სხვა 8 ხრიკი, რომელსაც მედპერსონალი გვიზიარებს 2021, 17 დეკემბერი, 10:02 ვინ იცის, თუ არა სამედიცინო დაწესებულებების პერსონალმა, თუ როგორ გაუმკლავდნენ ნებისმიერ პირველ სამედიცინო დახმარებას თავად, მარტივად და თან ძვირადღირებული ფარმაცევტული პროდუქციის გამოყენების გარეშე.
სწორედ დღევანდელ სტატიაში შეიტყობთ თუ რას გვიზიარებენ ისინი და ნუ შეგეშინდებათ ყოველდღიური სირთულეების და ამ ხრიკების გამოყენების. 8 ხრიკი, რომელსაც მედპერსონალი გვიზიარებს 1. ლაქები ტანსაცმელზე წყალბადის ზეჟანგი იდეალურად აცილებს ღვინისა და კენკრის ლაქას ტანსაცმელს. ახალ ლაქაზე შეგიძლიათ ადგილობრივად გამოიყენოთ წყალბადის ზეჟანგი, მაგრამ თუ ლაქა ძველია, მაშინ სჯობს ჯერ 20 წუთით ჩაალბოთ საპნიან წყალში და ამის შემდეგ გამოიყენოთ წყალბადის ზეჟანგი. 2. აკნე ცოტა თქვენგანმა თუ იცის, რომ აკნეს წინააღმდეგ კბილის პასტა უებარი საშუალებაა. წაისვით დაწითლებულ ადგილას და ცოტახანს გაიჩერეთ, ნახავთ, რომ ის როგორც სიწითლეს ჩააცხრობს, ისე ხელს შეუწყობს მათ შეხორცებას. 3. თუ დამშვიდება გჭირდებათ... მეცნიერებმა დაამტკიცეს და მედპერსონალიც ეთანხმება აზრს, რომ როდესაც დამშვიდება გჭირდებათ, პირსახოცების დაკეცვა ამ დროს ყველაზე უებარი თერაპიაა. პროცესი ამშვიდებს და ალაგებს თქვენს აზრებსაც. სცადეთ და დარწმუნდებით, რომ გაცილებით უკეთ იგრძნობთ თავს. 4. სისხლდენის შესაჩერებლად... სისხლდენის შესაჩერებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი ჰიგიენური ტამპონები, რა თქმა უნდა, თუ ისინი გაქვთ ხელთ მოცემულ მომენტში. 5. ხელიდან საღებავის მოსაშორებლად ხელიდან საღებავის მოსაშორებლად გამოიყენეთ საპარსი ქაფი. შეიზილეთ დალაქულ ადგილას და ჩამოიბანეთ. კვალი გაქრება. 6. თუ თმა აგებლანდათ და ვერ ივარცხნება ამ პრობლემის გადასაჭრელად შეგიძლიათ გამოიყენოთ სამედიცინო სპირტი. კვანძზე დაიწვეთეთ რამდენიმე წვეთი და მსუბუქად შეიზილეთ. სულ რაღაც ერთ წუთში, მარტივად დაივარცხნით. 7. ლიმონი მარილის ნაცვლად ლიმონი, მისი მჟავიანობის გამო მარილის შესანიშნავი ალტერნატივაა. თუ მარილის მოხმარების შეწყვეტას გადაწყვეტთ, რაციონში ლიმონი დაამატეთ! 8. თუ აგტკივდათ თავი ყველაზე ხშირად, თავის ტკივილის მიზეზი დეჰიდრატაციაა. ამიტომ, ნუ იჩქარებთ მყისიერად აბების დალევას, რადგან შესაძლოა, რომ თქვენ სხეულს მხოლოდ დამატებით წყლის მიღება სჭირდება. 225 4-ს მოსწონს
|