კინო 10 კინოშეცდომა, რომელზეც ყურადღება არასდროს მიგიქცევიათ 2021, 24 ნოემბერი, 15:42 კინომოყვარულები ყოველთვის ამჩნევენ კადრებში გაპარულ შეცდომებს, იქნება ეს ნაკაწრი თუ ანარეკლი მბზინავი კარის სახელურზე, თუმცა ისეც ხდება რომ მათ არსებობას თითქმის ვერავინ ამჩნევს. დღეს, სწორედ ასეთ შემთხვევებს განვიხილავთ. წარმოგიდგენთ ყველაზე ცნობილ ფილმებში გაპარულ 10 კინოშეცდომას რაც "გამოცდილი" მაყურებლის თვალს შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩენია."ავატარი"ჯეიკის ვიდეობლოგის კუთხეში თარიღია - 30 მაისი, ხოლო ჯეიკის ბულდოზერზე თავდასხმის ვიდეო კადრებზე კი უკვე - 19 მარტია მითითებული, ნუთუ დრო პანდორაზე უკან მიდის?"მებრძოლთა კლუბი"ამ ბიჭის პერანგზე ლაქა პერიოდულად ხან ჩნდება, ხან ქრება."პერლ ჰარბორი"ერთ-ერთი პილოტი გოგონას ხან მარჯვენა, ხანაც მარცხენა ხელით ხატავს."მატრიცა"ტრინიტის თვითმფრინავში ასვლამდე ხელთათმანები არ აცვია. მომდევნო კადრში კი ისინი სასწაულებრივად ჩნდება."მეხუთე ელემენტი"სავენტილაციო მილებმა ლილუს ხელისგულები შავად შეღება, ხოლო კორბენის ტაქსიში ლილუს ხელები უკვე სუფთაა."ელისი საოცრებათა ქვეყანაში"თეთრი დედოფლის ცხენის სადავეები ქვემოთ არის ჩამოკიდებულია, წამის შემდეგ კი მათ უკვე ცხენის კისერზე შეკრულს ვხედავთ."ტიტანიკი"უბრალოდ შეხედეთ ამ გემბანს! ეს სრულიად განსხვავებული დეკორაციებია: მეორე ფოტოზე მოაჯირეები უფრო წვრილი და ხშირია, გემბანის ფერი კი უფრო თეთრი, ღუზა საერთოდ შეცვლილია."იურიული პერიოდის პარკი"მექანიკური ხელი, რომელსაც ხელში კვერცხი ეჭირა მომდევნო კადრში უკვალოდ ქრება."ადამიანი-ობობა 2"მაშინ როდესაც პიტერი მატარებლის გაჩერებას ცდილობს, მას მკლავზე კოსტიუმი ერღვევა, მომდევნო კადრში კი კოსტიუმზე ნარღვევის კვალიც კი არ არის."რკინის კაცი"პეპერის მობილური ტელეფონის ყურსასმენები კადრში პერიოდულად ხან ჩნდება, ხანაც ქრება.583 შეფასება არ არის |