 წელს ) რომელიც დუშანბედან გადმოსახლდა.

ტარასკინი საკუთარ თავს უწოდებდა "ცეცხლის ღმერთს ტარასკინს" და "სამყაროს მფლობელს", აცხადებდა, რომ არის "სსრკ-ს მოქალაქე, რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომთა შთამომავალი. რუსეთის სამეფოს და სხვა ადრე არსებული სამართლის სუბიექტების (რუსეთი, ტარტარია, ბორეა, სკვითა და ა.შ)და სლავთა კეთილშობილ დიდებულთა შთამომავალი, რომელზეც ვრცელდებოდა ალექსანდრე დიდი მაკედონელის სიგელი ”.

მას შემდეგ, რაც შავი ყუთი ამუშავდება, მისი მონაცემთა ბანკი ხელმისაწვდომი გახდება ციფრული პლატფორმის საშუალებით და დაგეგმილია, რომ ადამიანებს ასევე შეეძლებათ მასთან უსადენოდ დაკავშირება სპეციალური ვებსაიტის საშუალებით.

პროექტს აფინანსებდნენ მარკეტინგული კომპანია Clemenger BBDO, კრეატიული ბიურო Glue Society და ტასმანიის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდი. ავსტრალიის გარდა შავი ყუთის განლაგების ადგილად განიხილებოდა მალტა, ნორვეგია და ყატარი. თუმცა, ავსტრალიური ტასმანია აირჩიეს გეოპოლიტიკური და გეოლოგიური სტაბილურობის გამო, წერს ABC.


image


ტარასკინის კლინიკამ დაკარგა ინვესტორი, რის გამოც დაგროვდა იჯარის გადასახადი, ამიტომ მოსკოვის მერიამ მოითხოვა შენობის დაცლა .

ტარასკინმა გაასაჩივრა გამოსახლება მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოში და სასამართლო პროცესის დროს გამოაცხადა თავი "სსრკ-ის დროებით პრეზიდენტად", მან ასევე განაცხადა, რომ მას ეკავა „რუსეთის იმპერიის იმპერატორის და მთავარსარდლის" თანამდებობა და პირობა დადო, რომ კეთილსინდისიერად შეასრულებდა აღებულ ვალდებულებებს "სანამ ამ ერთეულების ყველა სტრუქტურა, ორგანო და ორგანიზაცია არ იქნება ლეგიტიმურად ( კანონიერად) აღდგენილი, "რის შემდეგაც ის მზად იყო ნებაყოფლობით დაეთმო ვალდებულებები" .

მან გასცა ბრძანება "მესამე მსოფლიო ომის შესახებ", რომელმაც უნდა შეაჩეროს ნატოს შესაძლო შეტევა სსრკ-ს წინააღმდეგ და არ დაუშვას ქვეყანაში სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის შეიარაღებული ძალების შესვლა, იგი დაჰპირდა 10 კგ ოქროს ნებისმიერი სახელმწიფოს პრეზიდენტის ლიკვიდაციისთვის, რომელიც ეხმარება ნატო-ს, ხოლო გენერალისთვის - 5 კგ-ს.


image

ასევე, ტარასკინმა აღადგინა კგბ და "სმერში"(სიკვდილი შპიონებს, რომელიც მეორ ე მსოფლიო იმის დროს შეიქმნა)

2015 წლის 18 სექტემბრის მიმართვაში მან შემდეგი ანაცხადა: ”თითოეული თქვენგანი აუცილებლად აგებს პასუხს ყველა თქვენს ქმედებებზე და თქვენს უმოქმედობაზე ამ პერიოდის < ...> მთელი შენი უმოქმედობა შენს წინააღმდეგ იქნება ტრაქტირებული“

თავისი მოძრაობის იდეოლოგიურ საფუძვლად ტარასკინმა გამოიყენა გერმანელ რაიხსბურგერთა მოძრაობის იდეების ნაზავი, ასევე აშკარად ანტისემიტური იდეები და ცნობილი შეთქმულების თეორიები, მათ შორის ისეთი ისტორიული სიყალბე, როგორიცაა "სიონის უხუცესთა ოქმები"

2010 წლიდან 2016 წლამდე ტარასკინმა მოახერხა თავისი მხარდამჭერებისგან ძალაუფლების ვერტიკალის შექმნა, პრემიერ-მინისტრის, ელჩის, ასევე უკრაინის სსრ-ის დროებითი მეთაურის და "გუბერნატორების" პოსტებზე დანიშვნა. რუსეთის ფედერაციის 10-ზე მეტი შემადგენელი ერთეული, რომელთა შორის არის ისეთი დიდი ტერიტორიული სუბიექტები, როგორიცაა ვოლგოგრადის ოლქი, სვერდლოვსკის ოლქი, კრასნოდარის მხარე, კრასნოიარსკის ოლქი, ასევე თათრული ასსრ .

2016 წლის დეკემბერში ტარასკინმა ჩელიაბინსკში გამართა "სსრკ-ს მთავრობის" სხდომა, სადაც მან და მის მიერ დანიშნულმა "პრეზიდენტის ადმინისტრაციის" ხელმძღვანელმა ვალერი რიჟოვმა გასცეს "სსრკ პასპორტები" შეხვედრის მონაწილეებზე და დაჰპირდნენ, რომ როგორც კი სსრკ აღდგებოდა მთავრობა თითოეულ მათგანს 14 მილიარდ რუბლს გადაუხდიდა. თავის მხრივ, კრების მონაწილეებმა პირობა დადეს, რომ მთელ საკუთარ მათი ქონებას სსრკ-ს „ბალანსზე დასვამდნენ“ .

image

თეოლოგი და რელიგიური მეცნიერი რ.ა. სილანტიევი აღნიშნავს, რომ ტარასკინმა და მისმა მომხრეებმა ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის ნებართვები მათ ნახევარ მილიონ "საოკუპაციო რუბლად" გაყიდეს, ამის გარდა გულუბრყვილო პენსიონერებისგან ქონება გადაიფორმეს მას შემდეგ, როდესაც მათ შეპირდნენ, რომ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ 560 ტონა ოქროს დაარიგებდნენ ერტ ადამიანზე.

გარდა ამისა, სექტის მიმდევრები, რომელთა რაოდნეობა 150 000-ს ითვლიდა, ტროლავდნენ მოსამართლეებს და სამართალდამცავებს, სერიოზულ პრობლემებს უქმნიდნენ ენერგეტიკოსებს, გაზის კანტორებს და კომუნალურ კომპანიებს, უარს ამბობენ მომსახურების გადახდაზე“ .

ხოლო ჯგუფში „საბჭოთა კავშირის პროფკავშირი" მარტივად შეგეძლოთ შეგეძინათ "პროფკავშირის ბარათი" და 200 რუბლის ყოველთვიური შენატანით თავს დააღწევდით ბევრ მძიმე ხარჯს", თუმცა "მხოლოდ შუქის სასამართლოს იძულებით წესით გამორთვამდე" [

სექტა „სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტრო“ ყიდიდა, „საბჭოთა“ სანომრე ნიშნებით „საბჭოთა“ მართვის მოწმობებს და ტექნიკური ინსპექტირების ტალონებთან ერთად და კიდევ უამრავი სხვა რამ.

კრასნოიარსკში ტარასკინის მომხრეები გასამრჯელოს სანაცვლოთ სთავაზობდნენ კრედიტორებს სესხების დაფარვაში თვეში 5000-დან და ზემოთ.

image

ბარნაულში შექმნეს ონლაინ მაღაზია, ხოლო კურსკში აგროვებდნენ შემოწირულობებს „მითებთან“ საბრძოლველად. აივ-ის არსებობის შესახებ

მომავალში, მოძრაობის მონაწილეებმა შექმნეს ათობით ჯგუფი, რომელთა შორის უმეტესობამ მიიღო კვაზირელიგიური შეფერილობა, მკვეთრად გამოხატული ნეოპაგანიზმით.

მოძრაობის ერთ-ერთი ცნობილი მონაწილე იყო აგრარული სელექციონერი სერგეი ტორგუნაკოვი (დაიბადა 1977 წელს), ნოვოსიბირკიდან, რომელიც ცხოვრობდა დედასთან ერთად.

მათ საკუთარი თავი გამოაცხადა იესო ქრისტედ, კეცალკოატლად, თოტად, ნოვოსიბირსკის ოლქის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელად და ნოვოსიბირსკის ოლქის შინაგან საქმეთა ცენტრალური სამმართველოს უფროსად, ასევე რეგიონის სასამართლო და კანონმდებელად, ასევე კიდევ 18 სხვადასხვა თანამდებობის პირად.

image
2011 და 2012 წლებში მისი წიგნის "იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა 2012 წელს" გამოქვეყნებისთვის (გამოქვეყნდა DVD დისკებზე და გაყიდა სოციალური ქსელის "VKontakte" გვერდის საშუალებით, ჩვეულებრივი და ონლაინ მაღაზიებში 300 რუბლად.

მან აიღო სესხი ალფა-ბანკიდან დაახლოებით 200 ათასი და 600 ათასი რუბლი ოდენობით (2016 წლის სასამართლოს მანდატურების მონაცემებით, თანხამ გადააჭარბა 1 მილიონ რუბლს). როგორც კიდევ რამდენიმე სესხი და ამავდროულად დაიწყო ინტერნეტში "დოკუმენტების შესწავლა" და მივიდა დასკვნამდე, რომ ვალის დაფარვა არ არის საჭირო, რადგან "ქვეყანა [სსრკ] და მისი მოსახლეობა გაძარცვეს" და რუსული რუბლი არ არის რეალური ფული და არაფრით არ არის გამყარებული.


image


ბანკის მენეჯმენტისადმი მიწერილ წერილში ტორგუნაკოვი წერდა: „დაფიქრდით, რამდენი მილიარდი დოლარის ზარალი ექნება თქვენს ბანკს, თუ თქვენი კლიენტები გაიგებენ, რომ თქვენმა ბანკმა სარჩელი შეიტანა იესო ქრისტეს წინააღმდეგ და გამომცხადა მე მოვალედ და თაღლითად. ."

და შესთავაზა ბანკს წინადადება ერთობლივი სარეკლამო კამპანიის ჩატარების შესახებ: "წარმოიდგინეთ სარეკლამო ვიდეო ჩემი მონაწილეობით:" იესო ქრისტე არის სსრკ ახალი ალფა-ბანკის VIP კლიენტი!"

უარის შემთხვევაში, სიკვდილით და აპოკალიფსით დაემუქრა ასეთი წერილების დიდი რაოდენობით გაგზავნის შემდეგ, ბანკებიდან ზარები შეწყდა და მანდატურებმა დაიწყეს დავალიანების დაბრუნებაზე ზრუნვა .

ნოვოსიბირსკში ტორგუნაკოვმა აქტიურად დაიწყო სააგიტაციო და პროპაგანდისტული სამუშაოები, მართავდა შეხვედრებს თანამოაზრეებთან და უგზავნიდა წერილებს ბანკირებსა და ჩინოვნიკებს. გარდა ამისა, მან პირობა დადო, რომ განახლებული სსრკ-დან ღვთის სამეფოს შექმნიდა და გამოსცა ბრძანებულებები, რომლებშიც მან გამოაცხადა თავი "მსოფლიოში ყველა ეკლესიის მეთაურად", ანათემას გადასცა პაპი ფრანცისკე და გამოაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ . პუტინი ანტიქრისტეა.

ასევე განაცხადა, რომ ბიბლიისა და ყურანის ნაცვლად ყველა ვალდებულია მიმართოს სსრკ-ს 1977 წლის კონსტიტუციას.

ტორგუნაკოვმა მოითხოვა, რომ ყველა რელიგიის სასულიერო პირმა გაიაროს სპეციალური გამოცდა, რათა დადგინდეს პროფესიული მიდგომის ხარისხი, რადგან მისი თქმით, ყველა რელიგიურმა ორგანიზაციმ უნდა გადაერთოს რუსულ ენაზე და უარი თქვას საკმევლის გამოყენებაზე, რომელსაც ყველაზე ძლიერ ნარკოტიკულ ნივთიერებად თვლის. . ის ემუქრებოდა თავის ოპონენტებს უკანასკნელი განკითხვით და იელოუსტონის სუპერვულკანის ამოფრქვევით.

2015 წელს ტორგუმაკოი დააკავეს და ფსიქიატრულ საავადმყოფოში მოათავსეს, იქიდან გამოსვლის შემდეგ მან განაგრძო მოღვაწეობა, რა დროსაც საკუთარ თავს სსრკ-ს დორებით პრეზიდენტს უწოდებდა და იმისათვის რომ გახდეთ მისი ჯგუფის წევრი, თქვენ უნდა გადაიხადოთ საწევრო გადასახადი 500 რუბლის ოდენობით და გააგზავნოთ განცხადება ელექტრონული ფოსტით ყველა დოკუმენტის ასლთან ერთად.

2019 წელს კომის ასსრ-ს სასამართლომ "რუსეთის სლავთა ძალების კავშირი", რომელსაც რუსულმა პრესამ "სსრკს- მოწმეები" შეარქვა, აიკრძალა, აიკრძალა ყველა მისი მონათესავე დაჯგუფებები.დღეისთვის აღიარებულია ექსტრემისტულ ორგანიზაციად და აკრძალულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

0
157
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0