ეგვიპტის ხელისუფლება პირამიდების რეალურ ასაკს მალავს - რა აჩვენა პირამიდიდან მოპარულმა ქვის ანალიზმა
«ადამიანს დროის ეშინია, დროს კი, – პირამიდების» — ეს ეგვიპტური ანდაზაა და მისი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ეგვიპტის პირამიდები იმდენად ძველია, რომ ასაკის დადგენაც კი შეუძლებელია. საინტერესო კი ის არის, რომ ის ცივილიზაცია, რომელმაც პირამიდები ააშენა, ბევრად უფრო ძველია, ვიდრე ჩვენ გვგონია და ეს რომ ასეა, — სხვადასხვა წყაროებით დასტურდება...
თუმცა, ამ თემას სტატიის ბოლოს დავუბრუნდებით. ახლა კი, ახალი ამბის შესახებ, რომელიც მედიაში გავრცელდა:
როგორც ცნობილია, ოფიციალური მეცნიერების მტკიცებით, გიზის დიდი პირამიდის მშენებლობა ძვ. წ. აღრ. 2540 წელს დასრულდა. ე. ი. ხეოფსის პირამიდა, დაახლოებით, 4500 წლის არის. მაგრამ, გერმანიაში ჩატარებული ანალიზი, ამ თარიღს ეჭვქვეშ აყენებს.
ორი გერმანელი სტუდენტი ხეოფსის პირამიდაში შევიდა, მათ ქვის ნაწილი შეუმჩნევლად ჩამოტეხეს და ქვეყნიდან ფარულად გაიტანეს. გერმანიაში კი, ქვის ამ ნატეხს ანალიზი ჩაუტარეს. აღმოჩნდა, რომ მისი ასაკი 20 ათას წელს აღემატება! თუმცა, რამდენად, — დადგენილი არ არის... რადგან აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება, მსუბუქად რომ ვთქვათ, არაკანონიერი გზით მოხდა, კვლევის შედეგმა შემდგომი სვლის უფლება ვერ მიიღო.
ასე, რომ, ეგვიპტის ისტორიაში არაფერი შეცვლილა და წარსულის ყველა საიდუმლო, — საიდუმლოდ დარჩა...
თუმცა, ისტორიულ წყაროებს თუ გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ეგვიპტის ხელისუფლება მართლაც რაღაცას მალავს და არც პირამიდებთან დაკავშირებით, მეცნიერების მიერ დადგენილი თარიღები შეესაბამება სრულ ჭეშმარიტებას.
მაგ., ჰეროდოტე (ძვ. წ. აღრ. V ს.) «ევტეპეში» (მისი «ისტორიის» II ნაწილი) წერდა: «აქამდე ეგვიპტელები და მათი ქურუმები გადმომცემდნენ ლეგენდებს უძველესი პერიოდის შესახებ. ისინი მიხსნიდნენ, რომ ეგვიპტის პირველი მეფიდან მოყოლებული — ჰეფესტოსის უკანასკნელ ქურუმამდე, ადამიანთა 341 თაობამ ჩაიარა და ამ პერიოდის მანძილზე, ამდენივე უმაღლესი ქურუმი და ფარაონი იყო. თუ ჩავთვლით, რომ 300 თაობა — 10 000 წელია და მას კიდევ 41 თაობას დავამატებთ, გამოდის რომ, ეგვიპტის ცივილიზაცია 1340 წლის არის» — ეს კი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ოფიციალური მეცნიერეის მიერ დასახელებული ასაკი.
კიდევ ერთი ისტორიკოსი, ბიზანტიელი გეორგი სინზელიც (ახ. წ. აღრ. VIII ს.) საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის ძველი ეგვიპტის დინასტიების შესახებ: «ეგვიპრელებს აქვთ ფილა, რომელიც «ძველი ქრონიკის» სახელით არის ცნობილი და მასზე, 30 დინასტიის 113 თაობა, 36 525–წლიანი პეროოდის მანძილზე არის აღბეჭდილი» — წერდა ის.
ხოლო, ცნობილი ფილოსოფოსი დიოგენე (ძვ. წ. აღრ. IV ს.) საერთოდ ამტკიცებდა, რომ ეგვიპტელები ასტრონომიულ დაკვირვებებს, იქ ალექსანდრე მაკედონელის გამოჩენამდე, 49 000 წლით ადრე აწარმოებდნენ. ბერძენი ფილოსოფოსი სიმპლიციუსი (ახ. წ. აღრ. IV ს.) კი, უფრო შორს წავიდა და დაწერა, რომ ეგვიპტელები კოსმოსს 630 000 წლის მანძილზე სწავლობდნენ!
ასეთი განვითარების მიღწევა ათასობით წლებს რომ მოითხოვს, ამას ჩვენ ადვილად ვხვდებით, მაგრამ რასაც ისტორიკოსები გვიყვებიან, პასუხგაუცემელი იმდენი კითხვაა დაგროვილი, რომ თავად მისი ამოუხსნელობა აღნიშნავს შორეული წარსულის აწმყოზე მეტად განვითარებულობას.
ისტორიკოსები ცუდად ასწავლიან ბავშვებს!
ვისაც არ შეუძლია წარსული საზოგადოებრივი ცხოვრების გაცნობიერება და იმ წარსული სინამდვილის გადმოცემა, ასეთი პიროვნება ისტორიკოსად ვერ იწოდება.
ცალკეულ მეცნიერთა აზრით, დედამიწაზე ცხოვრება ვითარდებოდა მილიონი წლები. აღწევდნენ განვითარების უმაღლეს დონეს და მერე ეს განვითარებული ცხოვრება ინგრეოდა, თუ რის გამო, საკითხავი აი, ეს არის.
ცხოვრება მხოლოდ იმ შემთხვევაში კნინდება, როდესაც სათავეში მყოფს ერყევა რწმენა და ამპართავნობით კარგავს ღმერთის წინაშე პასუხისმგებლობას, საზოგადოებაზე ზრუნვის ნაცვლად, პირადი კეთილდღეობით იქცევს თავს. სხვა ვინმე რომ მოიქცეს, მას მოსთხოვს პასუხს ქვეყნის მმართველი და არ დაუშვებს უწესურად მოქცევას, რაც სამართლიან საზოგადოებრივ ცხოვრებას მოშლის. ხოლო, როდესაც თვითონ მმართველი არღვევს, მას ვეღარ ჰკადრებენ სიტყვას ვითარცა ვარსქენს,ძალოვანი სამსახურების მის პირად სამსახურში გადასვლის გამოისობით.
ასეთ შემთხვევაში საზოგადოება და ყოველი მოქალაქე ვალდებულია გამოთქვას უკმაყოფილება და მისი გადაყენება, როგორც დაღლილისა.
როდესაც საზოგადოება ამის პასუხისმგებლობას კარგავს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ღმერთის არც შიში გააჩნია და არც სიყვარული.
ქვეყნის სათავეში რჩეულთა შორის რჩეულნი უნდა მოდიოდნენ ყოველთვის, რათა ქვეყანა ყოველთვის კეთილად იმართებოდეს, ხალხის აზრზე დაყრდნობით, ქვემოდან ზემოთ.
სწორედ ამ წესით უცხოვრიათ ჩვენს შორეულ წინაპრებს სამოთხეში, რომელთა ცოდნასაც ხან შუმერებს აწერებენ და ხან კიდევ სხვას. სინამდვილეში დედამიწაზე არსებობდა უკიდეგანოდ განვითარებული საზოგადოება და ვინ იცის მერამდენედ.
იხილეთ:
https://www.youtube.com/watch?v=4YzQ0UaGCEM&t=287s