ფეხბურთი კრიშტიანუ რონალდუს ავღანელი ტყუპი სპეცრაზმელები იცავენ 2021, 23 ნოემბერი, 19:12 კრიშტიანუ რონალდუს და მის ოჯახს ტყუპი ძმები იცავენ, რომლებიც ავღანეთში ელიტარული სპეცდანიშნულების რაზმში მსახურობდნენ. 36 წლის ფეხბურთელი, რომელმაც აგვისტოში "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი მეორედ გააფორმა, მალევე, სექტემებრის თვეში ნახეს ავღანელ ძმებთან ერთად, როდესაც ის გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მატჩზე შვეიცარიაში გასაფრენად ემზადებოდა. ერთ-ერთი ტყუპი ასევე დააფიქსირეს ამ თვის დასაწყისში მადრიდში რონალდუს ორსული შეყვარებულის. ჯორჯია როდრიგესის ორგანიზებულ წვეულებაზე, რა დროსაც ოთხი წლის ქალიშვილის ალანა მარტინას დაბადების დღე გადაუხადა. ახლა უკვე ცნობილია პირადი მცველების ვინაობა, ისინი არიან ძმები სერხიო და ხორხე რამალჰეირო, ყოფილი ჯარისკაცები, რომლებიც იბრძოდნენ ავღანეთში, იქიდან დაბრუნების შემდეგ შეუერთდებოდნენ პორტუგალიის დაცვის პოლიციის განყოფილებას, რომლებიც მოსამართლეებს და პოლიტიკოსებს იცავენ. პორტუგალიურმა ჟურნალ Flash-ს ის ინფორმაციით, რომ ტყუპები, რომლებიც სამნი არიან, კრიშტიანომ დაიქირავა მას შემდეგ, როდესაც მათ დაცვის პოლიციიდან უხელფასო შვებულება მოითხოვეს. მესამე ძმა, სახელად ალექსანდრე, დღემდე პოლიციელად ითვლება. ინსაიდერმა ადგილობრივ მედიას განუცხადა: „სერხიო და ხორხე ელეგანტურად იცვამენ და ძალიან ნორმალურად გამოიყურებიან. „მათ შეუძლიათ ბრბოში აგრევა, სწრაფად აზროვნებენ, სწრაფად ხედავენ და სწრაფად მოქმედებენ“. კრიშტიანუს დაცვამ ყურადღება მას შემდგ მიიპყრო, როდესაც ტყუპებმა ის მიიყვანეს მანჩესტერის აეროპორტში ჩემპიონთა ლიგაზე შვეიცარიის "იანგ ბოისის" წინააღმდეგ მატჩის წინ. ელეგანტური წყვილი, რომლის ვინაობაც მაშინ არ იყო ცნობილი, თავდამსხმელს ბარგის ჩალაგებაში დაემხარნენ. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი და მისი ოჯახი ოლდ ტრაფორდზე დაბრუნების შემდეგ 24/7 დაცვას ეყოლებოდათ. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ შეყვარებული ჯორჯინა ტყუპებზეა ორსულად, როგორც ამბობენ, გადადგა ნაბიჯები მისი უსაფრთხოების გასაძლიერებლად მას შემდეგ, რაც გააფრთხილეს, რომ ის გახდებოდა "მაგნიტი" კრიმინალური დაჯგუფებისთვის. პორტუგალიელ ვარსკვლავს არგენტინელი ლამაზმანისგან მეორე დამესამე შვილი შეეძინება, პირველი ალანუ, ამის გარდა რონალდუს ჰყავს 11 წლის ვაჟი კრიშტიანუ უმცროსი-, რომლის დედის ვინაობასაც გულდმოდგინედ მალავს და და 4 წლის ტყუპები ევა და მატეო, რომელიც სუროგატი დედისგან შეეძინა. 1206 4-ს მოსწონს
|