x
ფაქტები ბრედ პიტის შესახებ
imageსტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ცნობილი ამერიკელი მსახიობის, 4-ჯერ ოსკარზე ნომინირებული ბრედ პიტის შესახებ.

1995 წელს Empire magazine-მა იგი შეიყვანა კინოს ისტორიაში 100 ყველაზე სექსუალურ მამაკაც მსახიობთა სიაში.

მან არ მიიღო შეთავაზება ფილმ აპოლო 13-ის რეჟისორისგან (1995) და დათანხმდა როლზე ფილმში “შვიდი".

კოლეჯში სწავლის დროს მუშაობდა ფოტომოდელად, მისი სურათები ძირითადად კალენდრების ალბომებში იბეჭდებოდა.


1999 წელს, პიტის სახლში მისი ფანი გოგონა შეიპარა, ჩაიცვა საყვარელი მსახიობის ტანსაცმელი და 10 საათის განმავლობაში იმალებოდა. სასამართლომ მას აუკრძალა პიტთან 100 იარდზე მიახლოვება სამი წლის მანძილზე.
ბრედ პიტს არ აქვს ჩინეთში შესვლის უფლება. მას სამუდამო აკრძალვა დაადეს. ეს გამოწვეულია მისი როლით ფილმში “შვიდი წელი ტიბეტში'.


გაზეთმა "People" ის დაასახელა მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს მამაკაცად.
1996 წელს დაინიშნა მსახიობ გვინეტ პელტროუზე.
1996 წლის ივნისში 100 000 დოლარი შეწირა განათლების ცნეტრს მისურიში.
მის პირველ სერიოზულ ნამუშევრად და მთავარ როლად ითვლება იუგოსლავიელი რეჟისორის ფილმი “მზის ბნელი მხარე" სადაც ის იშვიათი დაავადების მქონე მოზარდს თამაშობს.
ამ ფილმისთვის მას კვირაში 1500 დოლარს უხდიდნენ.

1996 წელს შეიძინა სამხრეთ კალიფორნიის მთებში განლაგებული კურორტი. ის მას 1.7 მილიონი დაუჯდა.
დაამთავრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

იყო გოლფის, ტენისის და ცურვის ჯგუფებში.

ყავს ძმა დაგი და და ჯული. ორივე მასზე უმცროსია.

ძმებ ვაჩოვსკებს სურდათ, რომ ბრედ პიტს ეთამაშა მთავარი როლი ფილმში “მატრიცა", თუმცა მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა.
მისი და ჯენიფერ ანისტონის ქორწილი (2000 წელი) დაჯდა ზუსტად 1 მილიონი დოლარი.

ცნობილია, რომ გაი რიჩის ფილმის - “კარტი, ფული და ორი ლულა”-ს ყურების შემდეგ, მან დაურეკა რეჟისორს და სთხოვა მისთვის მიეცა როლი მის შემდეგ ფილმში. ბრიტანელმა რეჟისორმა შასრულა მისი სურვილი და ბოშა მიკის როლი შესთავაზა მის ახალ ფილმში - “დიდი კუში”.
“ტროა”-ზე მუშაობის დროს მან დაიზიანა ქუსლი, ირონიაა, მაგრამ ამ ფილმში ის სწორედ აქილევსს თამაშობს.

ის არის მსოფლიოში პირველი მამაკაცი, რომელიც გაზეთმა ტაიმსმა ზედიზედ ორჯერ აღიარა ყველაზე სექსუალურ მამაკაცად.


ტროას გადაღებებისთვის მოიმატა 20 ფუნტი.
კოლეჯში მისი მეტსახელი იყო “პიტტ-ბული”

ფლობს ბერძნულ ენას.

მისი საყვარელი ფილმია მაიმუნების პლანეტა (1968)

საყვარელი ქალი მსახიობი დაიან უესტი.
ფილმ შვიდის გადაღებების დროს მოიტეხა ხელი, ეს ტრამვა რეჟისორმა სცენარში შეიტანა და ასე დაასრულა ფილმის გადაღება.
აქვს ერთძრავიანი თვითმფრინავის პილოტის ლიცენზია.
მას ეკუთნოდა კოლინ სალივანის როლი ფილმში “ორმაგი თამაში” თუმცა შემდეგ უარი თქვა და ფილმის პროდუსირება დაიწყო.

მან შეწირა 5 მილიონი დოლარი ქარიშხალ კატრინას მიერ დაზარალებული ოჯახების ფონდს.
ფორბსის მოსაზრებით ბრედ პიტი წელიწადში 35 მილიონ დოლარს შოულობს.
2005 წლიდან ის და ანჯელინა ჯოლი ერთმანეთის პარტნიორები არიან. 2012 წელს წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა.
არის კლინტ ისტვუდის ახლო მეგობარი.


მისი გვარი არის შოტლანდიური და ირლანდიური წარმოშობის. მისი შორეული წინაპარი იყო ინდიელი - აპაჩის ტომიდან. ეს დეტალი კვენტინ ტარანტინომ გამოიყენა თავის ფილმში “უსახელო ნაბიჭვრები”. ფილმში პიტის პერსონაჟის სახლი და გვარია ალდო “აპაჩი” რეინი.

0
622
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ჰენკ მუდი
ჰენკ მუდი
622
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0