ფსიქოლოგია კლიმატის სამიტზე გამარჯვებული 7 ფოტო, რომელიც თქვენს ემოციებზე ძლიერად იმოქმედებს 2021, 29 ნოემბერი, 11:35 წლის გარემოსდაცვითი ფოტოგრაფის კონკურსმა, რომელიც წელს მე-14-ედ ჩატარდა, წარმოადგინა მონაწილეთა მიერ გადაღებული შთამაგონებელი ფოტოები მთელი მსოფლიოდან. ამ კონკურსის მიზანია ადამიანებს კიდევ ერთხელ მიახვედრონ მოახლოებული ბუნებრივი კატასტროფის შესახებ, რომლის წინაშეც კაცობრიობა უძლური გახდება. წარმოგიდგენთ ამ ერთმანეთზე მნიშვნელოვან ფოტოებს, რომელიც ჩვენს ემოციებზე ძლიერად იმოქმედებს. 1. მომატებული წყლის დონე და ბავშვები ფოტო ანტონიო არაგონ რენუნციომ გადაიღო 2019 წელს განაში(აფრიკა). ნაჩვენებია სანაპიროსთან ახლო მდებარე სახლი, სადაც პატარა ბავშვს სძინავს. შეგახსნებთ, რომ კლიმატის ცვლილებასთან ერთად, ზღვის დონემ შესამჩნევად იმატა, რამაც სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა აფრიკის კონტინენტის ქვეყნები, რომლებსაც ოკეანე ესაზღვრება. 2. ჯოჯოხეთი ფოტო გადაღებულია ამან ალის მიერ(ინდოელი ფოტოგრაფი) 2021 წელს. ფოტოზე ვხედავთ პატაა ბიჭუნას, რომელიც დამოუკიდებლად ცდილობს ხანძრის ჩაქრობას, რადგან საკუთარი სახლი გადაარჩინოს. მოგახსნებთ, რომ წელს ადამიანების დაუდევრობის გამო უამრავი ხანძარი გაჩნდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც. ამ მხრივ ინდოეთი ლიდერობს, ისინი გარემოს ყველაზე ნაკლებად უფრთხილდებიან. 3. ბრძოლა გადარჩენისთვის ზემოთ მოცემული ფოტოც მიმდინარე წელს არის გადაღებული, მისი ავტორია ისლამ აშააფული ბანგლადეშიდან. ნაჩვენებია ცხვრის ფარა, რომელიც ბალახს ეძებს საკვებად. მოგახსენებთ, რომ კლიმატის გაუარესაბამ ბანგლადეშის ბუნებას სერიოზული ზიანი მიაყენა, რის გამოც ძალიან ბევრ ბალახისჭამია ცხოველს არსებობა გაურთულა. 4. ფოტოგიორედაქტორი ფოტობიორეაქტორები აწარმოებენ მდგრად ასტაქსანტინს (ანტიოქსიდანტს) გეოთერმული ენერგიის გამოყენებით. ისლანდია გადავიდა 100%-ით განახლებად რესურსებზე ენერგეტიკის სექტორში და გათბობაში. ფოტოს ავტორი სიმონ ტრავონტია, გადაღებულია 2021 წელს. 5. ბოლო ამოსუნთქვა ფოტო გადაღებულია მიმდინარე წელს, ავტორი კევინ ოჩიენგია, რომელიც გვიჩვენებს პატარა ბიწუნას, რომელიც მცენარისგან იღებს ჟანბადს. უკანა ფონზე ვხედავთ დაწყებულ ქვიშის ქარიშხალს, რაც არასასიამოვნო მომავალს ნიშნავს. 6. სიმწვანე Sandipani Chattopadhyay-ის წლევანდელ ფოტოზე ნაჩვენებია მდინარე დამოდარი ინდოეთში, სადაც წყალმცენარეების აყვავება ხდება მუსონებისა და გვალვების დარღვევების გამო. წყალმცენარეების აყვავება შეუძლებელს ხდის სინათლის შეღწევას ზედაპირზე და აფერხებს წყალქვეშა ორგანიზმების უნარს შთანთქას ჟანგბადი, რაც უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობასა და ამ ტერიტორიაზე არსებულ ცოცხალ ჰაბიტატებზე. 7. წყალდიდობა ეს ფოტო გადაღებულია მიშელ ლაპინის მიერ, რომელიც კლიმატის სამიტის უკანასკნელი გამარჯვებულია წელს. ნაჩვენებია სახლი და ბაღი, რომელიც ქალაქ მოდენაში(იტალია) მდინარე პანაროს წყალდიდობის შედეგად დაიტბორა. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<ესენი იცოდით? - გადალახეთ თქვენი ცოდნის საზღვრები ბევრად მეტი, ვიდრე ფოტო - 13 კადრი, რომელიც ისტორიას არასოდეს დაავიწყდება! ყველა დროის 12 ყველაზე ამაღელვებელი ფოტო (+ ისტორია) სამოთხე ჩრდილოეთ ევროპაში - გაიცანით ნორვეგიის ულამაზესი ქალაქი რამდენიმე ფოტო ჩრდილოეთ კორეიდან (ქვეყენას ამ ფოტოების გაქრობა სურს!) მსოფლიო ისტორიის 15 უძლიერესი სახელმწიფო, რომლებიც სხვადასხვა დროს ბატონობდნენ დედამიწაზე ცხოვრების ახალი ეტაპი - ირანის ისლამური რევოლუცია 37 იშვიათი ფოტო, რომელიც ისტორიის მტვრიანმა ფურცლებმა შემოგვინახა 243 3-ს მოსწონს
|