სხვა როგორ ცხოვრობს ქალი, რომელსაც ცხვირი არ აქვს 2021, 19 ნოემბერი, 11:54 სილამაზე ესთეტიკური კატეგორიაა, რომელიც აღნიშნავს სრულყოფილებას, ობიექტის ასპექტების ჰარმონიულ შეხამებას. ანტიკურ პერიოდში ცნება სილამაზე წარმოადგენდა ფილოსოფიის აღქმის უმნიშვნელოვანეს ყოფიერებას. ძველი ბერძენი ფილოსოფოსების მიერ სილამაზე აღიქმებოდა არსებითად ობიექტურად და ონტოლოგიური სახით, რომელიც დაკავშირებულია უნივერსუმის სრულყოფილებასთან. სოკრატეს დროს სილამაზე განიხილება არა მხოლოდ ონტოლოგიური გაგებით, არამედ როგორც გონის კატეგორია, აღქმა. სოკრატესთვის სილამაზე იყო სამყაროს მნიშვნელოვანი კატეგორია. პლატონის მიხედვით ადამიანი დაბადებამდე იმყოფება სილამაზის სფეროში და სუფთა აზრებში. აგრეთვე ფიქრობდა, რომ სილამაზის იდეა (ფორმა) სხვა დანარჩენ იდეებზე მაღლა დგას. არისტოტელემ დაინახა კავშირი სილამაზესა და სათნოებას შორის და ამტკიცებდა, რომ სათნოება მიმართულია სილამაზისკენ.
არ ვიცი, აქ ჩამოთვლილი მეცნიერებიდან და ფილოსოფოსებიდან რომელს დავეთანხმო, ყველა მათგანის ნათქვამშია გარკვეული სიბრძნე, მაგრამ ერთს დავამატებ, რომ ულამაზო ადამიანი არ არსებობს. დღევანდელი ისტორიის გმირი კი ულამაზესი ქალბატონია, რომლის ტრაგიკული ამბავი გულგრილს არავის დატოვებს. ჯეინ ჰარდმანის ისტორია გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება მოჰყვეს ერთ უდანაშაულო ინციდენტს ნამდვილი ტრაგედია. ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როდესაც ჯეინის შიანური ცხოველი მას ცხვირზე დაეჯახა. ქალს ძლიერი სისხლდენა დაეწყო და ექიმებმა მოახერხეს მისი შეჩერება, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ შეშუპება დაეწყო და მას კვლავ მოუწია ექიმთან მისვლა. როგორც გაირკვა, ცხვირზე ტრამვისას მას განუვითარდა ვეგენერის გრანულომატოზი. დაავადება - ვეგენერის გრანულომატოზი ხშირად მცირე და საშუალო სიდიდის სისხლძარღვების და ცხვირის, სინუსების, ყელის ან ფილტვების ქსოვილების ანთებით იწყება. შეიძლება პროგრესირდეს მთელ სხეულში არსებული სისხლძარღვების ანთებად. რაც ხშირად ლეტალური შედეგით სრულდება. ქირურგები პაციენტის სიცოცხლისთვის რამდენიმე თვე იბრძოდნენ და მისი გადარჩენა მოახერხეს, მაგრამ ცხვირის ამპუტაცია გახდა საჭირო. ძნელი წარმოსადგენია, რა დეპრესიაში ჩავარდა ქალი, ამასთან ერთად დაკარგა ყნოსვაც და ახლა ის სპეციალურ პროთეზს ატარებს, თუმცა ამან არ შეამსუბუქა მისი ტკივილი. 244 9-ს მოსწონს
|