x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დედამიწისკენ მოემართება მკვლელი ასტეროიდი, რომლის ზომა 300 მეტრია, ხოლო ფასი 5 მილიარდი დოლარი

image

ეიფელის კოშკის ზომის ციურ სხეულს, თუ ის დედამიწაზე ჩამოვარდება, შეუძლია მთელი რეგიონის დამარხვა და ათი კილომეტრიანი კრატერის დატოვება.

პოტენციურად საშიში ასტეროიდი NASA-ს კლასიფიკაციის მიხედვით, სახელწოდებით 4660 Nereus დედამიწას 11 დეკემბერს მიახლოვდება.

50 მეტრზე მეტი დიამეტრის ასტეროიდებს, დედამიწაზე დაცემის შემთხვევაში, შეუძლიათ გამოიწვიონ მსხვერპლი და განადგურება, რადგან ასეთი სხეულების დაცემის კინეტიკური სიჩქარე არის დაახლოებით 100 კილოტონა ტროტილის ეკვივალენტი და უდრის პატარა თერმობირთვული აფეთქებას. რომ აღარაფერი ვთქვათ თერმული, სინათლის ენერგიის გამოყოფაზე და დარტყმითი ტალღის წარმოქმნაზე.

4660 Nereus -მიეკუთვნება დედამიწასთან ახლოს ასტეროიდების ჯგუფს - აპოლონებს, ციური სხეულების ეს კატეგორია მოძრაობის დროს არა მხოლოდ გ დედამიწის ორბიტასთან გაივლის, არამედ კვეთს მას გარედან.

კოსმოსური სტუმარი ჩვენს პლანეტას ამჯერად დაახლოებით ოთხი მილიონი კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდება. ის პირველად 1982 წელს შენიშნეს. კვერცხის ფორმის ასტეროიდის ორბიტალური მოძრაობა, რომელსაც წყლისა და ზღვის ღმერთის, ნერეუსის სახელი უწოდეს საკმაოდ ქაოტურია. ამერიკულმა მედიამ მისი ზომა უკვე შეადარა ეიფელის კოშკს.

image

-ყველაზე საშიში კილომეტრიანი(ზომაში) სხეულებია. ისინი სულ 900-მდეა, მათ მუდმივად აკონტროლებენ. ისინი გლობალურ საფრთხეს უქმნიან დედამიწას. მათი მიწაზე დაცემის შემთხვევაში ჩვენი პლანეტის ატმოსფეროს მტვრით დაფარავს და დაიწყება ბირთვული ზამთარი. რაც შეეხება 300 მეტრიან ასტეორიდებს, ისინი ადვილად აღწევენ დედამიწის ზედაპირზე და დაცემის შემთხვევაში სხეულის მესამედი ატმოსფეროში იწვება. მათ შეუძლიათ დედამიწაზე დატოვონ კრატერი, რომელიც ასტროიდის ზომაზე ოცჯერ მეტიც შეიძლება იყოს - ხუთი კილომეტრით დაწყებული და მეტი.ხოლო დარტყმის ტალღა ასობით კილომეტრზე გავრცელდება და შეუძლია დამარხოს მთელი შტატი ან რეგიონი - განუცხადა გამოცემა Life-ს ნიკოლაი ჟელეზნოვმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გამოყენებითი ასტრონომიის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა და პრესმდივანმა.

მან ასევე დასძინა, ჩელიაბინსკის 27 მეტრიაბი ასტეროიდის ატმოსფეროში აფეთქების სიმძლავრე 200 კილოტონას შეადგენდა.

ასტეროიდების დედამიწაზე დაცემა ასტრონომიული სტანდარტებით არც ისე იშვიათია. მათი დაცემის მიზეზი დედამიწის მიზიდულობაა. მაგალითად, არიზონას მეტეორიტის კრატერი 50 ათასი წლისაა, ის 50 მეტრიანი ციური სხეულის ჩამოვარდნის შედეგად ჩამოყალიბდა.

-ყოველწლიურად ათობით ათასი ტონა მეტეორიტი ეცემა დედამიწაზე, საბედნიეროდ, მცირე ისინი მცირე ზომის არიან და არ წარმოადგენს რაიმე სერიოზულ საფრთხეს. მეცნიერებს შეუძლიათ ასეთი დაცემის ადგილის გამოთვლა, თუმცა შეცდომები აქაც არ არის გამორიცხული. მნიშვნელოვანია ტელესკოპების ორბიტაზე გატანა და დაკვირვება- ამბობს ნიკოლაი ჟელეზნოვი.

ასტეროიდი 4660 Nereus - განიხილებოდა კოსმოსურ მისიებში გამოყენებისთვის მისი ზომის, ფორმისა და მზის გარშემო მოძრაობის გამო. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ციური სხეული მდიდარია რკინის, ნიკელის, კობალტის მარაგებით. თეორიულად, მათი საერთო ღირებულება შეიძლება იყოს დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი.


image

ასევე დაგაინტერესებთ




აშშ-ში პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განმარტეს მიზეზები, რამაც აიძულა სამხედროები შეექმნათ სპეციალური დანიშნულების ჯგუფი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების (ამო-ს, UFOs) შესასწავლად და საჭიროების შემთხვევაში მასთან დასაპირისპირებლად. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დანაყოფის მიზანი იქნება ქვეყნის საჰაერო სივრცეში ამო...



მეცნიერებმა დაადგინეს რატომ "გაასწორა მიწასთან" უფალმა ღმერთმა ბიბლიური ქალაქები და მათი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მცხოვრებლები. წმინდა წერილის დაჯერება შეიძლება ამერიკელმა, კანადელმა და ჩეხმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს გრძელი და დეტალური სტატია ილუსტრაციებით ავტორიტეტულ ჟურნალში Nature. 20 -ზე მეტი ადამიანი გახდა მის...



ზუსტად 45 წლის წინ თეირანში, მოხდა ამო-სთან შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე რეალური ფაქტი, რომელიც "თეირანის ინციდენტის"სახელითაა ცნობილი .იგი ითვლება ტოპ-10 საუკეთესო და რეალურ ინციდენტად მსოფლიო ისტორიაში. 1976 წლის 19 სექტემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 00:30 საათზე, ირანის საჰაერო ძალებ...



რატომ ჩამოვარდა უცხოპლანეტელა ხომალდი იაკუტიის ტერიტორიაზე, რა დროსაც სამ თვეზე მეტხანს ეგდო იმავე ადგილზე? სად გაქრა ამო და რა დაემართათ მის ექვსთითიან პილოტებს? ასევე რა ექსპერიმენტები ჩაატარეს საიდუმლო ლაბორატორიაში საბჭოთა მეცნიერებმა მის აღდგენაზე, ქვემოთ მასალაში გაეცნობით. ინფორმაცია, რომ ამოუცნობი მფრინავი...

0
585
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
585
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0