x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
7 საშინელი მოდური ტრენდი, რომელიც მოდაში 90-იან წლებში იყო

image


90-იანი წლების მოდა აბსურდულობით ხასიათდება, თუმცა მაშინ ის ასეთი რადიკალური სულაც არ გვეჩვენებოდა, პირიქით, მოდის მოყვარულები ყველა ექსპერიმენტზე მიდიოდნენ რასაც მათგან მაშინდელი "დაუნდობელი" მოდა ითხოვდა. მოდით, ერთად გავიხსენოთ როგორ იცვამდნენ 90-იანი წლების ყველაზე მოდური გოგონები.




სილიკონის თასმები


image


90-იან წლებში მხრის ასეთ სამაგრებს თითქმის ყველა გოგონაზე შეამჩნევდით. მათი დანახვა პერანგებიდან, ტოპებიდან და კაბებიდანაც კი შესაძლებელი იყო, და ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას რომ ეს სილიკონის თასმები სხეულზე არც იმდენად ეფექტურად გამოიყურებოდა.





"შლიოპანცები" პლატფორმაზე


image


მართალია, დღესდღეობით კედები და პლატფორმიანი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები მოდაში კვლავ აქტუალურია, თუმცა 90-იან წლებში მოდის მოყვარულებში განსაკუთრებული პოპულარობით სწორედ აი, ასეთი "შლიოპანცები" სარგებლობდა.




ჭიპის პირსინგი


image


იყო დრო, როდესაც გოგონები მოკლე ტოპებს სპეციალურად მხოლოდ იმიტომ ატარებდნენ, რომ საზოგადოებისთვის ჭიპის პირსინგის დემონსტრირება მოეხდინათ.





სტრინგები


image


90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ტრენდი შარვლისა და ქვედაბოლოს ქვეშიდან "მომზირალი" ფერად - ფერადი სტრინგები იყო. სხვათა შორის, ჯინსებს მაშინ საგანგებოდ დაბალწელიანს არჩევდნენ რათა სტრინგების მთელი "სიდიადე" უცხო თვალისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილიყო.




"კლიოში" შარვალი


image


ფართე ტოტებიან ე.წ. "კლიოშ" შარვალს საუკუნის მთავარი ჰიტი შეგვიძლია თავისუფლად ვუწოდოთ. ითვლებოდა, რომ შარვლის ტოტი რაც უფრო დიდი იყო, მით უფრო "მაგარი" გოგო იყავი. ალბათ, ის აუტანელი ხმებიც გემახსოვრებათ, რასაც შარვლის განიერი ტოტოები ერთმანეთთან ხახუნისას გამოსცემდა.





მინი ქვედაბოლო


image

გარდერობის ამ ელემენტს ყველაფერს უხამებდნენ, იქნებოდა ეს უხეში ფეხსაცმელი, კლასიკური პერანგი, ტოპი თუ მაისური.





მბზინავი კანი


image


ტრენდული რომ ყოფილიყავით მთელი სხეული "ბრჭყვიალებში" უნდა გქონოდათ, ხოლო თუ საახალწლო ნაძვის ხეს სიბრჭყვიალით კონკურენციას ვერ გაუწევდით, მაშინ თქვენი ადგილი არც დისკოთეკაზე იყო.





0
924
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
924