2000-იან წლებს ბევრი სითბოთი და ნოსტალგიით იხსენებს, თუმცა მოდური ტენდენციების გახსენება რატომღაც არავის უნდა, რაც გასაკვირი სულაც არაა:
1. დაბალწელიანი შარვლები და საცვლების ჩვენება
მაღალწელიანი საცვლები ძალიან პოპულარული გახდა Gucci-ს, Jean-Paul Gaultier-ისა და Christian Dior-ის წყალობით. მათ შექმნეს თეთრეულის კოლექციები, რომელთა გამოჩენაც “საჭირო" იყო. ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მხარი დაუჭირა ამ ტენდენციებს, როგორებიც არიან კრისტინა აგილერა და პერის ჰილტონი.![2000-იანი წლების გიჟური მოდის
ტენდენციები, რომელთა დაბრუნება
არავის სურს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202111/2021111112252989693.jpg)
2. ე. წ. ჰარემის შარვლები
საუცარია, მაგრამ ასეთ შარვლებს დიდი სიამოვნებით ადარებდნენ როგორც ქალები, ისე ტენდენციებს აყოლილი მამაკაცები.![2000-იანი წლების გიჟური მოდის
ტენდენციები, რომელთა დაბრუნება
არავის სურს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202111/2021111112270589693.jpg)
3. ჭიპის პირსინგი
90-იან წლებში ასეთი პირსინგები საოცრად პოპულარული იყო ტოპ-მოდელების კრისტი ტარლინგტონისა და ნაომი კემპბელის წყალობით. 2000-იან წლებში კი ასეთ ტენდენციას მხარი დაუჭირეს ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან პერის ჰილტონი და ბრიტნი სპირსი.
![2000-იანი წლების გიჟური მოდის
ტენდენციები, რომელთა დაბრუნება
არავის სურს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202111/2021111112284089693.jpg)
4. ტატუები წელზე
2000-იან წლებში, როდესაც ტატუებთან დამოკიდებულება ზოგადად არც თუ ისე პოზიტიური იყო ხალხში, ინდივიდუალურობის ხაზგასასმელად ბევრმა ვარსკვლავმა გაიკეთა ტატუ წელს ქვევით, ძირითადად პატრა ორნამენტები, სახელები ან ყვავილები, შემდეგ კი უკვე ყველამ აიტაცა ახალი ტენდენცია.![2000-იანი წლების გიჟური მოდის
ტენდენციები, რომელთა დაბრუნება
არავის სურს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202111/2021111112313089693.jpg)
5. ოქროსფერი მანქანები
ძვირადღირებული მანქანების მფლობელებს ხაზი უნდა გაესვათ თავიანთი სტატუსისთვის, ამიტომ, თავიანთ მანქანებს ოქროსფერ საფარს უკეთებდნენ ხოლმე.![2000-იანი წლების გიჟური მოდის
ტენდენციები, რომელთა დაბრუნება
არავის სურს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202111/2021111112334189693.jpg)
6. ქვედაბოლოები ჯინსებზე
2000-იანების ყველაზე მწარე მოგონებაა ალბათ. ცნობიი ადამიანები ასეთ ფორმაში წითელ ხალიჩაზეც კი გადიოდნენ.![2000-იანი წლების გიჟური მოდის
ტენდენციები, რომელთა დაბრუნება
არავის სურს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202111/2021111112345789693.jpg)
7. დაბალწელიანი ჯინსები
ეს ალბათ იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიმბოლოა. დაბალწელიანი ჯინსი დიზაინერ ალექსანდრ მაკქუინის წყალობით გახდა მოდური. მან თქვა: ”მინდოდა სხეულის ვიზუალურად დაგრძელება და არა მხოლოდ უკანალის ჩვენება. ჩემთვის სხეულის ეს ნაწილი არის ყველაზე ეროტიკული ნაწილი ნებისმიერ სხეულში, იქნება ეს კაცი თუ ქალი. ”![2000-იანი წლების გიჟური მოდის
ტენდენციები, რომელთა დაბრუნება
არავის სურს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202111/2021111112390089693.jpg)
8. ბარხატის თმის სამაგრი
ეს აქსესუარი 1990-2000-იან წლებში ყველას ჰქონდა, დიდსაც და პატარასაც.![2000-იანი წლების გიჟური მოდის
ტენდენციები, რომელთა დაბრუნება
არავის სურს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202111/2021111112414589693.jpg)
9. ძალიან წვრილი წარბები
2000-იან წლებში მოდაში ძალიან წვრილი წარბები იყო, ამიტომ, მოდას აყოლილი გოგონები მუდამ იწვრილებდნენ წარბს, მიუხედავად იმისა, მოსწონდათ თუ არა.![2000-იანი წლების გიჟური მოდის
ტენდენციები, რომელთა დაბრუნება
არავის სურს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202111/2021111112432089693.jpg)
10. ყავისფერი ან აგურისფერი რუმიანა
ითვლებოდა, რომ მუქი ფერის რუმიანა ლოყაზე სახეს უფრო გამომხატველს ხდიდა.![2000-იანი წლების გიჟური მოდის
ტენდენციები, რომელთა დაბრუნება
არავის სურს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202111/2021111112480489693.jpg)