x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
10 რამ, რასაც გამდიდრების შემდეგ ადამიანების შესახებ შეიტყობ
image
შეძლებულ ადამიანსა და ღარიბს შორის მსოფლმხედველობის თვალსაზრისით უდიდესი უფსკრულია. ამბობენ, რომ ფული ადამიანებს ცვლის, მაგრამ მოდით, საპირისპირო მხარე განვიხილოთ, როგორ შეიცვლებიან ადამიანები თქვენს მიმართ, როცა გამდიდრდებით. მაშ ასე, 10 რამ რასაც აღმოაჩენთ ადამიანებში, როგორც კი თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება.


1.ფული სხვების თვალში წონას შეგმატებს. კოლექტიური მსოფლმხედველობით, ფული ადასტურებს შენს განსაკუთრებულ უნარებს. ღარიბ ადამიანს კომპეტენტური ჰგონიხარ მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ფული გაქვს. შენს სიტყვებს მეტი წონა აქვს და ისინი გეთანხმებიან მაშინაც კი, როდესაც კონკრეტულ საკითხში ექსპერტი არ ხარ. „ის მდიდარია და სავარაუდოდ, იცის, რაზე საუბრობს“.


2.ვინც ვერ მოგსდევს განვითარებაში, უკან უნდა ჩამოიტოვო. ეს არის ის, რასაც შენს მეგობრებს პირველ რიგში შეატყობ. თავიდან ერთ დონეზე იწყებთ, როცა შენ წარმატებას აღწევ და ზემოთ ადიხარ, ისინი დაბლა რჩებიან და გშორდებიან. ორი გზაა თქვენს შორის უფსკრულის შესამცირებლად, ან შენ უნდა დაუბრუნდე მათ დონეს, ან ისინი უნდა განვითარდნენ და დაგეწიონ. შეგიძლია, მათ დაეხმარო, მაგრამ ზოგჯერ ადამიანს განვითარება არ სურს და შენ უბრალოდ, ისინი უკან უნდა მოიტოვო.


3.ადამიანები ფიქრობენ, რომ ფული ყველა შენს პრობლემას ჭრის. როცა ღარიბები ვართ, გვგონია, ფული ყველა პრობლემას გადაგვიჭრის, იმიტომ რომ ღარიბი ადამიანის ყველა პრობლემა ფულს უკავშირდება. მაგრამ არსებობს სხვა პრობლემებიც, რომელთა შესახებ არაფერი იცი. სტრესი, ჯანმრთელობა, მოუცლელობა, დროის დეფიციტი, ოჯახისგან შორს ყოფნა - ეს ის პრობლემებია, რომელსაც მდიდრები სიმდიდრის დაგროვებას სწირავენ. ამასთან, მდიდარი ვერავის შესჩივლებს თავის პრობლემას, რადგან ღარიბს ის სასაცილოდ მოეჩვენება.



4.როდესაც ღარიბ ადამიანს არ ეთანხმები, ის მაშინვე იტყვის, რომ ფულმა შეგცვალა. როცა შენ ფოკუსირებული ხარ საკუთარ თავზე და არა მათზე, ისინი აუცილებლად იტყვიან, რომ შენ შეიცვალე. სინამდვილეში ფული არ ცვლის, ის აძლიერებს იმ თვისებებს, რაც უკვე გაქვს.


5.ფული გაძლევს სუპერძალას, თქვა "არა" და უთხრა ხალხს პირში სიმართლე, შედეგად, შენს გვერდით მხოლოდ ის ადამიანები დარჩებიან, ვისაც შეუძლია, ამ სიმართლეს ფსიქოლოგიურად გაუმკლავდეს და მაინც უყვარდე.


6.ყველა ცდილობს ზედმეტი გადაგახდევინოს. როგორც ვეშაპები გრძნობენ სისხლს, ისეა ხალხიც. ნებისმიერ მომსახურებაში თუ ნივთში, რომელსაც ღარიბი ადამიანი იაფად მიიღებდა, მდიდარს ორმაგს მოსთხოვენ.


7.ადამიანები შენს შესახებ ისტორიებს შეთხზავენ. ძველი ნაცნობები აუცილებლად გაიხსენებენ, რომ შენ ერთ დროს მათი კლასელი, ან ჯგუფელი იყავი. თუკი ვინმესთან შენი ცხოვრების გზა თუნდაც მცირე ხნით გადაკვეთილა, როგორც კი წარმატებას მიაღწევ, ადამიანები ყოველთვის იტრაბახებენ შენს ზურს უკან, რომ მათი "მეგობარი" იყავი, შეთხზავენ სხვადასხვა ისტორიას შენზე, რაღაცას მიამატებენ, რაღაცას გამოაკლებენ და აუცილებლად გააზვიადებენ.


8.ყველას გაახსენდები, ვისაც დავიწყებული ყავდი, ხოლო ვიღაცა გაგერიდება როგორც კეთროვანს. არსებობენ ორი ტიპის ადამიანები, პარაზიტები და ზედმეტად ქედმაღლები. ყველას გაახსენდები, ვისაც მიავიწყდი და ერთხელაც არ დაგირეკავდა. შენი ინბოქსი სავსე იქნება თხოვნის წერილებით. რაც შეეხება მეორე ტიპის ადამიანებს - ისინი პირიქით, დაგაიგნორებენ იმის შიშით, რომ არ იფიქრო, რომ შენგან რაიმეს მოელიან.


9.საწინააღმდეგო სქესში დაინტერესებას გამოიწვევ და ძნელი იქნება გარკვევა, ეს ნამდვილი გრძნობაა თუ არა. ბევრი მეგობარიც "გამოგიჩნდება" და გაგიჭირდება გაგება, მართლაც შენი გულშემატკივრები არიან, თუ ანგარება ამოძრავებთ. შედეგად, შესაძლოა, პარანოია განგივითარდეს, რაც ადამიანთა მიმართ უნდობლობაში გამოიხატება.


10.როცა ფული გაქვს, უკვე იცი, რომ ის გადაჭარბებულად "დაფასებულია", მაგრამ ღარიბმა ადამიანებმა ჯერ ეს არ იციან. იმ წუთას, როცა ფული ბლომად გაგიჩნდება, მაშინვე კარგავს ის შენს თვალში მაგიურობას, კომფორტი კი სტანდარტი ხდება. უფრო დიდი პენტჰაუსი და ბოლო გამოშვების მანქანა შენი ცხოვრების ხარისხს ვეღარ გააუმჯობესებს. 5 მილიონს ფლობ თუ 5 მილიარდს, შენი ცხოვრების ხარისხზე ერთნაირად აისახება. ირონიულია, მაგრამ როცა ფული გაქვს, უკვე ისეთი რამეების კეთება გსიამოვნებს, რაც უფასოა, მაგალითად სეირნობა, კითხვა, ან დროის სასიამოვნოდ გატარება ოჯახთან. ფულით ვერ იყიდი ბედნიერებას, მაგრამ ის საშუალებას გაძლევს ისიამოვნო იმით, რაც გაბედნიერებს.

0
257
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0