x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
სურდა თუ არა ბერიას ისტორიული ქართული მიწების დაბრუნება? - რა აღმოაჩინეს ბერიას სეიფში?
image

როგორც ალექსანდრე სევერი წერს წიგნში "მარშალი ლუბიანკადან" ლავრენტი ბერია დააკავეს 1953 წლის 26 ივლისს. ყოფილი სახალხო კომისრის დაკავებას მაღალი რანგის სამხედრო პირები ესწრებოდნენ, მათ შორის იყო გიორგი ჟუკოვი. სწორედ ჟუკოვმა ჩაატარა პირველი ჩხრეკა, ბერიას იარაღი არ აღმოაჩნდა, მხოლოდ პორტფელში იპოვა ფურცელი, რომელზეც წითელი ფანქრით ეწერა: „განგაში! განგაში!განგაში!"

ლავრენტი ბერიას დაპატიმრების შემდეგ, როგორც ალექს გრომოვი აღნიშნავს პუბლიკაციაში „ სახალხო კომისარი ბერია “, სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ ნიკოლაი შატალინი დაინიშნა . მას დაევალა მინისტრთა საბჭოში ბერიას კაბინეტში ჩხრეკა. გრომოვის თქმით, ოფისში აღმოჩენინეს 11 წყვილი უცხოური ქალის წინდა, ქალის 7 აბრეშუმის ტრიკო, ქალის ბლუზები, თავსაფრები, ქსოვილის ნაჭრები და ოფისისთვის უჩვეულო სხვა ნივთები. გარდა ამისა, როგორც შატალინი ამტკიცებდა, იქ ქალების მიერ გამოგზავნილი ინტიმური შინაარსის უამრავი წერილიც იქნა ნაპოვნი.

შატალინი ასევე ახსენებს „გარყვნილი მამაკაცის დიდი რაოდენობით ნივთებს“, თუმცა აღარ აზუსტებს და მათ ჩამოთვლას ერიდება.

ამის ნაცვლად, ის იხსენებს ბერიას უშიშროების უფროსის, რაფაელ სარქისოვის დაკითხვას. ის ამტკიცებდა, რომ მის უფროსს კავშირი ჰქონდა "ყველა რჯულის შემთხვევით ქალთან" - შემონახულია 20 ქალის გვარი. როდესაც უცხო ენების ინსტიტუტის სტუდენტი, სახელად მაია, ბერიასგან დაორსულდა, მას აბორტი გაუკეთეს. მისგან განსხვავებით, 18 წლის გოგონამ ლიალიამ კი გააჩინა ბავშვი, ასევ იყო სხვა ქალების ისტორიები.

image

თუმცა, ჩხრეკისას ლავრენტი ბერიას ოფისიდან მხოლოდ ქალის ნივთები არ ამოიღეს. მაგალითად, ნ.ტომილინა და ა.არტიზოვი, წიგნში „ნიკიტა სერგეევიჩ ხრუშჩოვი“, თავად ხრუშჩოვი ამტკიცებდა, რომ ბერიას ერთ-ერთი სეიფი ობლიგაციებით იყო სავსე. ამ ობლიგაციების ნაწილი დაკავებულს არ ეკუთვნოდა, სავარაუდოდ, ბერიას ქვეშემრდომები სხვა თანამშრომლების სეიფებიდან ფარული შემოწმების დროს ამოიღეს.

დღეს უკვე შეუძლებელია გაარკვიო, რა არის სიმართლე და რა ლეგენდა, მით უმეტეს, ყველასთვის ცნობილია, რომ ხრუჩშოვის დროს ბევრი დოკუმენტი ბერიას გარშემო განადგურდა.თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, რომ ლეგენდის მიხედვითб როგორც პროფესორი ოლეგ დონკსიხი წერს, სხვა საბუთებთან ერთად ბერიას სეიფში იპოვეს გეგმაც, რომლის მიხედვითაც საქართველოს უნდა დაბრუნებოდა თავისი ძირძველი, ისტორიული მიწები, რომელიც თურქეთს აქვს მიტაცებული, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ძირძველი ქართული მიწების დასაბრუნებელ სიაში ბერიას სოჭი და კრასნოდარის მხარის მნიშვნელოვანი ნაწილი, აგრეთვე, ქალაქი ტუაფსე ჰქონდა შეტანილი.


image

აშკარაა, რომ ლავრენტი ბერია დავითისეულ, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმულ საქართველოზე ოცნებობდა და ეს სულაც არ იყო ფუჭი ოცნება, არამედ რეალური რამ, რასაც ბერიას მიერ გადადგმული ნაბიჯებიც მოწმობს.

ყოფილი საბჭოთა პარტიული მაღალჩინოსანი, გენერალი პავლე კარპოვი ყვებოდა: „ლავრენტი ბერია ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეშიივე დგამდა ისეთ ნაბიჯებს, რაც შემდგომში გააადვილებდა ისტორიული ქართული მიწების დაბრუნებას. ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ იმ ქართულ მიწებს, რომლებიც საბჭოეთის შემადგენლობაში იყო, თუმცა სხვა რესპუბლიკებს ეკუთვნოდათ. მე იმ პერიოდში კრასნოდარის მხარის „ენკავედეს“ უფროსის მოადგილე ვიყავი და ამ პროცესს უშუალოდ ვადევნებდი თვალ-ყურს. ბერია ამ ტერიტორიებზე საკმაოდ შეფარულად ასახლებდა ქართველებს. ამას მშენებლების, მეთევზეებისა და სხვა მრავალი პროფესიის მანტიით ნიღბავდა და ასე ქმნიდა ქართულ დასახლებებს.''


image

ასევე დაგაინტერესებთ


ჩვეულებრივ რიგითი თუ არარიგითი მოქალაქესთვის ლავრენტი ბერიას სახელის გაგონება მაშინვე ასოცირდება ჯალათთან, ინტრიგების დიდოსატატთან და მექალთანესთან.თუმცა არის რაღაცრაღაცეები, რის შესახებაც სდუმს ისტორია, თვით ქართულ ვიკიპედიაშიც კი რატომაღაც ამ საკითხს გვერდი აქვს ავლილი რამდენიმე უცხოური ვიკიპედიისგან განსხვავებით. ალბათ ბევრს გსმენიათ "იაპონიის ე...


"როსატომმა"პირველად სახელმწიფო კორპორაციის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოაქვეყნა უნიკალური დოკუმენტი გრიფით "სრულიად საიდუმლოდ" (განსაკუთრებული საქაღალდე), რომელიც ბირთვული ინდუსტრიის მშენებლობის ისტორიას შეეხება. წერილი ეკუთვნის სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებული პირველი მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელს, ბორის ვანიკოვს, ადრესატი კი...


1945 წელს, პოტსდამის კონფერენციაზე, აშშ-ს პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა აცნობა სტალინს ატომური ბომბის პირველი გამოცდის შესახებ. სინამდვილეში, სტალინმა ძალიან კარგად იცოდა ბირთვული პრობლემის შესახებ, ამიტომ პრაქტიკულად რეაგირება არ მოუხდენია ამ "სიახლეზე". ჯერ კიდევ 1941 წელს საბჭოთა დაზვერვის ოფიცრებმა მოსკოვს გაუგზავნეს ინფორმაცია, რომ ატ...


ნამი მიქოიანი არა მარტო იმ ეპოქის მომსწრე არის, არამედ საქართველოსა და სომხეთის პარტიული ლიდერების ქალიშვილი და დისშვილი, ანასტას მიქოიანის რძალი, იგი მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა იმათ შორის, ვისზეც ქვეყნის ბედი დამოკიდებული და არც თუ იშვიათად მთელი მსოფლიოს ბედიც. ლავრენტი ბერ...

1
2448
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2448
  
2021, 17 ნოემბერი, 20:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1