x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
თავის ტკივილის სხვადასხვა ტიპი და მათი მიზეზები
ყველა თქვნგანს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია თავის ტკივილი. ის შეიძლება იყოს როგორც ყრუ და მოსაწყენი, ასევე ძლიერი და შეიძლება გავრცელდეს როგორც თავის გარკვეულ მონაკვეთში და ასევე მთლიანად. ძალზედ მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა ტიპის ტკივილთან გვაქვს საქმე. ტკივილები კი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზებით - სტრესი, წყლის დეფიციტი ორგანიზმში, ტრავმა, ავადმყოფობა, ემოციები და ა.შ.




image




თავის ტკივილები ასევე იყოფა ორ ტიპად: პირველადი და მეორადი. თავის პირველადი ტკივილი გამაღიზიანებელი და მტკივნეულია, მაგრამ არ იწვევს სხეულის დაზიანებას. თავის მეორადი ტკივილები კი განიხილება როგორც დაავადებების სიმპტომები, რომლებიც შეიძლება იყოს როგორც უსაფრთხო, ასევე საშიში.



ამიტომ, თუ ხშირად გაქვთ თავის ტკივილები, უმჯობესია გაარკვიოთ მათი გამომწვევი მიზეზები და ამისათვის მიმართოთ ექიმს.




თუმცა, დღევანდელ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ თავის ტკივილების სხვადასახვა ტიპი და მათი გამომწვევი მიზეზები.




თავის ტკივილის სხვადასხვა ტიპი და მათი მიზეზები




1- ტიპი. ალერგიული ტკივილი.image


ალერგია თავის ტკივილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რაც იწვევს როგორც სინუსების შეშუპებას, ასევე თავის არეში წნევის მატებას.


ალერგიის დროს ადამიანს ხშირად შეუძლია განიცადოს დიფუზური ტკივილი მთელ თავზე, ასევე თვალების ქავილი და ცრემლდენა. ეს სიმპტომები დამახასიათებელია ძირითადად მათთვის, ვისაც სეზონური ალერგია აწუხებს.



როგორ მოვიშოროთ მსგავსი ტკივილი? მიმართეთ ექიმს, რომელიც დანიშნავს ანტიჰისტამინებს.







მე-2 ტიპი. სინუსიტი.image


როგორც წესი, სინუსიტის დროს შუბლის, თვალებისა და ლოყების მიდამოში ჩნდება ტკივილი. ამ დროს დაგვეხმარება ცხვირში ჩასაწვეთებელი წამლები და ანტიბიოტიკი.


თუ ტკივილი პრეპარატების გამოყენების მიუხეადავად ან სინუსიტის არარსებობის დროსაც გაქვთ, დარწმუნდით, რომ ცხვირის ძგიდის პრობლემა არ არის, ამიტომ მიმართეთ ექიმს.





მე-3 ტიპი. შფოთვა.image


რაიმეზე წუხილის ან სტრესის დროს ადამიანს შეიძლება ჰქონდეს შუბლის არეში ტკივილი. ასევე, მსგავსი ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტმა მუშაობამ, ემოციურად გადაღლამ. ტკივილის მოსახსნელად სცადეთ სუნთქვის ვარჯიშები და მედიტაცია. ძილის კონტროლიც არ იქნება ზედმეტი.






მე-4 ტიპი. კლასტერული თავის ტკივილი.image


კლასტერული თავის ტკივილი ფორმირდება თვალის არეში და იწვევს ცრემლდენასა და ცხვირის შეშუპებას. ძირითადად ქალებს ემართებათ. ტკივილი შეტევითი ძლიერი შეიძლება იყოს. ექიმებს მისი ზუსტი გამომწვევი მიზეზის დადგენა არ შეუძლიათ, თუმცა არსბობს ინფორმაცია, რომ არის გენეტიკური და შეიძლება პროვოცირება გაუწიოს სიგარეტმა და ალკოჰოლმა.


მკურნალობა და განკურნება მხოლოდ მედიკამენტებითაა შესაძლებელი.






მე-5 ტიპი. კოფეინის "ლომკა".image


ადამიანები, რომლებიც მიირთმევენ დიდი რაოდენობით ყავას, შეიძლება განუვითარდეთ "ლომკა" თუ დროულად არ მიიღეს კოფეინი. გასაკვირი სულაც არ არის, რადგან კოფეინი ერთგვარი ნარკოტიკია. ამ დროს კი თავის ტკივილს იწვევს სისხლძარღვების გაფართოვება.


როგორ მოვიქცეთ? შეზღუდეთ ყავის რაოდენობა ან აკრძალეთ ის.






მე-6 ტიპი. შაკიკი.image


შაკიკი მემკვიდრეობითი დაავადებაა. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ვინმე ნათესავისგან გერგოთ საჩუქრად. მას თან ახლავს თავის ცალმხრივი ძლიერი ტკივილი. შაკიკის შეტევა შიძლება გაგრძელდეს 4-დან 72 საათამდე და დაერთოს გულის რევის შეგრძნება, ღებინება, მგრძნობელობა სინათლის მიმართ. მკურნალობენ მედიკამენტებით.






მე-7 ტიპი. ტენზიონური თავის ტკივილი.image


ყველაზე გავრცელებული ფორმაა თავის ტკივილებს შორის. ტკივილი მიმდინარეობს თავის უკანა ნაწილში კისრის მიდამოსთან. ადვილად იკურნება ასპირინით ან ტკივილგამაყუჩებლით. მიზეზი შეიძლება იყოს სტრესი, დაძაბვა, ფიზიკური გადაღლა.






მე-8 ტიპი. საფეთქლების ტკივილი.image


მსგავსი ტკივილი ჩნდება ყბის კუნთების დაძაბულობის დროს. მოცემულ მომენტში პირის მოძრაობაც კი იწვევს საშინელ ტკივილს. მკურნალობა ხდება კუნთების მოსადუნებელი პრეპარატებით.






მე-9 ტიპი. საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევისას გამოწვეული ტკივილი.image


თავის ტკივილი შიძლება ასევე გამოიწვიოს იმან, თუ რას ჭამთ. არასწორმა კვებამ, შიმშილმა და ა, შ, შიძლება თავის ტკივილი გამოიწვიოს. თუ ტკივილები გაგრძელდა დიხანს, მიმართეთ ენდოკრინოლოგს.






მე-10 ტიპი. გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი.image


გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი არის არტიერიების ამომფენი გარსის ანთება. გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი ხშირად იწვევს თავის ტკივილს, ყბის ტკივილს და ბუნდოვან ან გაორმაგებულ ხედვას. სიბრმავე და უფრო იშვიათად ინფარქტი გიგანტურუჯრედოვანი არტერიტის ყველაზე სერიოზული გართულებებია. მსგავს შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.




1
128
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
128
  
2021, 13 დეკემბერი, 13:13
საინტერესო სტატიაა, როგორც ყოველთვის.
0 1 1