x
image
intermedia.ge
Mediator image
5 განსხვავებული სენდვიჩი სამუშაო დღეების მიხედვით
image
სენდვიჩებში შეგიძლიათ მოათავსოთ ყველაფერი, რაც მოგესურვებათ და რაზეც ფანტაზია გაგწვდებათ: ლორი, ძეხვი, ქათმის ხორცი, ყველი, ბოსტნეული, სოუსები და სხვა. იგი ძალიან პრაქტიკული საუზმეცაა, რომელიც სწრაფად მზადდება, საკმაოდ ნოყიერია და ენერგიასაც გვმატებს. ბევრ ადამიანს, ვინც დილაობით სახლში საუზმობას ვერ ასწრებს, სენდვიჩი სამსახურში მიაქვს.


სენდვიჩის მომზადების ბევრნაირი რეცეპტი არსებობს. ყველასათვის ცნობილი და საყვარელი „ნიკორა“ ხუთი გემრიელი სენდვიჩის რეცეპტს გვიზიარებს, რომლებიც შეგვიძლია სამუშაო დღეების მიხედვით მივირთვათ:

ორშაბათი - სენდვიჩი კვერცხით და შაშხით

image
„ორშაბათი მძიმე დღეა“ - არის სიმართლის მარცვალი ამ ერთი შეხედვით ბანალურ ფრაზაში. დასვენების დღეების შემდეგ ბევრს უჭირს სამუშაო რეჟიმზე გადართვა. თანაც, როგორც წესი, ორშაბათობით ყოველთვის ბევრი საქმეა. თათბირები, კვირის დაგეგმვა და ა. შ. შეიძლება სამუშაო დღემ ისე ჩაიაროს, რომ სადილად გასვლა საერთოდ ვერ მოასწროთ, ამიტომ მნიშვნელოვანია ნოყიერი საუზმე, რომელიც მხნეობას შეგმატებთ, გამოგაფხიზლებთ და ტვინს უკეთესად მუშაობის საშუალებას მისცემს.

ფრანგულ სენდვიჩს, როგორც წესი, ამზადებენ ღორის შაშხით, ყველით და ბეშამელის სოუსით. გახუხულ პურს ზემოდან შემწვარ კვერცხს ადებენ. ბეშამელის სოუსის მომზადება წინა დღითაც შეგიძლიათ: გაადნეთ 30 გ. კარაქი პატარა ქვაბში, სწრაფად ათქვიფეთ სპეციალური სათქვეფით, ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ გემრიელ სუნს არ შეიგრძნობთ (დაახლოებით 2-3 წთ დაგჭირდებათ). გამუდმებით ურიეთ. შემდეგ, დაუმატეთ 1 ჭიქა რძე და ხარშეთ, სანამ მასა არ გასქელდება (10-12 წთ). შეურიეთ ცოტაოდენი გახეხილი ყველი და გადაიტანეთ სოუსი ქილაში.

პურის ნაჭერზე დააფინეთ 2 ნაჭერი „ნიკორას“ ღორის შაშხი. თანაბრად წაუსვით შაშხს ბეშამელის სოუსი, დაადეთ ყველის ნაჭერი და დააფარეთ ზემოდან პურის მეორე ნაჭერი. გააცხელეთ თუჯის ტაფა, გაადნეთ ცოტაოდენი კარაქი და სენდვიჩი ორივე მხრიდან გახუხეთ, 2-2 წუთით თითო მხარეს. იმავე ტაფაში შეწვით კვერცხი და დაადეთ სენდვიჩს ზემოდან. ფრანგული სენდვიჩი - მზადაა!


სამშაბათი - სენდვიჩი „შეიკით“, ყველითა და ჰალაპენიოთი

image
მძიმე დღის შემდეგ მუშაობა კვლავ აქტიურ რეჟიმში უნდა გააგრძელოთ. ეს გემრიელი სენდვიჩი ცხარე „ჰალაპენიოთი“ ენერგიით აგავსებთ მთელი დღის განმავლობაში. წიწაკას მოაცილეთ ყუნწი და თესლები. დაჭერით ძალიან წვრილ კუბიკებად და შეურიეთ ცოტაოდენ კარაქს. სენდვიჩის პურებს შიგნითა მხრიდან წაუსვით კარაქში შერეული ჰალაპენიო. დააფინეთ 1-2 ნაჭერი ყველი (შეგიძლიათ გამოიყენოთ „სულგუნი“, „გაუდა“ ან „ედამი“) და 2-3 ნაჭერი „შეიკა“. სენდვიჩი ორივე მხრიდან შებრაწეთ 3-4 წთ. ტაფა-გრილზე, სანამ შიგნით ყველი არ გადნება.


ოთხშაბათი - სენდვიჩი ჩალაღაჯით, ყველითა და ბოსტნეულით

image
შედარებით მსუბუქი დღის დროც მოვიდა. ეს სენდვიჩი ძალიან ადვილად მზადდება და ნაკლებკალორიულია. ცოცხალი ბოსტნეული მას ახალ და წვნიან გემოს ანიჭებს. გახუხეთ ტოსტის პურები ტაფა-გრილზე ან ტოსტერში. პურზე დააფინეთ სალათის ფოთოლი, რგოლებად დაჭრილი პომიდორი, თხლად დაჭრილი ყველის ფირფიტა (გაუდა, ედამი), 2 ნაჭერი შებოლილი „ჩალაღაჯი“, ზემოდან ყველის ფენა გაიმეორეთ და დაადეთ თავზე პურის მეორე ნაჭერი.

ხუთშაბათი - სენდვიჩი ბეკონითა და ვაშლით

image
სამუშაო დღეების ბოლოსკენ შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ და განსხვავებული სენდვიჩი გასინჯოთ. ცხელ ტაფაზე გაადნეთ კარაქის ნაჭერი და გახუხეთ პურის ნაჭერი. წაუსვით კრემყველი, ან მაიონეზი (შეგიძლიათ შეურიოთ წვრილად დაჭრილი მწვანე წიწაკა), შემდეგ დაადეთ „ნიკორას“ ბეკონი და თხლად დაჭრილი ვაშლი, დააფარეთ პურის მეორე ნაჭერი. შეწვით სენდვიჩი ორივე მხრიდან, სანამ მიმზიდველ ოქროსფერს მიიღებს (შეგიძლიათ გამოიყენოთ ღუმელი).

პარასკევი - სენდვიჩი ქათმის ძეხვით, მწვანილითა და ყველით

image
დროა რაციონში ქათმის ხორცი ჩართოთ. მოამზადეთ სენდვიჩი ბაგეტის პურში: პირველ ფენად დადეთ თხლად დაჭრილი დამარინადებული კიტრი, შემდეგ, „ნიკორას“ ქათმის ძეხვის 2-3 ნაჭერი, რგოლებად დაჭრილი პომიდორი, ყველის ნაჭერი და ცოტა მწვანილი. სურვილისამებრ, შეგიძლიათ ბაგეტზე წაუსვათ ცოტა მაიონეზი.

ბედნიერ და გემრიელ სამუშაო დღეებს გისურვებთ!

0
97
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0