x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ყველა ქალის ტელეფონში უნდა არსებობდეს ეს სამი აპლიკაცია
მობილური აპლიკაციების დეველოპერები აგრძელებენ ჩვენს აღფრთოვანებას ახალი ინტერაქტიული სიახლეებით. ამჯერად, ისინი გვთავაზობენ სამ აპლიკაციას, რომელიც მათი თქმით, აუცილებლად უნდა იყოს ყველა ქალის ტელეფონში.



image



ყველა ქალის ტელეფონში უნდა არსებობდეს ეს სამი აპლიკაცია



1. VS SHADE - თმის ახალი ფერი. image


ყოველთვის ოცნებობდი თმის შეღებვაზე, მაგრამ არ იცოდი მოგიხდებოდა თუ არა ის კონკრეტული ფერი? Vidal Sassoon-ის ბრენდის აპლიკაცია საშუალებას მოგცემთ შეხედოთ საკუთარ თავს ახალი თმის ფერში შეხედოთ. შეგიძლიათ აირჩიოთ ესა თუ ის კონკრეტული ფერი თავისი 24 ჩრდილით და გაუგზავნოთ მეგობრებს ან თქვენ სტილისტს და მათაც კითხოთ აზრი, რამდენად გიხდებათ ახალი იმიჯი. VS Shade ხელმისაწვდომია მხოლოდ iPad-ზე ჩამოსატვირთად.








2. ENGAGEMENT RING FINDER - აპლიკაცია თითზე ბეჭდის მორგება-მოხდენის შესახებ Tiffany-სგან. image


საიუველირო ბრენდმა Tiffany & Co-მ გამოუშვა Engagement Ring Finder აპლიკაცია სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის, რომელიც საშუალებას გაძლევთ სცადოთ ნებისმიერი ნიშნობის ან ჩვეულებრივი ბეჭედი, რომლებსაც ყიდის საიუველირო სახლი.


მისი დახმარებით შეგიძლიათ გადაიღოთ თქვენი ხელი და მხოლოდ ამის შემდეგ შეაფასოთ, როგორ გამოიყურება მასზე ესა თუ ის მოდელი. გარდა ამისა, აბსოლუტურად ყველა მომხმარებელს შეეძლება სურათების გაზიარება სოციალურ ქსელებში.


Engagement Ring Finder შემუშავებულია Android-ისა და iOS-ისთვის ჩამოსატვირთად.







3. MAKEUP GENIUS - ვირტუალური მაკიაჟი, რომელსაც ხედავთ თქვენს სმარტფონზე, როგორც საკუთარ სახეს სარკეში.image


დაივიწყეთ ყველაფერი, რაც იცოდით მაკიაჟის შესახებ ახალი Makeup Genius-ის აპლიკაციით. L'Oréal-მა შეიმუშავა აპლიკაცია, რომელსაც მარტივად შეიძლება ვუწოდოთ მაკიაჟის პირველი ვირტუალური ტესტერი.


იყურები სმარტფონში, როგორც სარკეში და შეგიძლია გაიღიმო, თავი მოაბრუნო და თვალი დაახამხამო კიდეც - სახეზე მაკიაჟი კი რჩება. ასევე, აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ გაიგოთ კოსმეტიკური საშუალებების შტრიხკოდი და თავად შეიძინოთ მაღაზიაში. არც სელფის გადაღებაა პრობლემა.


Makeup Genius აპლიკაცია უფასოა Android-ისა და iOS-ისთვის. აპლიკაცია ხელმისაწვდომია რუსულ ენაზე.




0
87
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0