x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვაინახების საბრძოლო, რელიგიური რიტუალი-ცეკვა "ზიკრი" რომელსაც გულგრილად ვერ უყურებ

image ყოველ ერს და ეთნოსს აქვს სხვა ერებისაგან და ეთნოსებისაგან განსხვავებული კულტურის ეს თუ ის ნაწილი, ერთერთი ასეთი სხვებისგან გნსხვავებული ცეკვაა ვაინახური საბრძოლო-რელიგიური მნიშვნელობის ცეკვა "ზიკრი", რომელსაც პირდაპირი გაგებით ცეკვას ვერც კი უწოდებთ.
ესაა ყველა ასაკის ადამიანის სულიერი და ფიზიკური აღტკინების გამოხატულება, რომელიც რელიგიური მნიშვნელობის შეძახილებით, წამღერებით და ხან სწრაფი და ხან მონოტონური მოძრაობებით გამოირჩევა, წრეზე მოძრაობით თუ სირბილით.
ყოველივე ეს ადგილზე უნდა ნახოთ, მე უკრაინაში მაქვს ნანახი "ზიკრი" შედარებით პატარა ასაკში როცა ჩრდილოეთ ოსეთი და რუსული რეგულარული ჯარები ინგუშებს გენოციდს უწყობდნენ, უკრაინაში მცხოვრები ინგუშები შეიკრიბნენ ინგუშეთში საბრძოლველად წასვლის წინ და "ზიკრი" შეასრულეს.
ეს ისეთი სანახავი აღმოჩნდა ჩემთვის დღემდე მისი თითოეული მონაწილის სახე მახსოვს, ომახიანი ასაკოვანი მამაკაცი ხელმძღვანელობდა "ზიკრს", ის აძლევდა მითითებებს ხმამაღალი შეძახილებით და თავადაც ასაკის მიუხედავად ისეთი აქტიურობით გამოირჩეოდა დღესაც კი მიკვირს.
ვაინახები ამ "ცეკვას" ასრულებენ მაშინ როცა ომია, ომის საშიშროებაა ან რომელიმე რელიგიური დღესასწაულია.
ესაა სულისა და ძალის დემონსტრირება, ესაა დემონსტრირება ჯანსაღი და ჯანმრთელი საზოგადოებისა, რომელიც ტრადიციებს ასაკის განურჩევლად უდიდეს პატივს სცემს და ამ ტრადიციის შემადგენელი ნაწილია.
აქ ადგილი არა აქვს მრისხანებას, ღვარძლს და ბოღმას, ესაა სულიერებისა და ადამიანური სიძლიერის ტანდემი, რომელიც ვისთვის სანახაობაა და ვისთვის ძლიერი ერის სიძლიერის გამოხატულება.
ერტერთი ცმობილი ჩეჩენი უხუცესის თქმით ესაა ლოცვის და ცეკვის სომბიოზი, როცა მთელი სხეულით განიცდი სულიერებას და მოძრაობის წყალობით ისე იმუხტები, როგორც დასამუხტ მოწყობილებას მიერთებული მანქანის ბატარეა.
"ზირკი" მეცხრამეტე საუკუნეში შეიქმნა ჩეჩენი კუნტა-ხაჯი კიშიევის მიერ, რომელსაც ჩეჩენ მაჰათმა განდის უწოდებენ.
image "ზიკრი" ორ ვარიანტადაა ცნობილი, წყნარი "ზიკრი" (ხაფი) და ხმამაღალი "ზიკრი" (ჯახრი) და ორივეს შესრულება ვაინახებში სხვადასხვა სიტუაციებში ხდება.
წყნარი "ზიკრი" მჯდომარე მდგომარეობაში ტარდება, რა დროსაც ალაჰს ადიდებენ, "ზიკრის" ეს ვარიანტი ნაკლებადაა სანახაობრივი, რასაც ჯახრზე ვერ იტყვით.

imageimageimageimageგთავაზობთ რუსეთ-ჩეჩნეთის (იჩქერია) პირველი ომის დროს ვაინახების მიერ შესრულებული "ზიკრის" კადრებს და თავად დარწმუნდებით ამ ტრადიციული ცეკვის საოცრებაში.
ომის დროს ჩეჩენი უხუცესის, შეიხ მაგომედ დოლკაევის ხელმძღვანელობით შესრულებულმა "ზიკრმა" ვაინახ მებრძოლებთან ერთად საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა იმ პერიოდში ჩეჩნეთში მყოფ ჟურნალისტებზე და რეპორტიორებზე.
image


ეს კი ინგუშების მიწის ნაწილის ჩეჩნეთისათვის მიკუთვნების წინააღმდეგ პატრიოტი ინგუშების მიერ მაგასში გამართული საპროტესტო აქციების დროს შესრულებული "ზიკრი".
"ზიკრს" დახურულ სივრცეში ასაკოვანი ქალებიც ატარებენ, რომელიც წყნარი და ხმამაღალი "ზიკრის" სიმბიოზი გახლავთ.


P.S
საბრძოლო ცეკვების დეფიციტი არც ქართველებს გვაქვს, საუკუნეების მანძილზე სრულდებოდა ქართული საბრძოლო ცეკვები, რომელსაც თანამედროვეობამ იერი გარკვეულწილად შეუცვალა და ცეკვის ანსამბლების რეპერტუარის შემადგენელი ნაწილი გახადა.

0
168
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
168