სასიყვარულო ასტროლოგია ყველაზე პოპულარული თემაა და საინტერესოა, ვის ელის 2022 წელს ქორწინება ან განქორწინება, ვინ შეხვდება ერთადერთსა და განუმეორებელს და ვის ელის რომანტიკა მთელი წლის განმავლობაში. 2022 წლის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.
ვერძი
წლის პირველ ნახევარში, თუ ეგოიზმსა და სიჯიუტეს დაამარცხებთ, პირად ცხოვრებაში ჰარმონია დაისადგურებს. ახალ და უკვე არსებულ ურთიერთობაში მეტად მოგეთხოვებათ კომპრომისი. 2022 წლის ნოემბრიდან თქვენი მართველი პლანეტა მარსი რეტროგრადული გახდება და სასურველია, ყველა უსიამოვნება ამ პერიოდისთვის მოგვარებული გქონდეთ. ბედნიერი კავშირის მთავარი ფაქტორი გახდება ნდობა. წინააღმდეგ სიტუაციაში ურთიერთობა გახდება ნაკლებ პერსპექტიული და უინტერესო. მარტოხელები მოერიდეთ ცბიერ ადამიანებთან კონტაქტს. არ აპატიოთ მას ტყუილი. ამასთან, გირჩევთ, გადაამოწმოთ მასზე ინფორმაცია და ისიც, რას გეუბნებათ. ბედნიერების მომტანი იქნება ქორწინება, როცა ვენერა ვერძში იქნება 2-27 მაისის პერიოდში. რეტროგრადული მარსი იქნება ტყუპში და მხოლოდ თქვენ შეძლებთ სიტუაციის გონივრულად მართვას. ამ პერიოდში ნუ მიიღებთ კარდინალურ გადაწყვეტილებებს. ნუ დაიწყებთ ახალ ურთიერთობას ან ნუ გადაწყვეტთ დაშორებას. ნებისმიერი გადაწყვეტილება არაეფექტური იქნება.
კურო
თქვენი მმართველი პლანეტა ვენერა დაგეხმარებათ პირად ცხოვრების მოწყობაში. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. განსაკუთრებით 28 მაისიდან, როცა ვენერა თქვენს ნიშანში გადმოვა. 22 ივლისამდე გააქტიურდით ფლირტის, რომანებისა და სასიყვარულო თავგადასვალებისთვის. დაქორწინებულები მაქსიმალურად უნდა დაახლოვდეთ ერთმანეთთან სულიერადაც და ფიზიკურადაც. უქმეებზე მაინც განმარტოვდით მშვიდ და რომანტიკულ ადგილას. ერთად დასვენება და მოგზაურობა კიდევ უფრო შეგაკავშირებთ.
ტყუპი
2022 წლის აპრილი, ივნისი და ივლისი საუკეთესოა ნაცნობობისა და სასიყვარულო თავგადასავლისთვის. მიაქციეთ ყურადღება სერიოზულ თხის რქას, ორიგინალურ მერწყულს და რომანტიკულ თევზებს. თქვენი მეწყვილე შეიძლება იყოს შემოქმედითი ნატურა, საინტერესო ჰობის მფლობელი ან უგზოუკვლოდ განათლებული პიროვნება. 21 აგვისტოდან ტყუპს მარსი ესტუმრება და მოიმატებს სწრაფი ნაცნობობა, სპონტანური ქორწინება, მაგრამ კავშირი ხანგრძლივი არ იქნება. თუ ბედნიერი ოჯახი და მყარი ქორწინება გსურთ, წლის პირველ ნახევარში დაწყვილდით.
კირჩხიბი
მთელი წლის განმავლობაში სიყვარულით განებივრებული იქნებით. არ გემუქრებათ არც მარტოობა და არც იმედგაცრუება. ახალ სასიყვარულ პარტნიორებს მარტივად გაიცნობთ და დაუახლოვდებით. ხოლო თუ მოინდომებთ, ურთიერთობას სერიოზულსა და ხანგრძლივს გახდით. გაიცნობთ ადამიანს, რომელიც თქვენს ყველა კრიტერიულს დააკმაყოფილებს. ხოლო თუ ვნება, შთაბეჭდილებები და არასერიოზული ურთიერთობა გსურთ, 2022 წელს, ცეცხლის წარმომადგენლებს დაუკავშირეთ ბედი. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ სასიყვარულო ურთიერთობების გამო არ შეგექმნათ უსიამოვნებები სამსახურში ან ფინანსური კრიზისი. მოერიდეთ სასიყვარულო პარტნიორის გამო ფულის დაბანდებას მის საქმიანობაში, მისთვის ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. 18 ივლისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით ვენერა - სიყვარულის პლანეტა კირჩხიბში იქნება და ეს საუკეთესო პერიოდია სიყვარულისა და ქორწინებისთვის. ვარსკვლავები რომანტიკულ ნაცნობობას და პაემნებს გიმზადებენ. ამ პერიოდშივე გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.
ლომი
პლუტონისა და მზის ასპექტი თავბრუდამხვევ თავგადასავალს გპირდებათ. საიდულოებებით მოცული ადამიანები მიგიზიდავენ ან შეიძლება, ვნებიანი რომანის რეჟისორი თავად გახდეთ. გირჩევთ, ვნების მორევში თავით არ გადაეშვათ და არ დაკარგოთ კავშირი რეალობასთან. თუმცა, არც უფრო სიმპათიურ ადამიანთან გექნებათ რომანი, მით მეტ კონკურენტთან მოგიწევთ გამკლავება. ეჭვიანობა და თქვენი მბრძანებლური ტონი კარგს არაფერს მოგიტანთ. მცირე უსიამოვნება და დაძაბულობა დაშორებამდე მიგიყვანთ. საბედისწერო ურთიერთობა გელით წყლის სტიქიის წარმომადგენლებთან. განსაკუთრებით, აპრილში, ივლისში და ოქტომბერ-ნოემბერში. სულიერი მღელვარება სასიამოვნოც იქნება და უსიამოვნოც. თუ მცირე უსიამოვნებებს გადალახავთ, თქვენი კავშირი მყარი იქნება. სასიყვარულო ურთიერთობა ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება 11 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, როცა ვენერა თქვენს ნიშანს ესტუმრება. შეყვარებულები მდიდრულ და თეატრალურ ქორწინებასაც გამართავთ.
განაგრძეთ კითხვა>>>