არქიტექტურა ეიფელის დაპროექტებული ხიდი წაღვერში - ვიდეო 2021, 1 დეკემბერი, 4:35 მიუხედავად იმისა, რომ წაღვერი ყველასათვის კარგად ნაცნობი კურორტია, ცოტამ თუ იცის იმ ღირსშესანიშნაობის შესახებ, რომელიც არაერთხელ უნახავს და გაუვლია მასზე. წაღვერი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. მოიპოვება მინერალური წყლები. დაბა წაღვერი, ბორჯომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 20 კმ-ში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. დაბა გარშემორტყმულია მაღალი მთებით, რომლებიც დაფარულია წიწვოვანი ტყეებით.მისი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია გარდამავალი კლიმატი დაბლობსა და მაღალმთიან კლიმატს შორის, ზომიერად ტენიანი სუფთა ჰაერი გაჟღენთილი წიწვოვანი მცენარეების სურნელით და სხვადასხვა მინერალებით მდიდარი სამკურნალო წყლები. წაღვერი ბავშვთა კურორტია, მაგრამ ასევე სასარგებლოა მათთვის, ვინც ზოგადი ჯანმრთელობის გამო ვერ ეგუება მაღალმთიან კლიმატს. 238 1-ს მოსწონს
|