x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138972
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
61 წლის ბაბუისგან დაორსულებული 11 წლის გოგონას ოჯახი უარს ამბობს აბორტზე

image

61 წლის ბაბუისგან დაორსულებული 11 წლის გოგონას ოჯახი უარს ამბობს აბორტზე. 11 წლის გოგონა სავარაუდოდ, 61 წლის პაპინაცვალმა გააუპატიურა.

მოზარდი გოგონა, რომლის სახელიც სამართლებრივი მიზეზების გამო არ სახელდება, ორსულობის მეხუთე თვეშია. მასზე, სავარაუდოდ, ნახევარი საუკუნით უფროსმა მამინაცვალის მამამ სექსუალურად იძალადა, შემთხვევა სანტა-კრუზის მახლობლად, ბოლივიის ქალაქ იაპაკანში მოხდა.

image

ააღსანიშნავია, რომ გოგონას ოჯახი თავდაპირველად აბორტს დათანხმდა, მაგრამ შაბათ-კვირას გადაიფიქრა და ორსულობის გაგრძელებაზე თანხმობას ხელი მოაწერა.

ქალთა სახლის ხელმძღვანელმა, ანა პაოლა გარსიამ (მთავარი ფოტო) გაზეთ EFE-ს განუცხადა, რომ ახალგაზრდა გოგონამ ერთ-ერთ ნათესავს მოუყვა, როგორ "გრძნობდა მუცელში უცნაურ მოძრაობებს". თავის მხრივ ნათესავმა ამ ყველაფრის შესახებ, 11 წლის გოგონას დედას მოუთხრო, რომელმაც პოლიციაში განცხადება შეიტანა.

"მას არ სურს იყოს დედა", - თქვა გარსიამ.

მან დასძინა, რომ მსხვერპლს აბორტის საწინააღმდეგო მედიკამენტის პირველი დოზა მისცეს.

"11 წლის გოგონას ვერ ვაიძულებთ, რო 9-თვიანი ორსულობის პროცესი გაიაროს, ეს არის წამება".

გარსიამ განაცხადა, რომ 2020 წელს ბოლივიაში 18 წლამდე ასაკის 39, 999 გოგონ დაორსულდა ანუ დღეში საშუალოდ 109 გოგონა.

გადაწყვეტილება, რომელიც ახალგაზრდა გოგონას ოჯახმა მიიღო, მათმა ადვოკატმა, ჯოვანი კაბელომ საინფორმაციო საიტს Pagina Siete-ს გააცნო. მისი თქმით, "სამშობიარო განყოფილება და მისი მთელი გუნდი ოჯახის მიერ გამოთქმული სურვილის მიხედვით მუშაობს". რაც შეეხება გოგონას მდგომარეობას, ადვოკატის თქმით, "ის არის ადეკვატურ მდგომარეობაში, მშვიდადაა". მან დასძინა, რომ გოგონასთვის ზრუნავენ და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დედა და ნაყოფი ჯანმრთელი იყოს".

image

ორსულობის არ შეწყვეტის გადაწყვეტილება, გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას ექიმებისა და სასამართლო ხელისუფლების სურვილის საწინააღმდეგოდ არის მიღებული.

გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებული 61 წლის ბაბუა პატიმრობაში იმყოფება მონტეროს ციხეში, სანტა კრუზის ჩრდილოეთით.

2
1074
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1074
  
2021, 27 ოქტომბერი, 1:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 26 ოქტომბერი, 16:46
:-(
0 1 2