x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სახლის ინტერიერი, რომელიც უკვე მოძველდა და დროა განაახლოთ
ჩვენს სამყაროში ყველაზე ღირებული, რაც ხშირად გულუხვად ანაზღაურდება ხოლმე - კრეატიული შედევრია. თანამედროვე შემოქმედებითი ნიჭიც ხომ სწორედ იმაში მდგომარეობს- ჩვეულებრივი ნივთიდან შექმნას არაჩვეულებრივი და წარმოუდგენელი, რაც ყველას გაოცებას გამოიწვევს. ხელოვნება ფართო გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს.

image

ინტერიერი — შენობის ან სათავსოს შიდა სივრცეა. ინტერიერის არქიტექტურული გადაწყვეტა განსაზღვრულია მისი ფუნქციონალური დატვირთვით. ინტერიერის დასამშვენებლად იქმნება მონუმენტური მხატვრობა, ქანდაკებები, მოზაიკა. შესაძლებელია ინტერიერის დანაწილება ზონებად.

თუ იწყებთ რემონტს და ჯერ არ გადაგიწყვეტიათ თქვენი ბინის ინტერიერის მოწყობა, სწორედ რომ დროულია სტატია. საინტერესოა, იცოდეთ თუ რომელი დიზაინი ითვლება მოძველებულად, რომ შეცდომა აღარ დაუშვათ.

სახლის ინტერიერი, რომელიც უკვე მოძველდა და დროა განაახლოთ

1. უმჯობესია, თუ კაფსულის ფორმის საშხაპე კაბინას აღარ დაამონტაჟებთ აბაზანაში. თუ მიანცდამაინც გსურთ, რომ გქონდეთ კაბინა, შეგიძლიათ გამოიყენოთ მინის ტიხრები. ასე ბევრად თანამედროვე, პრაქტიკული და ლამაზია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი მოვლა და დასუფთავება ბევრად ადვილია.


image

2. სპეციალური კედელი, სადაც ტელევიზორის ჩამონტაჟება ხდება, დიდი ხანია აღარ არის აქტუალური, შეგიძლიათ ის უბრალოდ კედელზე დაკიდოთ და თქვენი განწყობის შესაბამისი კრეატიული თაროები გამოიყენოთ გარშემო.

image

3. დაივიწყეთ მრავალპროფილიანი შეკიდული ჭერი, თუ ის ტორიტივით მორთულია, მით უმეტეს. გაიხსენეთ ოქროს წესი "რაც უფრო სადა და მარტივია, მით უკეთესი" და დაგვერწმუნეთ, ამ გადაწყვეტილებით ყველა აღფრთოვანებული დარჩება.

image

4. მოცულობითი მძიმე ფარდები ვიზუალურად ამცირებს სივრცეს. პატარა ბინაში ჟალუზები და მსუბუქი წულები ბევრად უფრო სათანადოდ გამოიყურება.

image

5. კედლის დეკორი, რომლებიც თითქმის ყველა სახლში იყო რამდენიმე წლის წინ, ახლა აქტუალური აღარ არის. შეიძლება ის ოდესრაც იყო შესანიშნავი დეკორი და მხოლოდ იმიტომ, რომ აბსტრაქტულია, მაგრამ თუ კვლავ გსურთ გამოიყენოთ, მაშინ უმჯობესია დაივიწყოთ ქვიშიანი პლაჟები, ჩანჩქერები და პარიზის ხედები.


image




0
201
9-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0