x
მეტი
  • 09.12.2021
  • სტატია:115498
  • ვიდეო:352861
  • სურათი:489386
COVID-19-თან ბრძოლის არსენალში ახალი პრეპარატი გამოჩნდა

image


საერთაშორისო საზოგადოებას COVID-19-ის კიდევ ერთი წამალი აქვს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) იტყობინება. სინთეზირებული ანტისხეულების შემცველი წამალი დაამატეს კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატების სიაში. ჯანმო მოუწოდებს მწარმოებელ კომპანიებსა და მთავრობებს, გაზარდონ მისი წარმოება და შეამცირონ მისი ღირებულება.

დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურად რეკომენდაცია გაუწია Regeneron-ს (casirivimab და imdevimab) COVID-19-ის არამსუბუქი შემთხვევების ან კრიტიკულად დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი ანტისხეულები.

"ჯანმო მოუწოდებს მწარმოებელ კომპანიებს და მთავრობებს, გადახედონ სინთეზური ანტისხეულების კომბინირებული რეგენერონის მაღალი ღირებულებისა და შეზღუდული წარმოების საკითხს და უზრუნველყონ წამლის სათანადო და უსაფრთხო გამოყენება", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში

მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანია Roche Pharmaceutical-თან, რათა, გაიაფდეს წამალი და სამართლიანად გავრცელდეს ყველა რეგიონში, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში. ჯანმო ასევე განიხილავს წამლის მიწოდების შესაძლებლობას გაეროს ბავშვთა ფონდის არხებით.

ჯანმო წაახალისებს ტექნოლოგიების გაზიარებას, რაც საშუალებას მისცემს ბიოანალოგიური ვერსიების წარმოებას. პარალელურად, ჯანმო-მ მიმართა სხვა ფარმაცევტულ კომპანიებს, უზრუნველყონ ბიოს მსგავსი პრეკვალიფიკაციის ვარიანტები, რაც გაზრდის წარმოებას და შესაბამისად, გააუმჯობესებს წამლების ხელმისაწვდომობას.

როგორც ჯანმო-ში აღნიშნეს, COVID-19-ით დაავადებული პაციენტების წამლით მკურნალობის დროს ჩატარებული კვლევების დროს გამოვლინდა მისი გამოყენების სირთულეები. ამასთან დაკავშირებით, ექსპერტები რეკომენდაციას უწევდნენ პრეპარატის დაბალი დოზებით კანქვეშა მიღებას ამბულატორიულ გაყოფილებებში კარგად მომზადებული პერსონალის მიერ.


0
74
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0