სხვა გაკერილი ტუჩები - ასე გამოიყურება ახალი სულელური ტრენდი 2021, 15 ნოემბერი, 11:42 სილამაზის გამო რაზე არიან ქალები წამსვლელები? ალბათ ყველაფერზე - დაწყებული დამღლელი და ხანგრძლივი პროცედურებიდან, დასრულებული მეტად მტკივნეული პლასტიკური ქირურგიით. პლასტიკური ქირურგები უბრალოდ ძალიან ბედნიერები არიან, რადგან ყოველწლიურად იმატებს სხვადასხვა სახის სიახლეები და "დახვეწილი" პროცედურების მოფიქრებაც ამიტომ უწევთ. ახალ იდეებს კი მათი ჯიბეების გასქელება მოყვება.
ჩვენი ტუჩები, ისევე როგორც თითები, ანაბეჭდების ფორმით, უნიკალურია და მსოფლიოში მას ანალოგი არ აქვს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ტუჩებს განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება ჭირდება. ტუჩის მოცულობა ასაკის მატებასთან ერთად, მცირდება. მის სიმკვრივეს კოლაგენი განაპირობებს, რომელიც ახალგაზრდა ასაკში დიდი რაოდენობით გამომუშავდება, ხოლო წლების მატებასთან ერთად მნიშვნელოვნად იკლებს, რაც ტუჩების დათხელებას იწვევს. მე–20 საუკუნის დასაწყისში, ტუჩების გადიდების მსურველი ქალბატონები, ჯერ კიდევ ანტიკურ მეთოდს მიმართავდნენ და ტუჩის მოცულობას მწარე წიწაკის გამოყენებით ზრდიდნენ. 1980-იან წლებში კი ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. საინექციო კოლაგენის შექმნამ კოსმეტიკურ ქირურგიაში გადატრიალება მოახდინა. შეიქმნა ბუნებრივი შემავსებლები, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ტუჩის გადიდება ან კორექცია. ჩვენ ქვეყანაში ტუჩის მოდელირება ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა. თუ რამდენიმე წლის წინ ტუჩის მოცულობის ზრდა ძალზედ აქტუალური იყო, ახლა პირიქით, ასე რომ ვთქვათ, მოდაშია ესთეტიკური, ბუნებრივი თხელი ტუჩი. შეიცვალა ტენდენცია, თუმცა ქირურგებს საქმე არ მოკლებიათ, ახლა ისინი ტუჩის დასაპატარავებელ პროცედურებს ატარებენ. ნაკერების საშუალებით ტუჩის კანის აჭიმვას აკეთებენ და ქირურგიული გზით ტუჩს ახალ კონტურს აძლევენ. პროცედურა გრძელდება 40 წუთს და ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება, რომლის ღირებულება 500$-დან იწყება. წარმოგიდგენთ ცნობილ ქალბატონებს, რომლებსაც ტუჩის კორექციის პროცედურები აქვთ ჩატარებული. 186 8-ს მოსწონს
|