x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ავტორიტეტულმა კარდიოლოგმა წითელი ღვინოს, ყავის და შოკოლადის მავნებლობას მითი უწოდა
image

ცნობილმა შვეიცარიელმა კარდიოლოგმა თომას ლუშერმა, რომელიც ათ წელზე მეტია ხელმძღვანელოს ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალს European Heart Journal, გააქარწყლა მითი ღვინის, შოკოლადისა და ყავის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის შესახებ. ამის შესახებ The Guardian იტყობინება.

სპეციალისტი თვლის, რომ შეუძლებელია ცალსახად შეფასდეს ამ პროდუქტების სარგებელი თუ ზიანი. უფრო მეტიც, მისი თქმით, არ არსებობს კვლევები, რათა განვსაჯოთ, რა არის შავი შოკოლადის ოპტიმალური დოზა.

ლუშერი თვლის, რომ ზომიერად მიღებული ღვინო არ არის საშიში, მაგრამ არც სასარგებლოა. ყავა შეიძლება სასარგებლო იყოს, თუ დღეში არაუმეტეს ოთხი ფინჯანს დალევთ.

შავი შოკოლადი მინიმალური რაოდენობით შაქრით და ცხიმით ასევე სასარგებლოა, განსხვავებით თეთრისგან, რომელსაც, მისი თქმით, საერთოდ არ შეუძლება ვუწოდოთ ჯანსაღი საკვები.

The Guardian-მა ექსპერტებს სთხოვა კომენტარი გაეკეთებინათ ლუშერის ამ განცხადებაზე.მათ დაადასტურეს შვეიცარიელი კარდილოგოგის მტკიცბეულება

„ჩემი პაციენტები კარდიოლოგიურ კლინიკაში ხშირად ფიქრობენ, რომ ღვინო, შოკოლადი და ყავა მათთვის ცუდია“, - თქვა პოლ ლესონმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის გულ-სისხლძარღვთა მედიცინის პროფესორმა. ”და მე ვხედავ აშკარა შვებას, როდესაც მათ ვუხსნი, რომ ეს ასე არ არის.”

"გულის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ჯანსაღი ცხოვრების წესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყავის, შოკოლადის ან ალკოჰოლის რაოდენობა, რომელსაც მოიხმართ“, - ასევე დაადასტურა ეს ჰიპოთეზა ტრეისი პარკერმა, British Heart Foundation-ის მთავარ დიეტოლოგმა.


image

ასევე იხილეთ

უკრაინაში როვნოს ოლქში, 20 წლის ორსული გოგონა საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე იგი დედას აატყობინებდა, რომ საავადმყოფოში ჟანგბადის ნაკლებობა იყო, წერს გამოცემა "Обозреватель"-ი. მოგვიანებით, გარდაცვლილი ელენა ბოროვეცის დედამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მათი მიმოწერის სკრინები. კერძოდ...


მკვლევარებმა არგენტინიდან და შეერთებული შტატებიდან აღმოაჩინეს პაციენტი, რომლის ორგანიზმმა მოახერხა ბუნებრივად, ყოველგვარი სამედიცინო პროცედურების გარეშე ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსისგან (აივ) განკურნება.(ფოტოზე) არგენტინელი ქალის შემთხვევა, რომელსაც ექსპერტებმა "ესპერანსას პაციენტი" შეარქვეს, მსოფლიოში მეორე ცნობილი ბუნებრივ...



რუსეთში დანერგეს მკერდის კიბოს მკურნალობის სრულიად ახალი მეთოდი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ამის შესახებ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარმა ონკოლოგმა ანდრეი კაპრინმა რადიოსადგურ Говорит Москва"-სთან ეთერში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს რადიოლოგიის ეროვნულ სამედიცინო კვლევით ცე...


ამერიკის შეერთებული შტატების მთავარმა ინფექციონისტ-იმუნოლოგმა ენტონი ფაუჩიმ დაასახელა ორი ვიტამინი, რომელიც უნდა შედიოდეს იმათ რაციონში, ვინც ზრუნავს საკუთარი იმუნიტეტის ამაღლებაზე. გამოცემა "პროფილის" ინტერვიუში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა აღნიშნა, რომ ის აძლიერებს საკუთარ ჯანმრთელობას ...

0
252
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0