დეკემბრის ასტროლოგიური დახასიათება - მზის დაბნელება, კარმული გამოცდის ჩაბარება, სიყვარულის საიმედოობაზე გამოცდა და კიდევ ბევრი საინტერესო მოვლენა
წლის ბოლო თვე რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენითაა აღსანიშნავი. საინტერესო ისაა, რომ ყველა პლანეტა სწორი მიმართულებით მოძრაობს. ერთადერთი, 19 დეკემბერს ვენერა გახდება რეტროგრადული. პირველი, რა თქმა უნდა, მზის დაბნელებაა, მეორე ვენერას რეტროგრადულ სვლაში გადასვლა; არანაკლებ მნიშვნელოვანი დღეა მზის დღეღამტოლობა. თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრულად და თვის ყველა მოვლენა დაწვრილებით განვიხილოთ:
მზე ახლა მშვილდოსნის ნიშანში იმყოფება. მშვილდოსნებო, გილოცავთ, გააქტიურდით, თქვენი დრო დადგა. ეს პერიოდი დაგეხმარებათ ცნობიერების გაფართოებაში. საზღვარგარეთ მოგზაურობაში, უცხო ენის შესწავლაში, იურიდიული საკითხების მოგვარებაში. მოგინდებათ სულიერი ზრდა, უცხო კულტურის, ტრადიცების გაცნობა. აგრეთვე, უმაღლესი განათლების მიღება (დამატებითი). გახშირდება ფილოსოფიურ და რელიგიურ თემებზე საუბარი.
თევზებში მყოფი ნეპტუნი დირექტული გახდება პირველ დეკემბერს 2022 წლის 28 ივნისამდე და გაივლის მანძილს 21-26 გრადუსამდე. პლანეტა ნელა მოძრაობს. ნეპტუნი არის ღვთაებრივი სიყვარული, ფსიქოლოგია, ოცნებები, იდეალები. შემოქმედების ყველა სფერო, წყლის ყველა ფორმა. თუ ადრე რამე გაუგებრობა გქონდათ ამ სფეროებში ან არ გამოგდიოდათ, ახლა ყველაფერი მარტივად მოგვარდება. საინტერესო ისაა, რომ შეიძლება გადასაკეთებელი გაგიხდეთ წყალგაყვანილობასთან დაკავშირებული სამუშაოები, რომლებიც ზაფხულში შეასრულეთ.
4 დეკემბერს მზის დაბნელებას და ახალმთვარეობას ველოდებით მშვილდოსნის მე-13 გრადუსში, 11:33-ზე. ამ თემაზე, რა თქმა უნდა, მოგვიანებით ვრცელ სტატიას მოგიმზადებთ. ეს არის ბოლო დაბნელება ტყუპი-მშვილდოსნის ღერძზე. გადახედეთ საქმეებს, რომლების დაიწყეთ წლინახევრის წინ, ან გაიხსენეთ რა ხდებოდა 18 წლის წინ. ამ მოვლენებს შეიძლება ერთმანეთთან კავშირი ჰქონდეთ. მზის დაბნელება დაგვეხმარება ჩამოვყალიბდეთ, რა გვსურს, რა მიმართულებით უნდა განვვითარდეთ. როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ცოდნა ან რა უნდა ვისწავლოთ, რომ პროფესიონალად ჩამოვყალიბდეთ. მოერიდეთ სნობიზს, ნუ გამოავლენთ ყოვლისმცოდნეობას. მაქსიმალურად გადაამოწმეთ ფაქტები, ინტორმაციის წყარო. ერთადერთი, აქედანვე გაგაფრთხილებთ, რომ დაბნელებების პერიოდში, მინუს-პლუს 2-3 დღე მაქსიმალურად გაუფრთხილდით პირად ნივთებს, ფულს, მოსალოდნელია ქურდობა, აფერისტობა. იყავით ფრთხილი, მომატებულია ტრავმულობაც. გადახედეთ თქვენს ნატალურ რუკას, გაარკვიეთ, სად გყავთ კარმული კვანძები. თითქმის 2 წელი გვქონდა იმისთვის, რომ გაგვესტუმრებინა კარმული ვალები და მაქსიმალურად გააქტიურდით, 19 დეკემბრამდე, სავსემთავრეობამდე არც ისე ბევრი დროა დარჩენილი. ამ თემაზე სტატია ადრე უკვე შემოგთვაზეთ და თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ, კიდევ ერთხელ გაეცნოთ.
განაგრძეთ კითხვა>>>