x
image
ციცი
Mediator image
დახარჯე ცოტა და იყავი მომხიბვლელი

imageგოგონებს განსაკუთრებულად უყვართ თავიანთ გარეგნობაზე ექსპერიმენტების ჩატარება. არჩევანი შეიძლება სექსუალური, მოკრძალებული ან სასაცილოც კი იყოს. რა თქმა უნდა ეს ცუდი არაა, მაგრამ აუცილებელი არაა მთელი ხელფასი კოსმეტიკის მაღაზიაში დახარჯო. ინდივიდუალური გარეგნობის შესაქმნელად თვალის ასი ჩრდილი არაფერში გჭირდება. ჩვეულებრივი სამი ან ოთხფერიანი ჩრდილებითაც შეგიძლია უამრავი განსხვავებული დეტალი შექმნა, რომლებსაც ზაფხულსაც მიუსადაგებ და შემოდგომასაც . მაგალითად, თუ ზაფხულში უპირატესობას მაქსიმალურად კაშკაშა ფერის ტუჩებს ანიჭებ, ჩვეულებრივ ვარდისფერ პომადაზე წითელი მბზინავი საცხი გადაისვი. თუკი იდუმალი გამომეტყველების თვალები გხიბლავს, ქუთუთოებზე განსაკუთრებულად მოდური ნაცრისფერი ჩრდილი წაისვი, რომელიც ღრმა დრამატულ იერს შეგძენს. მთავარია არ დაგავიწყდეს, რომ განსაკუთრებული ყურადღება კოსმეტიკის დოზებს მიანიჭო. მაგალითად მკვეთრი, წითელი პომადა, თვალის შავი ლაინერი და მუქი ჩრდილები ვულგარულია და ესთეტიკურ კანონებსაც არღვევს.


1
202
5-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
202
  
2012, 17 სექტემბერი, 16:43
++++++++++++++++++++++++++++++++++
0 1 1