x
image
თაზუ
8 ცნობილი მსახიობი, რომელთა ჰოლივუდში გახსენება არ უყვართ
image

ასობით და ათასობით ნიჭიერი ახალგაზრდობა ოცნებობს ჰოლივუდის დაპყრობაზე, თუმცა მიზნის ბოლომდე მიყვანა ყველას არ შეუძლია. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მხოლოდ ცნობადობის მიღწევა - ამ სფეროში მთავარი არ არის, კერძოდ, უფრო ძნელია მისი დაჭერა და შეკავება ხანგრძლივი პერიოდით, რაზეც, ალბათ, დაგვეთანხმება არაერთი ცნობილი მსახიობი. აქ, თქვენ, დღეს, ნახავთ და გაიხსენებთ იმ, ცნობილ, ჰოლივიდურ მსახიოებებს, რომელთაც დაკარგეს პოპულარობა ხალხთა თვალში - ზოგიერთი მათგანი "იმსხვერპლა" კანონთან პრობლემამ, ზოგიერთმა ვერ გაუძლო ცნობადობის მძიმე ტვირთს, რის შედეგადაც, მათ შესახებ ჰოლივუდი აღარ ლაპარაკობს.


1. მელ გიბსონი

მელ გიბსონი ოდესღაც პატივსაცემ რეჟისორად და შესანიშნავ მსახიობად ითვლებოდა. თუმცა, როგორც ყველა ადამიანს გააჩნია ნაკლი, მასაც არ შეეძლო ენაზე კბილის დაჭერა. იგი არ ერიდებოდა პრესაში სექსისტური და რასისტული კომენტარების გაკეთებას, რამაც განსაზღვრა კიდევაც მისი მომავალი. 10 წელია უკვე, რაც მსახიობი იმყოფება ჰოლივუდის შავ სიაში. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მაყურებლებმა უკვე აპატიეს გიბსონს ცოდვები, ფაქტია წარსულში არსებულ პოპულარობას მსახიობი ვეღარ დაიბრუნებს.


image

2. შაია ლაბუფი

შაია ლაბუფი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა რთული ხასიათით. მას შემდეგ, რაც მსახიობი გაიზარდა, სიტუაცია უფრო დამძიმდა. არაცენზურული გამონათქვამები, ჩხუბი, პოლიცია, ექსტრავანგატული ქმედებები ( ერთხელ, წითელ ხალიჩაზე, ლაბუფი თავზე ქაღალდის პაკეტით ჩამოცმული გამოვიდა) - ასეთ ქცევებს ჰოლივუდი არავის პატიობს. შესაბამისად, გასაკვირვი არაა, რომ მას რაც შეიძლება იშვიათად იღებენ ფილმებში, მიუხედავად აშკარა სამსახიობო ტალანტისა.

imageimage

3. მაკოლეი კალკინი

კომედიამ "მარტო სახლში" დიდი პოპულარობა მოუტანა მაკოლეი კალკინს, რომლის შეკავება მან, სამწუხაროდ, ვერ შეძლო. დეპრესია, პრობლემები ნარკოტიკებთან და ალკოჰოლურ სასმელებთან, დაუსრულებელი რეაბილიტაციის პროცესები. ამ ყველაფრის შემდეგ, ადრინდელი რეპუტაციის აღდგენა, წესიერი და საყვარელი ბავშვის სახით, მსახიობმა ვეღარ შეძლო. მიუხედავ ამისა, საზოგადოებაში მაინც ჩნდება ინტერესი კალკინის მიმართ, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები კი, მუდმივად ჩნდება სოციალურ ქსელებში.

image

4. ტობი მეგუაერი

პიტერ პარკერის როლმა, ფილმში: "ადამიანი-ობობა", მსახიობი გახადა ერთ-ერთ საუკეთესო და გამორჩეულ ვარსკვლავად ჰოლივუდში. დღემდე მისი ცნობილი კოცნა კირსტენ დანსტისთან ითვლება კინემატოგრაფიის ერთ-ერთ საკულტო სცენად. ფეერიული აღმაფრენის მიუხედავად, მეგუაერის პოპულარობა დასრულდა. მიზეზი - ჭირვეული ხასიათი. კერძოდ, გადასაღებ მოედანზე, მსახიობს არ ერიდებოდა კამათი, ამა თუ იმ საკითხზე, პროდიუსერებთან და რეჟისორებთან, რის გამოც სწრაფად დაკარგა მათი კეთილგანწყობა.

image

5. ტეილორ როტნერი

სცენებმა, სადაც ფილმში "ბინდი" ტეილორ ლოტნერი ჩნდება მაისურის გარეშე, არავინ დატოვა გულგრული. თუმცაღა, ამით მსახიობის ტალანტი სრულდება. ფილმის "ბინდი" მონაწილე კოლეგებისაგან განსხვავებით, მან ვერ შეძლო განვითარებულიყო და ეთამაშა უფრო დიდ ფილმებში. თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ ტეილორს შეუშალა ხელი არა ტალანტის არარსებობამ, არამედ სიხარბემ. შესასრულებელი სამუშაოსათვის, მსახიობი სტანდარტულზე გაცილებით დიდ ჰონორარს ითხოვდა.

image

6. ბრენდან ფრეიზერი

ფილმის "მუმია" გამოსვლის შემდეგ, მსახიობი გასაოცრად პოპულარული გახდა. ყველას მიაჩნდა, რომ ასეთი გარეგნობისა და ტალანტის ფონზე, ბრენდანს დიდი მომავალი ელოდა. თუმცაღა არ გამოვიდა, ვინაიდან მსახიობი ზედმეტად დაუცველი და მგრძნობიარე აღმოჩნდა. ნებისმიერ კარიერულ ჩავარდნაზე მისი რეაქცია - ისტერიკა და ხანგრძლივი დეპრესია გახლდათ. დროთა განმავლობაში ფრეიზერმა დაკარგა თავისი ფორმა, მოიმატა წონაში და ხანგრძლივი პერიოდით დაიკავა ჰოლივუდის აუტსაიდერების ადგილი.

image

7. ჩარლი შინი

მახვილგონივრული და გაბედული ჩარლი შინი მუდმივად ხიბლავდა საზოგადოებას. თუმცაღა ალკოჰოლურ სასმელებისა და ნარკოტიკებისადმი მისმა უკონტროლო სწრაფვამ, იგი ფსკერისაკენ ჩაითრია. სერიალის "two and a half men" პროდიუსერთან კამათის გამო, საბოლოოდ განისაზღვრა მისი ამ სერიალში არ მონაწილეობის საკითხი. რამდენიმე წლის წინ კი, გახდა ცნობილი, რომ ჩარლი დაავადდა შიდსით.

image

8. ადამ სენდლერი

ადამ სენდლერს იცნობენ კომედიებში მონაწილეობის გამო, რომლებიც, თავის დროზე, საკმაოდ პოპულარული იყო. თუმცა, საჭიროა აღინიშნოს, რომ მსახიობის დიდების დრო უკვე დიდი ხანია გავიდა. სანდლერმა ვერ შეძლო არათუ გაეზარდა, არამედ გაემეორებინა ახალგაზრდობის მიღწევები. ახლა კი, ალბათ, უკვე გვიანია.

image





0
356
შეფასება არ არის
ავტორი:თაზუ
თაზუ
356
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0