x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
"არარსებული" დედა, შიშველი ფოტოები და სხვა სკანდალები - ყველაზე ტიტულოვანი მოცურავის ისტორია
image

იულია ეფიმოვა პლანეტის რეკორდსმენია მსოფლიო ჩემპიონატების მედლების რაოდენობით რუს და საბჭოთა მოცურავეებს შორის. მას 17 (ექვსი ოქროს, შვიდი ვერცხლის, ოთხი ბრინჯაოს) მედალი აქვს მოგებული. ამასთან ერთად, არის 2012 და 2016 წლებში ოლიმპიური თამაშების სამგზის პრიზიორი და ევროპის შვიდგზის ჩემპიონი.

ცურვის მოყვარულებმა ბევრი რამ იციან მისი სპორტული ბიოგრაფიის შესახებ. მაგრამ არანაკლებ საინტერესო და სკანდალურია ლამაზმანის პირადი ცხოვრებაც, რომლის აფიშირებასაც ერიდება სპორტსმენი.

image

ცოტა ხნის წინ, რუსეთის ცურვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი ჩეპიკმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი იულია ეფიმოვა არ იასპარეზებს ანუ დაბიში გამართულ(16-დან 21 დეკემბრამდე} მსოფლიო ჩემპიონატის მოკლე დისტანციაზე.

ეფიმოვას უფლება ჰქონდა გამოეჩინა თავი 50 და 200 მ ბრასით დისტანციებზე.

”მან უარი თქვა, რადგან მამამის არ შეუძლია მასთან ერთად გამგზავრება.არა და მის გარეშე არ სურს ასპარეზობა, ”- განაცხადა ჩეპიკმა. თუმცა მოგვიანებით მან განმარტა, რომ რუსმა „ოქროს თევზმა“ გადაწყვიტა ძალები მიმართოს „გრძელ დისტანციაზე“ ასპარეზობისთვის.ამ ამბავმა, რა თქმა უნდა, გააწბილა სპორტსმენის გულშემატკივრები.თუმცა, იულიამ ყველა დაარწმუნა, რომ პროფესიული კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებდა.


image


აღსანიშნავია, რომ თაყვანისმცემლების ყურადღება მიპყრობილია არა მხოლოდ გოგონას სპორტულ მიღწევებზე, არამედ მის გარეგნობაზეც. განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს მისი ფიგურა ბიკინიში. 29 წლის იულია ეფიმოვა პირად ბლოგშუ თაყვანისმცემლებს ცხელ-ცხელი კადრებით ხშირად ანებივრებს. გამომწერები განსაკუთრებული სიამოვნებით აფასებენ ყოველ ახალ სურათს. ფოტოები საცურაო კოსტუმებში. ვარჯიშზე და პლაჟზე აგროვებს უამრავ "ლაიქს" და კომენტარებს.

image

იულია ეფიმოვამ მძიმე ბულინგი გადაიტანა. მიზეზი დოპინგ-სკანდალი გახდა. 2013 წელს იულია ჭარბ წონასთან საბრძოლველად იღებდა აკრძალულ პრეპარატებს. მისი პირველი დოპინგ-სკანდალის შედეგად ეფიმოვა დისკვალიფიცირებული იყო 2013 წლის 31 ოქტომბრიდან 2015 წლის 28 თებერვლამდე. მას ჩამოართვეს ევროპის ჩემპიონატის ხუთი მედალი, რომელიც მან 2013 წლის დეკემბერში მოიპოვა. აქედან ოთხი ოქრო იყო.

2016 წელს კი დოპინგ-სკანდალი განმეორდა. რიოს ოლიმპიადამდე რამდენიმე თვით ადრე ეფიმოვა სიიდან მოხსნეს, რადგან მის სისხლში მელდონიუმი აღმოაჩინეს. ცურვის მსოფლიო ფედერაციამ იულია თამაშებიდან მოხსნა. სპორტსმენმა დაიწყო საკუთარი უფლებების დაცვა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელის შეტანით და შეძლო დავის მოგება.

image

იგი ოლიმპიადაზე დაუშვეს. სკანდალის შემდეგ მეტოქეებს არ მალავდნენ რუსი სპორტსენისადმი სიძულვილს. ასე მაგალითად, ამერიკელი ლილი კინგი აღშფოთებული იყო, რომ თამაშებში მონაწილეობას იღებენ სპორტსმენები, რომლებიც დოპინგის მიღებაში ამხილეს . ის დაჟინებით მოითხოვდა, რომ ისინი, ვინც ერთხელ მაინც გამოაშკარავეს ნარკოტიკების მოხმარებაში, ოლიმპიური თამაშებიდან უნდა მოიხსნას.

image

ეფიმოვამ აღნიშნავდა, რომ არასდროს მიუღია დოპინგი. მიუხედავად ამისა, როდესაც იულია რიოში სტარტზე დადგა, მაყურებლების ტრიბუნებიდან უსტვენდნენ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს უყვიროდნენ სპორტსმენს.

„ჩემს ცხოვრებაში რამდენჯერმე განმიცდია ისეთი მომენტები, როცა ყველაფრის მიტოვება მინდოდა. მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ შეედრება იმას, რაც მაშინ იყო რიოში ... ”- გაიხსენა მოგვიანებით ეფიმოვამ.

image

იულია ეფიმოვას მშობლები მაშინ განქორწინდნენ, როდესაც გოგონა მხოლოდ 13 წლის იყო.

”მეჩვენება, რომ ჩვენმა გაყრამ ის უფრო მოწიფული, ძალიერ ან რაღაც მაგის მსგავსი გახადა. ის ვოლგოდონსკიდან ტაგანროგში დადიოდა სავარჯიშოდ მერე ისევ უკან გზაზე უპრობლემოდ, ”- თქვა გოგონას დედამ ტატიანამ.

დროის უმეტეს ნაწილს იულია ატარებდა და ატარებს მამასთან ანდრეისთან, რომელიც მას ბავშვობიდან ავარჯიშებს.

დიდი ხნის განმავლობაში, ეფიმოვა ცხოვრობდა შეერთებულ შტატებში. როდესაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო, იგი დაბრუნდა მშობლიურ ვოლგოდონსკში, სადაც სამოთახიანი ბინა აქვს.

image

იულია ეფიმოვას დედამ ტატიანამ ერთხელ აღიარა, რომ ქალიშვილის ცხოვრების შესახებ მედიიდან გებულობდა. 2017 წლიდან იულია პრაქტიკულად არ ურთიერთობს დედასთან.

ტატიანა გრიგორიევნა ამბობს, რომ მისი ქალიშვილი რაც აშშ-ში გადავიდა, "რაღაც მოხდა" და მას შემდეგ მემკვიდრემ შეწყვიტა მასთან ურთიერთობა.

ქალი თავის საყვარელთან, პროფესიით მხატვართან ერთად სიღარიბეში ცხოვრობს. ეფიმოვა ყოველმხრივ უგულებელყოფს დედის მხრიდან კომუნიკაციის მცდელობებს. მშობლის თქმით, ქალიშვილი მას ფინანსურად არ ეხმარება.

image

„დიახ, ვცხოვრობ პატარა სახლში გაზის გარეშე, შეშის ღუმელის გამათბობლით. Მერე რა? მარტო მე ვარ ასე? ასე მაწყობს. სამწუხაროდ, ბოლო დროს არ გვქონია ურთიერთობა. არ ვიცი როგორ მოხდა. მაგრამ არ მინდა ვინმეს განვსაჯო, ”- ამბობს ტატიანა გრიგორიევნა.

2017 წელს იულია ეფიმოვა სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. ის ლოს-ანჯელესის პოლიციამ დააკავა. სპორტსმენმა პიოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათი გაატარა, რის შემდეგაც ხუთი ათასი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

შემთხვევა 2017 წლის 30 დეკემბერს მოხდა. ლოს-ანჯელესის პოლიციის ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპორტსმენმა მიიპყრო სამართალდამცავების ყურადღება „არაეთიკური საქციელის“ გამო . მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეფიმოვა ნასვამ მდგომარეობაში ავარიაში მოყვა. იულიამ მანქანის მართვისას კონტროლი დაკარგა. მოგვიანებით, სპორტსმენის წარმომადგენელმა უარყო ეს ინფორმაცია და თქვა, რომ ეფიმოვა საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდა.

image

იულია ეფიმოვას პირად ცხოვრებაც მაინცდამაინც ვერ აეწყო. 2014 წელს იულიას რომანი ჰქონდა მოცურავე ნიკიტა ლობინცევთან. 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანთან და, ლონდონის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორთან, თუმცა მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 2016 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი დაშორდა. მოცურავე ნიკიტამ ეფიმოვა ტანმოვარჯიშეში გაცვალა.

image

შემდეგ იულიას რომანი გაუჩნდა ცნობილ ხუთჭიდელთან, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ ჩემპიონ ალექსანდრე ლესუნთან. ისინი ერთმანეთს ბრაზილიაში 2016 წლის თამაშებზე შეხვდნენ. მოგვიანებით ლესუნი გაფრინდა ლოს ანჯელესში, სადაც ეფიმოვა ცხოვრობდა. მათ კალიფორნიაში ორი დაუვიწყარი კვირა გაატარეს ერთად. შემდეგ ჰქონდათ მიმოწერა. თუმცა, ეს ურთიერთობაც მალე დასრულდა. იულია ლესუნზე ეჭვიანობდა და მასთან ურთიერთობა 2020 წლის ზაფხულში გაწყვიტა.


image


ასევე იხილეთ

სექს-სკანდალის გახმაურების შემდეგ, ქალთა ჩოგბურთის ასოციაციამ გააუქმა ყველა ტურნირი ჩინეთში, სანამ არ დარწმუნდება, რომ ცნობილ ჩოგბურთელს საფრთხე არ ემუქრება. ვახშმის შემდეგ სულ ვტიროდი, სექსი არ მინდოდა. აღელვებული და ამავდროულად შეშინებული ვიყავი, - წერდა ნოემბრის დასაწყისში ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ზე, ...



მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ქალთა ფიგურულ სრიალში ელიზავეტა ტუკტამიშევა გაშიშვლდა მამაკაცის ჟურნალ Maxim ის მარტის ნომრის გარეკანისთვის. სურათზე სპორტსმენი პოზირებს გამჭვირვალე შავ საცვალში და წინდებში. ასევე გამოქვეყნდა ტუკტამიშევას ის ფოტოები, რომელიც ჟურნალის შიდა ფურცლებზე გამოქვეყნდება. ერთ-ერთ სურათზე მოციგურავე...


საფრანგეთში მწვრთნელი წლების განმავლობაში აუპატიურებდა ახალგაზრდა მოწაფეებს და თანაც ვიდეოზე იღებდა . რატომ ვერ შენიშნა ვერავინ ეს ყველაფერი? იანვრის შუა რიცხვებში დასრულდა ბოლო წლების ფრანგულ სპორტში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის სასამართლო პროცესი. 2000-იანი წლების დასაწყისში ჩოგბურთის ყოფილ მწვრ...


ტანმოვარჯიშე ვერონა ვან დე ლერი 14 წლის ასაკში გახდა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის პრიზიორი, ერთი წლის შემდეგ კი ნიდერლანდების საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს. მაგრამ მწვრთნელთან და ოჯახის წევრებთან კონფლიქტმა განაპირობა ის, რომ მისი სპორტული მიღწევები შემცირდა, რამაც იგი აიძულა ტანვარჯიშისთვის თ...


ლეგენდარულმა საბჭოთა ტანმოვარჯიშემ ოლგა კორბუტმა კიდევ ერთხელ დასდო ბრალი ყოფილ მწვრთნელს. იყო დრო, როდესაც ოლგა კორბუტის სახელი მთელს მსოფლიოს აზანზარებდა, 1972 წელს, მიუნხენის ოლიმპიადის შემდეგ, სადაც 17 წლის ოლგამ სამი ოქროს მედალი მოიგო, პოპულარობით თვით იური გაგარინსაც კი გადაასწრო....

0
491
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
491
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0