ფეხბურთი კრიშტიანუ რონალდუს ავღანელი ტყუპი სპეცრაზმელები იცავენ 2021, 23 ნოემბერი, 19:12 ![]() კრიშტიანუ რონალდუს და მის ოჯახს ტყუპი ძმები იცავენ, რომლებიც ავღანეთში ელიტარული სპეცდანიშნულების რაზმში მსახურობდნენ. 36 წლის ფეხბურთელი, რომელმაც აგვისტოში "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი მეორედ გააფორმა, მალევე, სექტემებრის თვეში ნახეს ავღანელ ძმებთან ერთად, როდესაც ის გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მატჩზე შვეიცარიაში გასაფრენად ემზადებოდა. ![]() ერთ-ერთი ტყუპი ასევე დააფიქსირეს ამ თვის დასაწყისში მადრიდში რონალდუს ორსული შეყვარებულის. ჯორჯია როდრიგესის ორგანიზებულ წვეულებაზე, რა დროსაც ოთხი წლის ქალიშვილის ალანა მარტინას დაბადების დღე გადაუხადა. ![]() ![]() ![]() კრიშტიანუს დაცვამ ყურადღება მას შემდგ მიიპყრო, როდესაც ტყუპებმა ის მიიყვანეს მანჩესტერის აეროპორტში ჩემპიონთა ლიგაზე შვეიცარიის "იანგ ბოისის" წინააღმდეგ მატჩის წინ. ![]() მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი და მისი ოჯახი ოლდ ტრაფორდზე დაბრუნების შემდეგ 24/7 დაცვას ეყოლებოდათ. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ შეყვარებული ჯორჯინა ტყუპებზეა ორსულად, როგორც ამბობენ, გადადგა ნაბიჯები მისი უსაფრთხოების გასაძლიერებლად მას შემდეგ, რაც გააფრთხილეს, რომ ის გახდებოდა "მაგნიტი" კრიმინალური დაჯგუფებისთვის. ![]() ![]() 1206 4-ს მოსწონს
|