x
მეტი
  • 28.12.2024
  • სტატია:139090
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512613
რატომ უყვართ კატებს ნივთების გადმოყრა?

image


კატებს ძალიან უყვართ ჩვენი ნივთების გადმოყრა, მით უმეტეს სიმაღლიდან, რასაც პატრონის სამართლიანი გაბრაზება მოჰყვება. ისინი ბოროტი გობლინები არიან, რომლებიც ასე ვერ იტანენ ჩვენს ნივთებს? ეს მთლად ასე არ არის. არ უნდა გაგიკვირდეთ - კატები ნივთებს იმისთვის ყრიან, რომ ისინი ასე ერთობიან, ეს მათ სიამოვნებას ანიჭებთ. აი, მთელი ახსნა. თუ გსურთ, რომ თქვენი შინაური ცხოველი გადააჩვიოთ ამ მავნე ჩვევას, საჭიროა იცოდეთ, ეს რატომ მოსწონთ მათ და რომელ, ნაკლებად დამანგრეველ ალტერნატივას შეიძლება მივმართოთ.


image


ყველაფერი, რაც კატებს მოსწონთ


კატებს უყვართ ნივთებზე დახტომა, უყვართ აგრეთვე პოტენციური მსხვერპლის შესწავლა (მათ შემთხვევაში, ნებისმიერი მცირე ზომის საგნის)-მსხვერპლს ისინი თათით უბიძგებენ და აკვირდებიან შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. თუ მსხვერპლი გაინძრა, შესანიშნავია; თუ ის რაიმე ხმას გამოსცემს, უფრო უკეთესი; თუ გაინძრა და ხმასაც გამოსცემს-ჯეკპოტი!



image

კატები, როგორც კი მსხვერპლს აღმოაჩენენ, ისინი არ მოასვენებენ, არ მოსცილდებიან მას იქამდე, სანამ თვითონ არ მობეზრდება ან ობიექტი არ მოკვდება.

მაგიდიდან ნივთების გადმოყრა ერთდროულად აერთიანებს სამი სახის მოქმედებას, რომელიც ასე ძალიან მოსწონთ კატებს. თავისებური კროსფიტი-ისინი ხტებიან ზემოთ რომელიმე ზედაპირზე და თათით უბიძგებენ ობიექტს. თუ ობიექტი, იატაკზე დაცემისას აგრძელებს მოძრაობას, გორაობას, მაშინ კატები აგრძელებენ თამაშს მათთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში.


image


ყურადღების მიქცევა


კატებს არ სჭირდებათ ბევრი დრო, იმის გასაგებად, რომ ნივთების დაცემა იატაკზე ხმას გამოსცემს, რომელიც აუცილებლად მიიპყრობს ადამიანის ყურადღებას. როგორც ვეტერინარი, ელენ უაიტლი, თავის სტატიაში HowStuffWorks-თვის, აღნიშნავს, ეს ძვირფასი ინფორმაციაა კატისთვის: "თუ ცხოველი მიხვდა, რომ ადამიანი წამიერად რეაგირებს ნივთის გადმოგდებაზე, მას შეუძლია, ეს სპეციალურად გააკეთოს, რათა პატრონის ყურადღება მიიქციოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა შია."


image


როგორ გადავაჩვიოთ ამ მავნე ჩვევას

ამის გადაჩვევა ადვილად შეიძლება, თუმცა თქვენი გარემოს ცოტა შეცვლა მოგიწევთ. რამდენადაც სიმაღლის შეცვლა, ეს მხოლოდ სიამოვნების ნაწილია, რომელსაც ნივთების გადმოყრის თამაშისგან იღებს, მოიფიქრეთ ის, რაც მას უფრო მეტ სიხარულს მიანიჭებს. კატების სპეციალისტი, ჯექსონ გელაქსი რეკომენდაციას იძლევა, მოუწყოთ კატებს ისეთი კონსტრუქცია, რომელიც დაეხმარება სიმაღლეზე ასვლაში და ოთახში მოგზაურობაში, რათა არ ჰქონდეს დაბლა ჩამოსვლის სურვილი. თუ ეს დიდ სირთულეს წარმოადგენს, მაშინ გამოუყავით ადგილი სიმაღლეზე, სადაც შეეძლება დასვენება.

დაღლილი კატა არ აწუხებს ირგვლივმყოფებს, ამიტომ ითამაშეთ თქვენი სახლის ბინადართან, თანაც ხშირად. შეარჩიეთ ისეთი სათამაშოები, რომელიც მათ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს-ეს შეიძლება იყოს ბურთი ან მოტორიზებული სათამაშო ცხოველი. ლაზერული სათამაშო სხივიც გამოდგება, მაგრამ ის მათ იმდენად არ დააკმაყოფილებთ მსხვერპლთან კონტაქტის მოთხოვნილებაში.

გახსოვდეთ: კატები ხშირად ყრიან ნივთებს, იმიტომ რომ თქვენი ყურადღება მიიქციონ. როცა ასეთი რამ ხდება, არ მიატოვოთ თქვენი საქმე და მაშინვე არ გაიქცეთ "დანაშაულის ადგილზე", მით უმეტეს არ აჭამოთ მაშინვე. რატომ? იმიტომ, რომ ასე აღარ მოიქცნენ. დააცადეთ რამდენიმე წუთი, შემდეგ წყნარად მიალეგეთ. დროთა განმავლობაში ამის გაკეთება სულ უფრო იშვიათად მოგიწევთ.


image






იხილეთ ასევე:




გადაარჩინეს ირემი, რომელიც ყელზე ჩამოცმული მანქანის საბურავით დადიოდა (+ვიდეო)

image

არიზონაში, ტბორში, წვიმების შემდეგ უცნაური არსებები გაჩნდა

image

ცნობისმოყვარე ცხოველები, რომლებიც ფოტოგრაფებს მუშაობაში ხელს უშლიან

image

ვინ და რა აიძულებს კობრებს ცეკვას?

image

იცოდით, მწვანე კოდალა ზამთრის მარაგს სად ინახავს?


image

რატომ ატარებდნენ ამერიკელები საქონლისჩლიქებიან ფეხსაცმელებს?

image

უძველესი რეპტილიების-დინოზავრების ნაშთები შესაძლოა მთვარეზეც იყოს

image






2
1977
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
1977
  
2021, 30 ოქტომბერი, 21:50
კროსფიტი არის ვარჯიშის პოპულარული სახეობა, რომელიც სხვადასხვა სავარჯიშოებს აერთიანებს. მაგ: სპორტული ფიტნესი, ფიზიკური დატვირთვა, ოლიმპიური ძალოსნობა და სხვა. ვრცლად გაეცანით აქ https://fortuna.ge/fortuna/post/rogor-vivarjishot-pandemiisas
გობლინის განმარტებას ელემენტარულად ვიკიპედიაზე გაეცანით.
ორივე სიტყვა იხმარება ქართულში. აი "გაჟუილება"
კი თქვენსკენ მოიკითხეთ "ბიჭო". ისწავლეთ ქართული
2021, 30 ოქტომბერი, 15:21
გობლინი კროსფიტი, თქვენ ხო არ აჟუილებთ, ბიჭო? ისწავლეთ ქართული!
0 1 2