შოუბიზნესი ვარსკვლავური კონფუზები: სელებრითები, რომლებიც პაპარაცებმა ყველაზე შეუფერებელ მომენტში გამოიჭირეს 2021, 27 ნოემბერი, 23:24 ნამდვილად ვერ ვიტყვით რომ ცნობილი სელებრითები ყურადღების ნაკლებობას განიცდიან! თავადაც მოგეხსენებათ რომ მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავები აბეზარი პაპარაცების სამიზნე გამუდმებით არიან, სწორედ მათი მოხერხებულობის წყალობით გვეძლევა ჩვენც ჰოლივუდის ცნობილი სახეების ყველაზე უხერხულ პოზებში ხილვის შესაძლებლობაც. დღევანდელ პოსტში წარმოგიდგენთ პიკანტური ფოტოების კრებულს, სადაც შოუ - ბიზნესის წარმომადგენლები პაპარაცებმა ყველაზე შეუფერებელ მომენტში დააფიქსირეს.რიზ უიზერსპუნი - ვარსკვლავი მოულოდნელად ამოვარდნილი ქარის მსხვერპლი გახდა.მაიამიში გამართულ ფოტოსესიაზე ავსტრალიელმა სუპერმოდელმა მირანდა კერიმ იმაზე მეტი აჩვენა, ვიდრე საჭირო იყო, თუმცა მისი გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, ეს მომხიბვლელ მოდელს დიდად არ უნდა აღელვებდეს.კანის კინოფესტივალზე ფილმ "ჯიმი პ" -ის პრემიერის ფარგლებში ევა ლონგორიას წითელ ხალიჩაზე გამოჩენას დასავლური მედიის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაღალი ჭრილის გრძელმა კაბამ და მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა ამერიკელ ვარსკვლავს ყველაზე შეუფერებელ მომენტში უმუხთლა..ლინდსი ლოჰანი - თავადაც მოგეხსენებათ თუ როგორი უკომპლექსოა. ბიუსტჰალტერის გარეშე ყოფნა მისთვის ბუნებრივი მდგომარეობაა, თუმცა არც საცვლები წარმოადგენს მისთვის ქალის გარდერობის განუყოფელ ატრიბუტს, თუმცა კარგია რომ თმა მაინც აქვს გრძელი...კარდაშიანების ოჯახში, მამაკაცების, კენდალისა და კაილის გარდა, ყველა მაკორექტირებელ საცვალს ატარებს. აი, მაგალითად, ქლოი კარდაშიანი მსუბუქ კაბასა და ქალის თეთრეულის მწარმოებელი ბრენდის "სპენქსის" საცვლებში.ბრიტნი სპირსი ფეხბურთელების მაისურებში გამოწყობილ მომავალ ვარსკვლავებთან ერთად, ოჰ ეს ოხუნჯი ქარი...ენ ჰეთევეიმ მანქანიდან მოხდენილად გადმოსვლა ვერ მოახერხა, შედეგად კი, მთელს ინტერნეტსივრცეში მისი ფოტოები თეგით #ქვედასაცვლებისგარეშე კალეიდოსკოპიური სიჩქარით გავრცელდა.ცნობილი მსახიობი ემა უოტსონი ჯორჯო არმანის ერთი ზომით დიდ კაბაში - ეგ არაფერი, მაგრამ ეს ნახევრად შიშველი მკერდი?ჯესიკა ალბა უმცროს ქალიშვილთან სეირნობისას. ყველაფერი მშვენივრად იყო, სანამ ჯესმა პიჯაკის გახდა არ დაიწყო, რაც შემდეგ მოხდა პაპარაცების მახვილ თვალს ნამდვილად არ გამოჰპარვია..ჯენიფერ ლოპესი შარვალზე უცნობი წარმომავლობის ლაქებით. თეთრი ფერის სამოსის ტარება დამეთანხმეთ რომ საკმაოდ სარისკოა.ვარსკვლავების მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, დატვირთული გრაფიკი პირადი ჰიგიენის დაცვას პრაქტიკულად გამორიცხავს. მაგალითად, ამერიკელი პოპ - ვარსკვლავი სელენა გომესი "აღვირახსნილი არდადეგები"-ს ესპანურ პრემიერაზე გაუპარსავი იღლიებით გამოჩნდა.ზოი დეშანელის ლამაზ თვალებს რაღაც სჭირს. მძიმე მაკიაჟის ქვეშ ვარსკვლავის ქუთუთოებზე წვრილი გამონაყარი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.რასელ ბრენდს როგორც ჩანს ძალიან დასცხა.გოგონების აუხდენელ ოცნებას, რობერტ პატინსონს უბის შეკვრა დაავიწყდა.ამდენი წლის განმავლობაში მერილინ მენსონმა ტუჩების შეღებვა ვერა და ვერ ისწავლა.. სარკე მაინც ატაროს თუკი მაკიაჟის გაკეთების ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო...ზაკ ეფრონმა ნუთუ არ იცის მინის პრინციპი? ის ხომ გამჭვირვალეა და ყველაფერს ვხედავთ.პატარა დეფექტი ევა ლონგორიას კაბაზე.ფოტოგრაფების მახვილ თვალს კამერონ დიასის თეთრ პერანგზეც არ დარჩენია შეუმჩნეველი პატარა ლაქა...589 1-ს მოსწონს |