სხვა შემოვიაროთ საქართველო 2012, 15 სექტემბერი, 9:43 1.ქართლი საქართველოს ცენტრალური რეგიონია ქვეყნის აღმოსავლეთში.ელინისტური ხანიდან მოყოლებული ქართლი ორ ნაწილად იყოფოდა, ზენა სოფელი და ქვენა სოფელი.შიდა ქართლი ისტორიულად მოიცავდა ტერიტორიას რომელიც შემოფარგლული იყო, აღმოსავლეთით-არაგვით, ჩრდილოეთით-კავკასიონით, დასავლეთით-ლიხის ქედით, სამხრეთით-თრიალეთის ქედით. ღირსშესანიშნაობები (შიდა ქართლი):კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე, გორის ციხე, ათენის სიონის ეკლესია, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი, სამთავისის ტაძარი, წრომის ტაძარი, ბულბულის ციხე, რუისის ღვთისმშობლის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, სამწევრისის ციხე, გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი, ორბელიანთა სასახლე, სტალინის სახლ-მუზეუმი.
2.კახეთის ღირსშესანიშნაობები:ალავერდი, ალვანი, ბაიხოს სამება, კვეტენას ციხე-სიმაგრე და ჯვარგუმბათოვანი ეკლესია, მათანის ციხე, გურჯაანის ყველაწმინდა, ვაზისუბნის ორმოცნი, ვეჯინის სამონასტრო კომპლექსი, ზეგაანის ყველაწმინდა, კარდენახის საბაწმინდა, სანაგირეს სამეკლესიანი ბაზილიკა, ჭერემის ციხე-ქალაქი, ხორაუგის ქვაბთა სისტემა(ვაზიანის ამაღლება), ხორნაბუჯის ციხე-ქალაქი, ახალი შუამთა, ვანთა ხუროთმოძღვრული კომპლექსი, ციხე-ქალაქი უჯარმა, ბოდბის სამონასტრო კომპლექსი, ციხე-ქალაქი სიღნაღი, გრემი, ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი, ყვარლის ციხე, აღდგომის ტაძარი და სხვა.
3.იმერეთის ღირსშესანიშნაობები:მოწამეთა-სამონასტრო კომპლექსი, ბაგრატის ტაძარი, გელათის ტაძარი, უბისის ეკლესია, ცხარის წმინდა გიორგის მონასტერი, გეგუთის ციხე, სამსაფეხუროვანი ჩანჩქერი, კაცხის სვეტი, ვანის ნაქალაქარი, სათაფლიის მღვიმე, შორაპნის ციხე.
4.რაჭის ღისრსშესანიშნაობები:ნიკორწმინდის ეკლესია, მინდას ციხე, ონის ციხე, შქმერისკარსტული მღვიმე, მთისკალთის დარბაზული ეკლესია, უწერა, ბარაკონის ეკლესია, ხვანჭკარის ციხე დაეკლესია, ხოთევის ციხე, ბუგეულის დარბაზული ეკლესია.
5.აჭარის ღირსშესანიშნაობები:გონიოს ციხე, პეტრა ქაჯეთის ციხე, ვერნევის დარბაზული ეკლესია, სხალთის დარბაზული ეკლესია, ხულოს ციხე, შუახევის ციხე, კობალაური, კოკოლეთი, მესხიქედი, ფურტიო, ცხენკანი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი. 6.სამცხე-ჯავახეთი:საფარის სამონასტრო კომპლექსი, აწყურის ციხე, თმოგვის ციხე, ხერთვისის ციხე, ბირთვისის ციხე, ზარზმა. 154 2-ს მოსწონს
|