x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
როგორ შევიღებოთ თმა იდეალურად სახლის პირობებში - 5 წესი, რომელიც საყურადღებოა!
არსებობს მითი, რომ სახლის პირობებში თმის მაღალი ხარისხით შეღებვა შეუძლებელია. სტილისტები ამტკიცებენ, რომ სახლის პირობებში, ჩვენით შეღებვა ვერ განაპირობებს თმის სტაბილურ და თანაბარ ფერს, ასევე ფუჭდება თმა და შედეგი საერთოდ არ იქნება ის, რისი მოლოდინიც გვქონდა. თუმცა, ეს ყველაფერი, ხმოლოდ მითია და თუ დაიცავთ ყველა საჭირო და აუცილებელ წესს, შედეგები ნამდვილად წარმოუდგენელი იქნება.



image



როგორ შევიღებოთ თმა იდეალურად სახლის პირობებში - 5 წესი, რომელიც საყურადღებოა!



5 გასათვალისწინებელი წესი თმის შეღებვამდე, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ



1. არასოდეს არ ჩაატაროთ ექსპერიმენტი თმის ფერით.

პირველი და უმტავრესი წესი არის ის, რომ არასოდეს ჩაატარო სახლში ისეთი ექპერიმენტი, როგორიცაა პირველად ქერა, ომბრე და ა, შ, რის შემდეგაც აუცილებლად მოგიწევთ ტირილი სარკის წინ. მიანდეთ ყველა რთული პროცედურა მხოლოდ სტილისტებს.




image



2. გაიკეთეთ ალერგიის ტესტი.

გაგიკეთებიათ ოდესმე ალერგიის ტესტი თმის შეღებვამდე? დარწმუნებული ვარ, არა. მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი პროცედურა, რომელიც არ უნდა იყოს უგულებელყოფილი. დარწმუნდით, რომ შეამოწმეთ თქვენი რეაქცია ყოველი ახალი შეღებვის წინ (იხილეთ ინსტრუქციები საღებავის შეფუთვაზე), რადგან შედეგები შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული და უსიამოვნო.


image


3. მოამზადეთ სივრცე...

აუცილებლად უნდა მოამზადოთ სივრცე (აბაზანა, ოთახი, სადაც იღებავთ), დააფინეთ იატაკზე პოლიეთილენი, ციცვით ძველი ტანსაცმელი, რომლის დასვრა და დალაქავებაც არ დაგენანებათ.



4. გახსენით ფანჯარა და კარი.

არ ჩაიკეტოთ აბაზანის კარი თმის შეღებვისას, რადგან ამიაკის ორთქლი ძალიან ტოქსიკურია. შეღებისთვის იდეალური ადგილია კარგად ვენტილირებადი ოთახი, მაგრამ თუ აბაზანაში გიწევთ, მაშინ გააღეთ კარი და გახსენით ფანჯრები.


image



5. შეინახეთ კოლოფი. მათ, ვისაც მოკლე ვარცხნილობა აქვს, მთლიანი კოლოფის გამოყენება არ სჭირდება და შესაღებად მასას ყოფს ორ ნაწილად. თუ დაგავიწყდათ თქვენი ფერი და საღებავის ნომერი, ეს დაგეხმარებათ. ასევე, თუ მასა აიჭრა და ვერ მოხდა სწორად შერევა, აუცილებელი იქნება ახალი საღებავის ყიდვა და კოლოფის ქონა გააადვილებს თვენს პრობლემას.






წესები, რომელთა ცოდნა გააადვილებს თმის შეღებვის პროცესს



1. თმის ბოლოში რამდენიმე ღერის შეღებვით თავიდან აიცილებთ მოსალოდნელ უსიამოვნო შედეგს. თუ თავდაპირველად თმის ბოლოების რამდენიმე ღერს შეიღებავთ, ასე გექნებათ საშუალება ნახოთ, ეს კონკრეტული ფერი თქვენი ფერისა და ტიპის თმას თუ როგორ შეღებავს.


image



2. იმისათვის, რომ შუბლსა და კისერზე საღებავის ლაქები ავიცილოთ თავიდან, მაშინ წაისვით წინასწარ კრემი, რაიმე ცხიმიანი მასა და დალაქავება აღარ მოხდება. თუ დაგავიწყდათ წასმა და დაგილაქავდათ, მოიცილებთ ბამბისა და სპირტის საშუალებით.



image


3. მნიშვნელოვანია შეღებვის პროცესში, რომ საღებავი თმის ყველა ღერს მოეცხოს. გაყავით, გადაანაწილეთ თმა და დარწმუნდით, რომ ყველა უბანი იღებება. თუ ამაში ეჭვი გეპარებათ, 5-10 წუთის მანძილზე შეგიძლიათ თავზე თითებით მასაჟი იკეთოთ, რაც კარგად გადაანაწილებს საღებავს თმის ყველა უბანზე.


image



4. საღებავის წასმის შემდეგ ტავზე დაიხურეთ საშხაპე ქუდი, ცელოფანი - რაც უზრუნველყოფს უკეთ შეღებვას და საღებავით გარემოს დასვრისგან დაცვას. ასევე, არ დაგავიწყდეთ დრო, დრო ყველაზე მნიშვნელოვანია.



5. აუცილებლად კარგად ჩამოიბანეთ თმა. ნუ შეგეშინდებათ, რომ ბევრი ჩამობანა ჩამორეცხს თმის ფერს- არა! ასევე, არ დაგავიწყდეთ საღებავის ბალზამის წასმა, რომელიც დააფიქსირებს თმის ფერს უკეთ და მიანიჭებს მას ბზინვარებას.


image


0
339
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
339
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0