x
image
თეონა გორდეზიანი
რა არის, რაც გაპოვნინებს ბედნიერებას ...


image


ვერავის ვერასდროს გააგებინებ თუ ზოგჯერ გიძნელდება გაღიმება... ღიმილი არაფერი არ ღირს, მაგრამ ის ამდიდრებს მათ ვინც იღებს და ასევე მათ, ვინც ამ ღიმილს გასცემს. ის გრძელდება წამიერად, მაგრამ მეხსირებაში სამუდამოდ რჩება.

ზოგჯერ როგორ გეზარება გაღვიძება და ახალი დღის დაწყება...

ზოგჯერ, როგორ გახრჩობს ყელზე მობჯენილი სიტყვები, ფიქრები და გრძნობები


ზოგჯერ როგორ გინდა გაცდე ნაცნობ ხალხს და ადგილებს,

ზოგჯერ როგორ გიჭირს იყო ძლიერი...

განა რთული არაა თავი მხნედ გეჭიროს და არ იმჩნევდე???

სასაცილოდ გეჩვენება ეს ყველაფერი? დავიჯერო ასეთ დღეში არ ყოფილხარ? თუ საჯაროდ თქმა სირცხვილია...

აბა ჩაუღრმავდი, დაუსვი შენს თავს შეკითხვა"როგორ ვარ"... რა გითხრა შენმა მემ... კარგად ხარ??? პრობლემები არ გაქვს? დავიჯერო ყველაფერი კარგადაა შენს ცხოვრებაში?

ვინ ხარ, რა ხარ, რა გაქვს თუ არ გაქვს ეს კი არ განაპირობებს თქვენს ბედნიერებასა თუ უბედურებას, არამედ ის, თუ თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფრის შესახებ...

გაიღიმე, ცხოვრება მშვენიერია !!!

ჩვენ ვმართავთ ხანდახან ცხოვრებას არასწორად... ჩვენი სულიერი სიმშვიდე და კარგად ყოფნა დამოკიდებულია არა იმაზე თუ სად ვიმყოფებით, რა გაგვაჩნია დაროგორი მდგომარეობა გვიჭირავს საზოგადოებაში, არამედ დამოკიდებულია ჩვენს გონებაზე...

თუ თქვენ გსურთ იპოვოთ ბედნიერება - შეწყვიტეთ ფიქრი მადლიერებასა თუ უმადურობაზე, განიცადეთ შინაგანი სიხარული, რომელიც მოაქვს გაცემას, სიკეთის კეთებას, ღიმილს... გააღვიძეთ იგივე სურვილი სხვა ადამიანებში, გახსოვდეთ დღევანდელი დღე არაარის ხვალინდელი დღე, რომელზეც გუშინ დარდობდით, არავინ არაა ისე მდიდარი რომ სხვის გარეშე შეძლოს არსებობა და არავიაა ისე ღარიბი, რომ არ გახდეს მეორესავით მდიდარი.

გახსოვდეთ, რომ თქვენთან მოსაუბრე შეიძლება არ იყოს მართალი, მაგრამ ის სულაც არ ფიქრობს ასე... ნუ განიკითხავთ, იმიტომ რომ ასე მხოლოდ სულელი მოიქცევა, შეეცადეთ გაუგოთ...

თუ დაკვირვებული ხარ, გეცოდინება, რომ საზოგადოება გვაფასებს ოთხი ძირითადი კრიტერიუმით :

რას ვაკეთებთ,

როგორ გამოვიყურებით,

რას ვამბოთ და

როგორ ვამბობთ.

ადამიანი, რაც არ უნდა დამნაშავე იყოს მუდამ მზადაა დაადანაშაულოს სხვა, მაგრამ არასდროს საკუთარი თავი. გამონაკლისი, რასაკვირველია არსებობს.


ყველა ადამიანს სხვადასხვა დროს აქვს ცხოვრების კრიტიკული პერიოდი... მათ შორის მეც, მეც ადამიანი ვარ... ჩემთვისაც გაუცრუებიათ იმედები, მეც მიტირია, მეც გამითენებია ღამე მომავალზე ფიქრში, მეც მინანია, ვყოფილვარ უიმედოდ ... ყველაფრის მიუხედავად, განვლილი დროის, დამღლელი პერიოდების, შეგრძნების რომ შორსაა ბედნიერება და იმედგაცრუება უფრო მეტია ვიდრე დადებითი ემოცია... მე ახლა ამ წამს სამოტივაციო სიტყვებს ვწერ... მეც შემეძლო დამეყარა ფარ-ხმალი, არ მებრძოლა ბედნიერებისთვის, პროფესიისთვის.არ მეცხოვრა სიყვარულით და არ ამერჩია სწორი გზები...

სწორი არჩევანი გავაკეთე და გადავწყვიტე საფეხურები ამეგო სადაც ჩემთან ერთად ჩემით სხვაც ბედნიერი იქნებოდა.

ნუ შეგეშინდება დამარცხების, ცხოვრება ძლიერებს ურტყამს, რომ წამოდგომა შეძლოს და გახდეს იმაზე ძლიერი ვიდრე იყო.

შენც ეცადე გახდე ის ადამინი, ვინც სწორ გზებს ირჩევს, გახდე ის ადამიანი ვინც სხვებს ღიმილს ჩუქნის და მერე თავადაც იღებს დადებითს.









0
11
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0