სხვა რატომ არ იკრავენ მამაკაცები პიჯაკის ქვედა ღილს არასდროს? 2021, 7 დეკემბერი, 12:13 მოდა (ფრანგ. mode, ლათ.-გან modus — ზომა, სახე, საშუალება, წესი) — არის ტერმინი, რომელიც გამომსახველობის (ექსპრესიის) გაბატონებულ მიმდინარეობას მიუთითებს, თუმცა ხშირად ასევე ასახავს გამოსახვის კერძო მანერას, სტილს, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის. მასში ასევე ჩაქსოვილია იდეა, რომ მოდა უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე კულტურა ზოგადად. ტერმინები "მოდური" ან "მოდიდან გასული" გამოიყენება ვინმეზე ან რაიმეზე, რომელიც ექსპრესიის თანამედროვე პოპულარული მოდის ფარგლებში ჯდება. ტერმინს ხშირად დადებითი მნიშვნელობა ენიჭება და სტილისა და მომხიბვლელობის სინონიმია. თუმცა ხანდახან მოდას ნეგატიური მნიშვნელობაც აქვს, როგორც ყოფიერების და მატერიალიზმის სინონიმს.
მოდის ინდუსტრიაში პირველი დიზაინერი იყო ინგლისელი ჩარლზ ფრედერიკ უორტი (1826-1895). თავდაპირველად, მას ჰქონდა ქსოვილების პატარა სახლი, შემდეგ მოდის სახლი პარიზში. ფაქტობრივად ტანსაცმლის დიზაინი და მისი შექმნა ხელთ ეპყრო უცნობ მკერავს, მისგან მაღალ მოდას მემკვიდრეობით ერგო სამეფო კარის ჩაცმის სტილი. წარმატების მაჩვენებელი იყო ის, რომ მას შეეძლო ეკარნახა მყიდველებისთვის თუ რა ჩაეცვათ. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც მოდის სახლმა დაიწყო მსახიობების დაქირავება, რათა დაეხატათ თანსაცმლის დიზაინი. ნახატის მეშვეობით კლიენტს შეეძლო დაენახა ტანსაცმლის სახე, ეს უფრო იაფი ჯდებოდა ვიდრე მზა ტანსაცმლის შეკერვა და მორგება მოდელზე, თუ კლიენტს დიზაინი მოეწონებოდა, ისინი უკვეთავდნენ, ეს იქცა შემოსავლის წყაროდ მოდის სახლისთვის, შეკვეთილი ტანსაცმელი ქმნიდა ფულს. ამგვარად დაინერგა ტრადიცია, დიზაინერები წინასწარ ხატავდნენ ტანსაცმელს, ე.წ. მოდურ ილუსტრაციებს. პრაქტიკულად მაღალი მოდა წარმოიშვა პარიზში. შემდეგ ლონდონში. მოდის მაღაზიები სხვადასხვა ქვეყნებიდან აგზავნიდნენ მოდური ჟურნალების რედაქტორებს მოდურ ჩვენებებზე. მაღაზიის ხელმძღვანელები აგზავნიდნენ მყიდველებს, ე.წ. „ბაიერებს“ პარიზის მოდის ჩვენებებზე, სადაც ისინი იძენდნენ ტანსაცმელს რათა ასლი გადაეღოთ. ფაქტობრივად ისინი ღიად იპარავდნენ ტანსსაცმლის სტილს, ხაზს, მორთულობას და მთლიან დეტალებს. მთავარი წესი, ყველა იმ მამაკაცის, რომელიც ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ მაინც ჩაიცვამს პიჯაკს, არის ის, რომ არ უნდა დაავიწყდეს, რომ არასოდეს შეიკრას მისი ქვედა ღილი. იგივე წესი ვრცელდება ღილიან ჟილეტებზე, რომლებიც პერანგზე, პიჯაკის შიგნით აცვიათ. ალბათ გიჩნდებათ კითხვა - თუ მისი შეკვრა საჭირო არ არის, საერთოდ რატომ აქვს ის პიჯაკს? საიდან გაჩნდა ეს ტრადიცია? ტრადიცია დაფუძნდა მეფე ედვარდ VII-ს მეფობის დროს, რომელიც ჭარბწონიანი იყო. როდესაც ედვარდი ჯერ კიდევ პრინცი იყო, პიჯაკები იმ დროს იწყებდა მოდაში დამკვიდრებას. ჟილეტი ძალიან ვიწრო იყო მისთვის და ამიტომ ქვედა ღილების შეკვრა შეწყვიტა, რათა ჟილეტი უკეთ მორგებოდა. ბრიტანეთის სასამართლომ და სრულად ქვეყნის მოსახლეობის მამაკაცებმა მომავალი მეფის პატივსაცემად შეწყვიტეს ბოლო ღილის შეკვრა პიჯაკსა და ჟილეტზე. მეფე ედვარდი და პრინცი გეორგი. 1901 წელი. როქსბურგის ჰერცოგი ბუკინგემის სასახლეში 1910 წელს ედვარდ VII-ის გარდაცვალების შემდეგ. პიაკის ქვედა ღილი გახსნილი აქვს. 319 4-ს მოსწონს
|