შოუბიზნესი გშურდეთ! - ცნობილები, რომლებსაც გრამი ცელულიტი არ აქვთ 2021, 10 დეკემბერი, 12:44 მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან. ცელულიტი არის პრობლემა, რომელსაც თითქმის ყველა ქალი აწყდება და ცნობილი სახეებიც არ არიან გამონაკლისები. თუმცა, ჩვენს გმირებს ძალიან გაუმართლათ, რადგან ბუნებამ მათ გლუვი კანი აჩუქა. ისინი არ არიან დაკავებულები სპორტით, არ იცავენ მკაცრ დიეტას და მათი საიდუმლო მარტივია - კარგი გენები. მართალია, ცნობილების უმეტესობის სხეული შორსაა იდეალურისგან, თუმცა არიან ისეთებიც, რომელთაც გრამი ცელულიტი არ აქვთ და ნამდვილად უნდა გშურდეთ მათი. გშურდეთ! - ცნობილები, რომლებსაც გრამი ცელულიტი არ აქვთ1. ემილი რატაკოვსკი. 2. ბიანკა ბალტი. 3. ქენდის სვეინპული. 4. სარა სამპაიო. 5. ელენა პერმინოვა. 6. ჰეილი ბოლდუინი. 7. ირინა შეიკი. 8. ჟიზელ ბიუნდხენი. 9. ჯიჯი ჰადიდი. 10. კორტნი კარდაშიანი. 184 5-ს მოსწონს
|