ადამიანები ვუშვებთ შეცდომებს და არც თუ ისე იშვიათად, მაგრამ არის შეცდომები, რომლებიც ისეთი წარმოუდგენელი და ამავდროულად ირონიულია, რომ უმჯობესია არავინ გაიგოს.ქვემოთ სწორედ რამდენიმე ასეთი შეცდომაა წარმოდგენილი.
მგელი ცხვრის ტყავში
რამდენიმე წლის წინ გერმანულმა ანტიპირატულმა ჯგუფმა Brein-მა წამოიწყო კამპანია. DVD დისკებზე, რომლებზეც ლეგალურად იყო ჩაწერილი ფილმები, განათავსა აგრესიული რეკლამა, რომლითაც მაყურებელს საავტორო უფლებების დაცვისკენ მოუწოდებდნენ, მაგრამ საინტერესოა ის, რომ მუსიკა, რომელიც რეკლამისთვის იქნა გამოყენებული ჯგუფს არ ეკუთვნოდა. საქმე იმაშია, რომ ჯგუფის თხოვნით ავტორმა მუსიკა ადგილობრივ კინო ფესტოვალზე
ერთჯერადი ანტიპირატული რეკლამისთვის დაწერა, მაგრამ Brein-ის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ შეეძლოთ მუსიკის გამოყენება სხვა რეკლამებისთვისაც. ამ ამბის გამოაშკარავების შემდეგ ავტორმა სასამართლოს მიმართა და კომპენსაციაც მიიღო.
უიღბლო გამომგონებელი
კალათბურთი, რომელიც 1891 წელს ჯეიმს ნეისმიტმა გამოიგონა, 1898 წლისთვის უკვე საკმაოდ პოპულარული იყო იმისთვის, რომ შექმნილიყო საკალათბურთო ლიგა. ნეისმიტი იმ პერიოდში კანზასის უნივერსიტეტში ასწავლიდა და გასაკვირი არაა, რომ უნივერსიტეტის გუნდის გაწვრთნა მას ანდეს. მართლაც, ვინ გაწვრთნიდა გუნდს უკეთესად ვიდრე თამაშის შექმნელი. სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მიღწეული მისი შედეგი სხვა მწვრთნელების შედეგებისგან სრულიად განსხვავდება, მაგრამ გაგიკვირდებათ და არა კარგი კუთხის. ჯეიმს ნეისმიტი ისეთი ცუდი მწვრთნელი გამოდგა, რომ დღემდე მისი ანტირეკორდი ვერავინ გააუმჯობესა. მან 115 თამაშიდან 60 წააგო.
უხილავი ხომალდები
წყალქვეშა ხომალდების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მტრისთვის ის შეუმჩნეველია, მაგრამ ამ უპირატესობის მიღწევა ბოლო ათწლეულების მანძილზე ტექნოლოგიების ცვლილების პარალელურად თითქმის შეუძლებელი გახდა. მიუხედავად ყველაფრისა 2009 წელს ბრიტანული წყალქვეშა ხომალდი HMS Vanguard-ი და ფრანგული Le Triomphant-ი, რომელთაგან ორივე ყველაზე თანამედროვე ხომალდების აღმოსაჩენი ტექნოლოგიით იყვნენ შეიარაღებულნი, ატლანტის ოკეანეში ცურვისას ერთმანეთს შეეჯახნენ. ოკეანის ზედაპირი უდიდეს სივრცეს მოიცავს და ტექნოლოგიების გარეშეც ორი გემის ერთმანეთთან შეჯახება დიდ იღბალთან, მაგრამ უფრო სწორი იქნებოდა-უიღბლობასთან არის დაკავშირებული. თუ ამ ყველაფერს მესამე განზომილებასაც დავუმატებთ, ორი წყალქვეშა ხომალდის ოკეანეში ერთმანეთთან, თუნდაც განზრახ, დაჯახება ძალიან ძნელია, მაგრამ ფაქტია მათ ეს შეძლეს.