რე|ბანკი სასკოლო-სოციალური პროექტის "გავიღიმოთ" ფინანსური მხარდამჭერია. პროექტი ჩეხეთში არსებული გამოცდილების ანალოგია. მისი მიზანია სასკოლო განათლებაში ფსიქოლოგიური წიგნიერების დანერგვით მოსწავლეების სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება და მათი ფსიქიკური კეთილდღეობის ხელშეწყობა. საქართველოში პროექტი ხორციელდება ამერიკის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, ამავე პროგრამის დაფინანსებით.
27-28 ნოემბერს ჩეხი სპეციალისტების მიერ გადამზადდა სოციალურ-ემოციური სწავლების ოთხი აკრედიტირებული ქართველი სპეციალისტი. ტრენინგების სერია იანვარში გაგრძელდება, როდესაც აკრედიტირებული სპეციალისტები დამატებით ოცდახუთ მასწავლებელს გაწვრთნიან. ისინი ახალი სასწავლო სემესტრიდან დაიწყებენ სკოლებში სასწავლო პროგრამის დანერგვას და ამგვარად მოსწავლეების ფსიქიკური კეთილდღეობის აქტიურ მხარდაჭერას.
ევროპის ქვეყნებში უკვე არსებობს სასკოლო პროგრამები, სადაც მოზარდებს ასწავლიან ემოციების მართვას და სოციალური ურთიერთობების საბაზისო ჩვევებს. მათგან განსხვავებით, საქართველოში არსებული სასწავლო პროგრამები ძირითადად აკადემიურ დისციპლინებს მოიცავს. პროექტი „გავიღიმოთ“ ამ მიდგომის შეცვლას ისახავს მიზნად.
"რე|ბანკი შექმნილია და არსებობს ცვლილებებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ მნიშვნელოვანი, პოზიტიური ცვლილებებისთვის საგანმანათლებლო აქტივობების წახალისება უმნიშვნელოვანესია", - ანანო ქორქია, მარკეტინგის და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი.
Re|Bank supports a school Project
Re|Bank is a financial supporter of a social project ‘Let’s Smile’. The project is based on the experience of Czech Republic. It aims at developing the social and emotional skills of the school pupils and supporting their mental health. The project is financed by the US Embassy’s Democracy Commission Small Grants Program.
On November 27-28th invited Czech specialists trained four local certified specialists who in their turn will train twenty-five teachers in January. Starting from the new semester the trained teachers will bring their new skills and knowledge in practice thus support their pupils’ mental welfare.
In Europe, unlike Georgia, schooling programs contain not only academic part but emotional and social teachings as well. The project ‘Let’s Smile’ considers bringing this practice to local schools.
‘For changes – is Re|Banks’s brand promise. We believe that supporting educational projects will result in the most positive changes.’ – Anano Korkia, PR and Marketing Head.
R