x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
რას უნდა ფიქრობდეს მასწავლებელი... მაგრამ მასწავლებლებს ვიღაცამ ფრთები დააჭრა..

ეს დღეებია აკაკი წერეთლის “გამზრდელი” მოსვენებას არ მაძლევს.
მასწავლებლობა ტვირთია.
სასჯელიც არის, როცა შენი გაზრდილი ის არ არის, ვინც უნდა იყოს.
ღმერთო
, როგორ უნდა გაუძლოს გულმა, როცა შენი საკლასო ოთახიდან აფრენილმა მერცხალმა სახე იცვალა და ორბი გახდა.
კაცი მოკლა.
მდინარეში გადააგდო.
მშვიდად დაბრუნდა.
დაიძინა.
გაიღვიძა და…
მასწავლებელმა როგორღა დაიძინოს?!
რა ქნას?
ძნელია მასწავლებლობა.
შენი მოსწავლეების ცოდვები უნდა აიკიდო და გოლგოთას გზას დაადგე…
“გამზრდელი” სიბრძნეა და ჩვენ ვასწავლით ამ სიბრძნეს… უბრალოდ, ეშმაკიც იქვეა, საცთურით ხელში და…
სულ ვამბობ, გემუდარებით, ღმერთი შეუშვით საკლასო ოთახებში და მერე შედით თქვენ…
იქ, სადაც უფალია, მკვლელები არ იზრდებიან…
კაცად გაზრდაა მთავარი!
რაღაც უნდა შეიცვალოს, ვიღაცამ ფრთები დააჭრა მასწავლებელს და ზუსტად ესაა უბედურების სათავე!
მასწავლებლები მიხვდებიან, რასაც ვგულისხმობ!
ხო, მართლა, ბავშვებს მხოლოდ უფლებები არა, ვალდებულებებიც დავაზეპირებინოთ!
/ოთო დანელია/
(ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი)
image
0
105
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0