შოუბიზნესი ცნობილი სელებრითები, რომლებიც ტრადიციულ ორიენტაციას დაუბრუნდნენ 2021, 1 დეკემბერი, 23:08 მოზარდები რა ესპერიმენტებზე აღარ მიდიან, თუმცა ჩაცმის სტილის, საცხოვრებელი ადგილის, თმის ფერისა თუ ვარცხნილობის რადიკალური შეცვლა, იმასთან შედარებით ყვავილებია რაც ახალგაზრდების საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაში ბოლომდე გაურკვევლობის პერიპეტიებს ახლავს თან, გასაგებია სისხლი დუღს და ყველაფრის გასინჯვა გინდა, თუმცა ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირებმა არატრადიციული სიყვარულის ნაყოფს მართლია გემო გაუსინჯეს, მაგრამ მაინც ტრადიციულ ორიენტაციას დაუბრუნდნენ.
მოდელი სანამ კანიე უესტთან მგზნებარე რომანს გააბამდა, ცნობილ სელებრითს დიდი ხნის ურთიერთობა მსახიობ ტიფანი ჰაინსთან ჰქონდა. ემბერის თქმით, ის ნებისმიერი სქესის ადამიანთან ურთიერთობისთვის მზადაა.დრიუ ბერიმორიცნობილი ამერიკელი მსახიობი ახლგაზრდობაში დიდი ბუნტის თავი იყო, რაც რამდენიმე ქალთან რომანსაც მოიცავდა. დრიუს თქმით, ის იმ დროს საკუთარ "სხეულს იკვლევდა", მას შემდეგ კი რაც წლები მოემატა უფრო "კონსერვატიული მიდგომა" ამჯობინა, "ჩარლის ანგელოზი" ოფიციალურ ქორწინებაში სამჯერ იმყოფებოდა.ლინდსი ლოჰანიჰოლივუდის ვარსკვლავმა ლესბოსელის სტატუსი დიჯეი სამანტა რონსონთან მოკლე რომანის "წყალობით" მოიპოვა. მართალია, მის ცხოვრებაში სხვა არაერთი გოგონა იყო, თუმცა თავად სკანდალური მსახიობი თავს მაინც ჰეტეროსექსუალად მიიჩნევს.მეგან ფოქსიმას ერქვა ნიკიტა. არა, მართლა ასე ერქვა გოგონას, რომელთანაც ლამაზმანს სკანდალური რომანი ჰქონდა. მეგობარ ბიჭთან განშორებამ და სიყვარულის ძიებამ "ტრანსფორმერების" ვარსკვლავი გოგონას მკლავებში მოაქცია, თუმცა ეს ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. სამი შვილის დედა დღესდღეობით რეპერ კოლსონ ბეიკერს ხვდება.ანჯელინა ჯოლიმშვენიერი ანჯელინა ჯოლის სასიყვარულო გამარჯვებების სიაში მამაკაცებს შორის საპატიო ადგილს ერთადერთი ქალი - ჯენი შიმიცუ იკავებს. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება, რომელიც მალევე დასრულდა. ენჯი არატრადიციულ ურთიერთობებში შემჩნეული მას შემდეგ აღარ ყოფილა.გევინ როსდეილიცნობილ როკერს ახალგაზრდობაში ბრიტანელ ტრანსვესტიტ მსახიობ პიტერ რობინსონთან რამდენიმეწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა, თუმცა ექსპერიმენტი წარუმატებელი აღმოჩნდა და მას შემდეგ როსდეილი ურთიერთობას მხოლოდ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ამყარებდა, 2002 წლიდან 2016 წლამდე ბრიტანელი მუსიკოსი ცნობილი ამერიკელი პოპ - მომღერლის გვენ სტეფანის მეუღლე იყო.მაიკლ გლატციყოფილმა ლგბტ აქტივისტმა და "Young Gay America"-ს დამფუძნებელმა ერთ დღესაც ღმერთი იწამა და ტრადიციული ოჯახი შექმნა. დღესდღეობით, მაიკლ გლატცი ისევე მგზნებარედ ამტკიცებს, ჰომოსექსუალიზმის ადამიანის ბუნებასთან და ქრისტიანული ცხოვრების წესთან წინააღმდეგობას, როგორც უწინ სექსუალური უმცირესობების უფლებებს იცავდა.მადონაამერიკელი პოპ-ვარსკვლავი ყოველთვის შესაშური ტემპერამენტით გამოირჩეოდა, ახალგაზრდობაში მას რომანი როგორც მამაკაცებთან, ასევე ქალებთანაც ჰქონდა, ძირითადად, კი იაპონური წარმოშობის მოდელთან, ჯენი შიმიცუსთან, რომელთანაც ანჯელინა ჯოლის ასევე ხანმოკლე ურთიერთობა აკავშირებდა.დენის ჯერნიგანიოკლაჰომელი კომპოზიტორი და ავტორ - შემსრულებელი დენის ჯერნიგანი ჯერ კიდევ ადრეული პერიოდიდანვე გეი იყო. მისი თქმით, ამისკენ მას იმან უბიძგა რომ მამამ ძალიან ადრე მიატოვა, თუმცა რწმენაში გაძლიერების შედეგად მის ცხოვრებაში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ჯერნიგანი საყვარელ ქალზე უკვე ოცდაათი წელია დაქორწინებულია, რომელთანაც ცხრა შვილს ზრდის. მუსიკოსი საკუთარ ტრანსფორმაციაში გადამწყვეტ როლს რწმენას უკავშირებს.428 შეფასება არ არის |