სხვა რას ამბობს ბიბლია აზარტულ თამაშებზე? 2012, 14 სექტემბერი, 11:45 დღესდღეობით ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც გვერდში ან მის საახლობლოში არ ყავდეს აზარტულ თაამაშებზე დამოკიდებული პიროვნება, ეს ისეთი რამაა თუ ერთხელ გასინჯე აუცილებლად წაგსძლევს სული კიდევ ითამაშო, მაგრამ ამ დროს საჭიროა მოთმინება და შიში იმისა, რომ შეიძლება სხვა ყველაფერთან ერთად საკუთარი თავიც კი დაკარგო.
ბიბლია არ კრძალავს აზარტულ თამაშებს, ნიძლავს, ლატარიას, მაგრამ გვაფრთხილებს, რომ თავი შორს დავიჭიროთ ვერცხლისმოყვარეობისაგან. როდესაც ადამიანი სამორინეში შედის, ის ფიქრობს, რომ დროის რაც შეიძლება მოკლე მონაკვეთში გამდიდრდეს, ეს კი ფულის სიყვარულზე მეტყველებს რაც ცოდვად ითვლება.
ზოგი ამბობს, რომ ისინი თამაშობენ იმიტომ, რომ მოგებული ფული გადასცენ ეკლესიას ან გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმარონ, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ მოგებულ ფულს ძალიან ცოტა თუ იყენებს სწორად, კეთილი მიზნებისთვის. ასევე დადგენილია, რომ გამარჯვებულთა უმრავლესობა მოგებამდე უკეთეს ფინანსურ მდგომარეობაში იყო ვიდრე მოგების შემდეგ: არაპატიოსანი გზით მოპოვებული ფული მიფრინავს, ის ვინც ნელნელა აგროვებს ფულს, ზრდის კიდეც მას. ბიბლიაში წერია:ვინაიდან ყოველგვარი ბოროტების ფესვია ვერცხლისმოყვარეობა და ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტაცა განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს.
თამაშზე დამოკიდებული ადამიანი უკვე შეიძლება საზოგადოებისთვისაც სახიფათო გახდეს, ის უკვე ყველაფერწე წამსვლელია, ფული იშოვოს და კაზინოს მიაშუროს, მას უფუჭდედა ფსიქიკა, ხდება ალკოჰოლზე დამოკიდებული, აქვს უძილობა და ა.შ.
ასე, რომ ვინც ჯერ კიდევ იმ სტადიაშია, შეუძლია ჯერ კიდევ თავის დანებება და უბრალოდ წარსულის დავიწყება, დროა დაივიწყო და საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი გახდე. 110 4-ს მოსწონს
|