x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ბიძინა ღარიბაშვილს უშვებს და ...... ნიშნავს პრემიერ-მინისტრად" - რა კულუარულ ინფორმაციას ასაჯაროებს ელისო კილაძე

image


გაზეთ "ქრონიკა+" - ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობდა, სადაც მან სიტუაცია კონგრესმენებთან დაალაგა. კილაძის ინფორმაციით, მმართველ გუნდში ასევე დიდი ცვლილებები იგეგმება, კერძოდ, ექსპრემიერი ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გაშვებას აპირებს, ხოლო მის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას დანიშვნას გეგმავს.


"მოკლედ, დიდიან პატარიან, შინაურ გარეულიანად კი ამტკიცებთ რომ ბიძინა ამერიკაში არ ყოფილა, მაგრამ მე გეუბნებით რომ იყო და კონგრესმენებთან დაალაგა.


ირაკლი ღარიბაშვილს უშვებს და კახა კუჭავას ნიშნავს პრემიერ-მინისტრად. ამიტომაც არ მგონია დაკითხვის ფრაგმენტების გამოგდება შემთხვევითი.


ახლა ოპოზიციის სტრატეგია მაინტერესებს - როგორ აგრძელებს ბრძოლას და დაბრუნდება თუ არა ბრძოლის დღის წესრიგში ვადამდელი არჩევნები?!


p.s. მიშას ბრძოლის დღის წესრიგი ცხადზე ცხადია-თავი აქვს გადადებული ამ ქვეყნისთვის."- წერს ელისო კილაძე.





0
1312
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1312