სხვა ქალი,რომელიც 5 დღე იჯდა მაცივარში. 2012, 14 სექტემბერი, 18:09 ოკლაჰომოს შტატის მცხოვრები, 59 წლის ქალბატონი ქრისტიანი მაცივარში შეძვრა და იქ 5 დღის განმავლობაში იყო გაჭედილი.მისმა ოჯახმა ნერვიულობა დაიწყო მას შემდეგ, რაც იგი გასული შაბათის შემდეგ აღარავის უნახავს.5 დღის შემდეგ ნათესავებმა ბინის კარი მენეჯერის თანდასწრებით შემტვრიეს და ქალის ძებნა ბინაში განაგრძეს."ბინაში სუტი ხმა შემომესმა-ამბობს ქრისტიანის შვილი-"მიშველეთ, მიშველეთ", დაბნეული ვერ ვარკვევდი საიდან მოდიოდა ხმა, შემდეგ კი მაცივრის კარი გამოვაღე." ქალბატონი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ფეხების ძლიერი მოყინვა ჰქონდა.როგორც აღმოჩნდა, ქალბატონი მაცივარში ძლიერი შტორმის შიშით შეძვრა, რომელიც წინასწარი პროგნოზით უქმე დღეებში იყო გამოცხადებული. მას კარი ჩაეკეტა და იქიდან ვეღარ გამოძვრა. 182 3-ს მოსწონს
|