სხვა საკულტო, ისტორიული ფერადი ფოტოები, რომლებიც ისტორიისადმი თქვენს დამოკიდებულებას რადიკალურად შეცვლის 2021, 28 ნოემბერი, 14:00
შავ-თეთრ ფოტოებს თავისი ხიბლი აქვთ, თუმცა ამავდროულად ისინი მოვლენებს უფრო შორეულსა და მიუწვდომელს ხდიან, თუმცა საკმარისია მათ ფერი დაამატო, რომ ეს უნიკალური კადრები მყისიერად ცოცხლდება და ჩვენთვის კიდევ უფრო "გასაგები" ხდება. წარმოგიდგენთ 20 საკულტო ფოტოკადრს, რომელმაც კოლორიზაციის პროცესი წარმატებით გაიარა და განსაკუთრებული ელფერიც შეიძინა.
ბუკერ ტალიაფერო ვაშინგტონი, ერთ-ერთი წამყვანი აფროამერიკელი განმანათლებელი, ტასკიგის უნივერსიტეტის კაბინეტში, 1906 წელი.
1947 წლის 17 აპრილს შეიარაღებული ჯარები ტეხასის ნავთობის ქარხანაში აფეთქების ზონასთან გზის გადაკეტვისას.
გენერალი რობერტ ე. ლი, გენერალ ულის გრანტის კაპიტულაციიდან ერთი კვირის შემდეგ, რომელმაც სამოქალაქო ომი დაასრულა, 1865 წლის 16 აპრილი.
ლუი არმსტრონგი კულისებში რეპეტიციისას, 1946 წელი.
ოქროს კარიბჭის ხიდის მშენებლობა სან - ფრანცისკოში, 1935 წელი.
ოჯახის პორტრეტი მასკოჯის მახლობლად, ოკლაჰომას შტატში, გვალვის დროს, 1939 წლის აგვისტო.
კაცი ბურგერების მოგროვებისას, 1938 წელი.
მარიან ანდერსონი ლინკოლნის მემორიალთან, 1939 წელი.
კომიკოსი და მომღერალი ერნი ჰეირი "მშრალი კანონისადმი" საკუთარი დამოკიდებულების დემონსტრირებისას, 1920 წელი.
"ოაზისი უდაბნოში", ცხენზე ამხედრებული წითელი ქორი ოგლალა სიუს ტომიდან, 1905 წელი.
კოლეჯის სტუდენტები ავტომობილ "Volkswagen Beetle"-ის ტევადობას ამოწმებენ, 1965 წელი.
ელვის პრესლი და რიჩარდ ნიქსონი (1970).
პაბლო პიკასო.
ლი ჰარვი ოსვალდი, ჯონ კენედის მკვლელი, 1963 წლის 23 ნოემბერი. მას მაშინ სიცოცხლის მხოლოდ ერთი დღეღა ჰქონდა დარჩენილი.
იაპონელი მშვილდოსნები სასროლო მოედანზე, დაახლ. 1860 წელი.
ყველაზე დიდი საჰაერო ხომალდის "ჰინდენბურგის" ჩამოვარდნა, 1937 წლის 6 მაისი.
ბრიტანეთის ჯარები დასავლეთის ფრონტზე გამგზავრებისას, ინგლისი, 1939 წლის 20 სექტემბერი.
სოფლის მაღაზია "Old Gold", 1939 წელი.
"სააღდგომო კვერცხები" ამერიკელი ჯარისკაცებისგან ჰიტლერს, აღდგომის წინა ღამე, 1945 წელი.
ლუი არმსტრონგი კაიროში, მეუღლის, ლუსილის საპატივსაცემოდ საყვირზე დაკვრისას, ეგვიპტე, 1961 წელი.
|