x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე მთავარი ცხოვრებაში — ჰაერზე, წყალზე და მზის სინათლეზე მნიშვნელოვანიაც კი

image


ძალიან დიდი ხნის წინ, ძველ ტაძარში ერთი მოხუცი ცხოვრობდა. ტაძრის ეზოში ბავშვები ხშირად თამაშობდნენ. ხოლო, მათ შორის ერთი, ცელქობით და მხიარული ხასიათით, ყველასგან გამორჩეული იყო. ერთხელ, როდესაც ის ტაძრის კიბეებზე თამაშობდა, კიბეზე, მასთან ახლოს, 3 ბეღურა ჩამოჯდა. ერთმა თქვა:
— ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაზე — მზე არის. სწორედ მისი წყალობით არის ჩვენი სამყარო ასეთი მშვენიერი. მაგრამ, ადამიანები მიეჩვივნენ მის სინათლეს და მზეს ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვავენ.
ამის მოსმენის შემდეგ, მეორე ბეღურამ თქვა:
— არა, ყველაზე მნიშვნელოვანი — წყალია. წყლის გარეშე სიცოცხლე არ იარსებებდა. მაგრამ, ადამიანები ისე შეეჩვივნენ მის ხელმისაწვდომობას, რომ საერთოდ არ აფასებენ.
და ბოლოს, მესამე ბეღურამაც ამოიღო ხმა:
— ის, რაც თქვენ თქვით, — მართალია! მზე და წყალი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე ფასეული ამ ქვეყანაზე, — ჰაერი არის. რადგან, მის გარეშე, ყველანი დავიღუპებოდით...
ამ საუბრის მოსმენის შემდეგ, ბიჭი დაფოქრდა. მას აქამდე, ჰაერის, წყლის და მზის მიმართ, მადლიერების გამოხატვა, აზრადაც არ მოსვლია... ის მოხუცთან გაიქცა და მოსმენილის შესახებ უამბო. ბავშვი დაღონებული იყო იმის გამო, რომ ადამიანები ასეთი უმადურები არიან და რომ, პატარა ფრინველები მათზე უფრო გაონიერები აღმოჩნდნენ.
მოხუცმა კი, მას გაუღიმა და უთხრა:
— გილოცავ, შენ უდიდესი აღმოჩენა გააკეთე. მართალი ხარ! ადამიანებს მხედველობიდან ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გამორჩათ. მაგრამ, მათ მიერ დაშვებული ყველა შეცდომის პატიება შეიძლება... თუ ისინი სიყვარულს ისწავლიან.

ყველა ადამიანი მანკიერების მატარებელია და მისი თავიდან მოშორება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მთელი ნებისყოფის მობილიზება მოხდება, შეუძლებელია. მაგრამ, მის დასამარცხებლად, ღმერთმა ადამიანებს სიყვარული მოგვცა:

მხოლოდ სიყვარულით შეიძლება სრულყოფილების მიღწევა — მხოლოდ მასშია განვითარება. სიყვარული — ღმერთისკენ მიმავალი გზა არის.

მართალია, ღმერთი ყოველ ჩვენგანს არ ეცხადება, მაგრამ ის, თავის ნაცვლად, სიყვარულს გვიგზავნის. მისი წყალობით კი, ადამიანები ერთმანეთს პატიობენ, ერთმანეთს აღიქვამენ და მშვენიერებას ქმნიან ამ ქვეყანაზე.


image

არხის სხვა სიახლეები:


image


1. რატომ არ შეიძლება «იზაბელით» ღვინის დაწურვა და სხვა საინტერესო ფაქტები ღვინის შესახებ

2. პრაქტიკული მაგია – როგორ აყალბებდნენ ოქროს ძველ ეგვიპტეში

3. რატომ ვერ მოიგო ომი გერმანიამ

4. 3 მოსაზრება და რჩევა, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს

5. ინდოეთში თუთიყუში გაასამართლეს

6. 20 ფოტო, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს

0
240
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0